ყველას მოგეხსენებათ, რომ პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ერთმანეთს "ჩელსი" და"მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ. ამ მატჩს დიდი აჟიოტაჟი მოყვა, რადგან კლატენბურგმა "ჩელსის" 2 ფეხბურთელი გააძევა და თამაშგარედან გატანილი გოლი ჩათვალა. საბოლოოდ "ეშმაკებმა" 2-3 იმარჯვეს.
31 ოქტომბერს კვლავ გაიმართა მატჩი "ჩელსსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, ლიგის თასის ეგიდით. ამ მატჩში "ეშმაკების" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გამოაკრა საინტერესო ბანერი რომელზეც ეწერა: "კლატენბურგი - მსაჯი, ლიდერი, ლეგენდა".