თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2013, 14:50
ავტორი: Esi,
ნანახია: 2521,
კომენტარები: 16
იუნაიტედი ფეხბურთელებს ყიდის...
იუნაიტედმა 2 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა,რომელთაც სავარაუდოდ იანვარში გაყიდიან...
იუნაიტედი ფეხბურთელებს ყიდის...
ოთხშაბათ საღამოს ევერტონთან მარცხის შემდეგ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა.კლუბი მზადაა გაყიდოს ეშლი იანგი და ოლივეირა ანდერსონი.ორივე ზემოდხსენებული ევერტონთან მატჩში არ შემოსულა მოედანზე,მაგრამ როგორც ჩანს დევიდ მოიესი ორივეთი უკმაყოფილოა და მზადაა გაყიდოს ორივე.განსხვავებით ეშლი იანგისა,ოლივეირა ანდერსონს ძალიან მცირე დრო ეძლევა იმისათვის,რომ მწვრთნელს დაუმტკიცოს,რომ ის ღირსია იუნაიტედში თამაშის.ძირითადად ბრაზილიელი ფეხბურთელი სერ ალექსის დროსაც სკამზე იჯდა,მაგრამ ამის მიზეზი უპირველესყოვლისა ტრავმები იყო.

2005 წელს ანდერსონი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს,რის შემდეგადააც ის იუნაიტედმა შეიძინა,მაგრამ იმედები ვერ გაამართლა.ასევე ბრაზილიაში ძალიან დიდი იმედით უყურებდნენ ამ ტალანტს,მეტიც ის ახალ რონალდინიოდაც კი მონათლეს,მაგრამ აშკარად ტრავმებმა მისი ნიჭი და ტალანტი უკუაგდო.

რაც შეეხება იანგს ის ასტონ ვილადან გადმოვიდა მანჩესტერ იუნაიტედში.პირველივე სეზონი თითქოსდა კარგად დაიწყო ინგისელმა შემტევმა,მაგრამ თამაშიდან თამაშამდე სულ უფრო და უფრო უკლებდა,რის შემდეგაც მან სკამზე გადაინაცვლა,შემდეეგ იყო ტრავმა,რომელმაც საბოლოოდ დააკარგვინა ადგილი ძირითადში.დევიდ მოიესი მას ასე თუ ისე ნდობას უცხადებს და აძლევს შანს,რომ დაუმტკიცოს მწვრთნელს,რომ ის ძირითადის ღირსია,მაგრამ ეს მას ნაკლებად გამოსდის.

სწორედ ამიტომაც იუნაიტედის ხელმძღვანელობამ ორივე ზემოდხსენებული ტრანსფერზე დააყენა.ეშლი იანგით ფულჰემია დაინტერესებული,ხოლო ანდერსონი შეიძლება არ გაყიდონ და რაიო ვალაკანოში გაანათხოვრონ.

წყარო:bleacherreport.com
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: vova
6 დეკემბერი 2013 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ნანი ველბეკი იანგი და ანდერსონი ფეხბურთელები რომლებიც თამაშიდან თამაშამდე უარესდებიან და საშჰინელი სტატისტიკა აქვთ , გასაშვები არიან და ყველა ეს ფეხბურთელები და რამოდენიმე ახალი კარგი ფეხბურEლია საჭირო როისის და როისის მსგავსი ვარსკვლავები ეხლა არ არის დრო ექსპერიმენტების , ეგ სერ ალექსს გამოსდიოდა
0
№12
ავტორი: Best 7
6 დეკემბერი 2013 20:45
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ანდერსონი და ქლევერლი გაყიდონ იანგის გაყიდვა მაინც არ მინდა იმიტომ რომ მაგრა სემულიანტობს და 50 პროცენტიან პენლატს ადებიებს ისე აკეტებს
0
№13
ავტორი: LizarD
6 დეკემბერი 2013 22:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
გაყიდონ კარგი იქნება, მე ის მაღელვებს ვინმე თუ გადმოვა, არ ხდება ეგრე რომ რახან შესთავაზებ და იუნაიტედია გადმოვა... პეს2012 კი არ არის გაყიდო/იყიდო... საფიქრებაა საჭირო = )) ეს ორი რომ გასაყიდია 2 აზრი არ არსებობს
0
№14
ავტორი: BERDI
7 დეკემბერი 2013 01:01
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მოუშორებელი ჭირი მოვშორდება იანგი
ანდერდონი კიდე თუ გადავა სხვაგან რაღაც სასწაულად ითამაშებს და სანანებელი გაგვიხდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№15
ავტორი: Vodafone
7 დეკემბერი 2013 01:16
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
იანგი მოაშორეთ სასწრაფოდ, ანდერსონს არაფერს ვერჩი, მაგრამ თავისთვის ჯობია წავიდეს
0
№16
ავტორი: ლადო
7 დეკემბერი 2013 09:12
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დაცვას უნდა ახალი ლიდერი....ჩემი აზრით ერთი ტოპ-კლასის მცველი ცენტრში ყველაფერს დაალაგებს...ნახევარდაცვის ცენტრში ვიყიდდი კოკეს, რომელიც იმენა მაგარია რააა...ფლანგელი გვინდა ისეთი, რომ ორივე ფლანგზე უპრობლემოდ ყომარობდეს და მგონი მეტი აღარავინ გვჭირდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top