რაიან გიგზის განცხადებით, "ჩელსისთან" წაგებული მატჩი ახალგაზრდებს არ უნდა დაბრალდეს, რადგან ისინი გამოუცდელები არიან. "მათ ყველაფერი წინ აქვთ, ახალგაზრდები პროგრესირებენ და "ჩელსისთან" წაგებით, ისინი ისწავლიან და გამოცდილებას მიიღებენ, თუ როგორ უნდა ითამაშონ მაღალი დონის თამაშებში, კარგია, რომ მათ შანსი მიეცათ და გაკვეთილიც მიიღეს." "მე ვამაყობ ახალგაზრდებით, ისინი მთელი მონდომებით თამაშობდნენ და არც თუ ისე ურიგოდ, იყო მცირე ჩავარდნები, პატარა გაუგებრობები ერთმანეთში თუნდაც, სკოტ ვუტონის ეპიზოდი, თუმცა ყველა ასე იწყებს და საბოლოოდ ან გამოსდით, ან არა. მე მათი მჯერა!" განაცხადა რაიანმა. უელსელი 120 წუთის განმავლობაში "იუნაიტედს" კაპიტნობდა. 38 წლის და 11 თვის კვალობაზე, ეს აშკარად საუკეთესო შედეგია, ნახევარმცველისთვის. ის კლუბს ბოლომდე ედგა გვერდში და 2 გოლის გატანაც კი შეძლო. ის მის კომენტარს ოპტიმისტური განწყობით ამთავრებს და აცხადებს, რომ იმედი აქვს ის ახალგაზრდებისგან გაუმჯობესებულ ფეხბურთს იხილავს. რაიანმა ასევე დასძინა, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში აუცილებელია გამარჯვება "არსენალის" წინააღმდეგ, რომელ მატჩსაც ის სულ მოუთქმელად ელის.