დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედის" აპირებს შეიძინოს გერმანული "ლევერკუზენის" ჩამშლელი, ნახევარმცველი ლარს ბენდერი. 23 წლის ფეხბურთელის ფასი, 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს უტოლდება და მის რეალურ მყიდველად, ორი ინგლისური კლუბი სახელდება, "იუნაიტედის" და "არსენალის" სახით. პირველად ბენდერის მიმართ ინტერესი, არსენ ვენგერმა გამოიჩინა. მას კი მოყვა სერ ალექს ფერგიუსონის დაინტერესებაც. "იუნაიტედი" ეძებს კარგ ჩამშლელს, იყო რამდენიმე ვარიანტიც, თუმცა ჯერ-ჯერობით მანჩესტერულმა კლუბმა ვერავინ ვერ ნახა. ახლა კი გამოჩდა ძალიან კარგი ვარიანტი, რომელიც არც თუ ისე იაფია. თუმცა მისი ხელში ჩაგდება ამ ფასად ღირს. "იუნაიტედზე" დიდ ინტერესს კი "არსენალი" გამოხატავს, რადგან მათ სონგის შემცვლელი ესაჭიროებათ და ყველაზე კარგი ვარიანტი, ამ მომენტისათვის მათთვის ბენდერია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაღებამდე 2 თვე რჩება და კლუბები მეტ ყურადღებას იჩენენ, რომ არ გამორჩეთ შესაძლო ტრანსფერი. როგორც ჩანს არც "იუნაიტედი" აპირებს გაჩერებას და რამდენიმე შესაძლო ტრანსფერზეა საუბარი. ყველაფერი იანვრის დასაწყისში გამოჩნდება.