თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2013, 15:05
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1836,
კომენტარები: 13
მოიესი ნანიზე
მოიესმა ნანის უნარებზე ისაუბრა..
მოიესი ნანიზე
დავიდ მოიესი ცდილობს რომ ნანის მისცეს მისი მაქსიმუმის გამოვლენის საშუალება. იგი მოხიბლულია ვინგერით მას შემდეგ რაც მან გაიტანა თავისი პირველი გოლი ამ სეზონში "ბაიერ ლევერკუზენის" წინააღმდეგ.

27 წლის ვინგერმა ასევე მოხიბლა ბოსი მისი დარტყმებით და ბევრს მუშაობს რეგურალურად თამაშისათვის მას შემდეგ რაც ნაადრევად მოაწერა ახალ კონტრაქტს ხელი.

გერმანიაში სრული მატჩის ჩატარების შემდეგ, სადაც პირველად დაეხმარა ნანი გუნდს ჩემპიონთა ლიგაში, დამსახურებულად მიიღო ქება მისი თამაშის გამო.

"მას შემდეგ რაც მე ვნახე ნანისგან, ვფიქრობ, რომ ის არის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, და მე ვიმედოვნებ, რომ ის უფრო ხშირად მოახერხებს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას თავისი შედეგებით"-განაცხადა მოიესმა.

"ვფიქრობ, რომ ბევრი მომენტი იყო იმისა, თუ როგორ კარგად ფლობდა ის ბურთს "ლევერკუზენთან" თამაშში და საბოლოოდ მან საკმაოდ კარგი ბურთი გაიტანა. ჩვენ ვცდილობთ, რომ დავანახოთ მას როგორი საჭიროა ის გუნდისთვის და მე ვფიქრობ ეს სწორედ ისაა რაც ნანის სჭირდება იმისათვის, რომ ისევ მუდმივად ითამაშოს ძირითადში და მისცეს მიზეზი ამის თქმისა:"მე ის კაცი ვარ ვისაც ამ საქმის რეგურალურად გაკეთება შეუძლია."

"და რაც ყველაზე მთავარი აღმოვაჩინე, ის ბევრს მუშაობს მისი თამაშისთვის. ის ბედნიერია, როცა აკეთებს ყველანაირ ფეხის ვარჯიშებს და მე ვფიქრობ, რომ მას აქვს შესანიშნავი უნარი გოლების გატანისა"

"მისი დარტყმები ორივე ფეხით, არის თითქმის ისეთივე კარგი, როგორც ყველასი ვინც კი ოდესმე მინახავს. ის საოცრად დაჯიდლოებულია ტალანტით, ნიჭით, შესაძლებლობებით. ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ნანი რომ ეს უფრო ხშირად დავანახოთ"
-დაასრულა ბოსმა.

ნანი იმედოვნებს, რომ ის ითამაშებს "ტოტენემთან" მატჩში, მან საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა წარსულში ლონდონელებთან, როცა გაიტანა მისი პირველი გოლი იუნაიტედისთვის 2007 წელს.

manutd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Rooney
30 ნოემბერი 2013 23:51
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
მოიესი ძალიან მაგაი დსიქოლოგია ყველაფერთან ერთდ ნახეთ ნანი როგორ მოუმატებს : ))
0
№12
ავტორი: red devil
1 დეკემბერი 2013 08:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Zizou,
getanxmebi yangmac ro itamashos kargad ese gaagmerteben imasac :D
0
№13
ავტორი: buka oboladze
1 დეკემბერი 2013 13:29
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ერთი თამაშით ვერ გავიგებთ ვერაფერს მაგრამ იმედი მომეცა მაინც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top