როგორც ESPN იტყობინება "მანჩესტერ იუნაიტედი" უახლოეს მომავალში რიო ფერდინანდს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.
რიო კიდევ 1 წელს შესძლებს გუნდში დარჩენას კონტრაქტის მიხედვით, რომლის დარღვევაც რა თქმა უნდა არასასიამოვნო შედეგებს გამოიწვევს.
ასეთი რამ იყო დიმიტარ ბერბატოვის შემთხვევაში, კლუბმა ამით ისარგებლა და ახალ დოკუმენტებს ხელი აღარ მოაწერა.
პრესაში გახმაურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ამ ზაფხულს რიო თავისუფალი აგენტი გახდება და რა თქმა უნდა ამ მცველით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის "ვესტ ჰემ იუნაიტედიც".
როგორც ამბობს ESPN-ს ანონიმური წარმომადგენელი რიოს კიდევ 1 წელზე მეტი აქვს, რომ მოაგვაროს დოკუმენტების პრობლემა.
"ხელშეკრულების მიხედვით რიოს კიდევ 2 წელი აქვს. ეს ხელშეკრულებაში რაღაც დეტალების გამო მოხდა" - განაცხადა ESPN-ს წარმომადგენელმა.