თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2013, 00:57
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2240,
კომენტარები: 11
დღეს "იუნაიტედის" ლეგენდის დაბადების დღეა
ამ დღეს უელსში დაიბადა ადამიანი, რომელმაც სრულიად შეცვალა "იუნაიტედის" ისტორია...
დღეს
დღეს 40 წელი შეუსრულდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას, რაიან გიგზს.

რაიანის დებიუტი გუნდში შედგა 1991 წლის 2 მარტს, საშონაო მატჩში "ევერტონის" წინააღმდეგ. მას შემდეგ ის უკვე 22 წელზე მეტია დაუღალავად ემსახურება "წითელ ეშმაკებს". გიგზი - ის მეტია, ვიდრე ფეხბურთელი და ის ღირსეულად ატარებს დიდებული კლუბის ლეგენდის სახელს. გიგზი ისეთი ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ყოლასაც გუნდში ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა. დღესდღეობით ის არის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი "პრემიერ ლიგაში" და მხოლოდ მან მოახერხა 1992 წლიდან ყველა ტიტულის მოგება "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად.

რაიანის ანგარიშზე 34 საკლუბო მედალია, მათ შორის არის 13 პრემიერ ლიგის, 4 ინგლისის თასის, 5 ლიგის თასის, 2 ევროპის ჩემპიონის თასი, სუპერთასის და კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის. ამის გარდა მას აქვს უამრავი პირადი ჯილდო, ის პრემიერ ლიგის რეკორდსმენია მოგებული თასებით და საუკეთესო ასისტენტია ლიგის ისტორიაში. გიგზი - ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც პრემიერ ლიგის ყველა სეზონში და ჩემპიონთა ლიგის მიყოლებით 11 სეზონში აქვს გოლი გატანილი. ყველაფერ ამასთან ერთად ის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერია.

"მე იქამდე ვითამაშებ ფეხბურთს, სანამ მისგან სიამოვნებას მივიღებ" - რაიან გიგზი.

Redarmy-ს სახელით მთელი გულით ვულოცავ დაბადების დღეს დიდ უელსელს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას ცხოვრების ყველა ასპექტში.

სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: hegemonex
30 ნოემბერი 2013 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
aman rekordi unda daamyaros da yvelaze gvian unda wavides fexburtidan :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top