თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2013, 19:42
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2404,
კომენტარები: 12
"იუნაიტედის" ლეგენდა ბილი ფოულკსი გარდაიცვალა
81 წლის ასაკში "იუნაიტედის" ლეგენდარული კაპიტანი დაიღუპა
"მანჩესტერ იუნაიტედი" მწუხარებით იუწყება, რომ ლეგენდარული ცენტრალური მცველი ბილი ფოულკსი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ბილის წვლილი - 700-მდე მატჩი და კლუბში გატარებული 20 წელი არასოდეს იქნება დავიწყებული. კლუბში ყველა - შტაბი, ფეხბურთელები, გულშემატკივრები ბილის ოჯახის გვერდით ვართ." - განაცხადა ედ ვუდვარდმა.

ფოულკსი კლუბს 1950 წელს შეუერთდა და მისი დებიუტი ორი წლის შემდეგ, "ლივერპულთან" მატჩში შედგა. ბილი გადაურჩა 1958 წლის მიუხენის კატასტროფას, კლუბის მაისურით ჩაატარა 688 შეხვედრა 18 სეზონის განმავლობაში. ამ მხრივ, მხოლოდ სამ მოთამაშეს აქვს მასზე უკეთესი შედეგი - რაიან გიგზს, სერ ბობი ჩარლტონს და პოლ სქოულზს.

საინტერესოა, რომ 1957-58, 1959-60, 1963-64 და 1964-65 წლების სეზონებში ბილი ფოულკსმა ინგლისის ჩემპიონატის უკლებლივ ყველა შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა, 1964-65 წლების სეზონში სულაც პირადი რეკორდი დაამყარა: 60 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა! კარიერის დასრულების შემდეგ, 1970-1975 წლებში ბილი ფოულკსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა.

უილიამ ენტონი ფოულკსი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1956, 1957, 1965, 1967
ინგლისის თასი - 1963
ინგლისის სუპერთასი - 1956, 1957, 1965, 1967
ჩემპიონთა თასი - 1968

"იუნაიტედის" ლეგენდა ფილი ფოულკსი გარდაიცვალა

"იუნაიტედის" ლეგენდა ფილი ფოულკსი გარდაიცვალა
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
26 ნოემბერი 2013 04:18
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Natelshi iyos misi suli, did fexburts tamashobda im did gundshi. Ratqmaunda ar maqvs misi tamashi nanaxi magram guli dameyda
0
№12
ავტორი: NeymaR
26 ნოემბერი 2013 16:28
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ნათელში იყოს ბილის სული :((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top