თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2013, 07:36
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2699,
კომენტარები: 13
იანვარში ტრანსფერები იქნება
დავიდ მოიესი მზად არის, იანვარში ფეხბურთელები იყიდოს
იანვარში ტრანსფერები იქნება
"მანჩესტერ იუნაიტედი" მთავარი მწვრთნელი არ გამორიცხავს იმას, რომ კლუბმა ზამთარში ახალი ფეხბურთელები დაიმატოს გუნდის გასაძლიერებლად. შოტლანდიელის თქმით, ის მზად არის ახალი ტალანტები იყიდოს. თუმცა სპეციალისტი ასევე თვლის, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გუნდის სახეს ვერ შეცვლის.

"ეს კლუბი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ ჩვენ ყოველთვის ახალ პერსპექტივებზე ვფიქრობთ. მე იმ შემადგენლობას ვაწყობ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე და პრემიერ-ლიგაზე 4-5 წელი წარმატებულად იასპარეზებს."

"საუკეთესო შემადგენლობის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ერთი სატრანსფერო ფანჯრით, ძნელია რამის შეცვლა გუნდში. ამისთვის კი საჭიროა ორი, სამი ან კიდევ ოთხი სატრანსფერო ფანჯარა."

"ბევრი ამბობს, რომ იანვარში ბევრი რამის შეცვლაა შესაძლებელი და ბევრი პრობლემის გადაწყვეტა, ეს აბსოლუტური სიცრუეა."

"მე არ მითქვამს, რომ იანვარში ვინმეს არ ვიყიდით. ისეთი ფეხბურთელების ყიდვას შევეცდებით, რომლებიც ჩვენს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. მეორე შემთხვევაში კი დაველოდებით ზაფხულს." - განაცხადა მოიესმა Goal-თან.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: love united
25 ნოემბერი 2013 20:10
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ესენი სულ ესე ამბობენ და ბოლოს ვრჩებით იმედგაცრუებულები :დ
0
№12
ავტორი: Malboro463
25 ნოემბერი 2013 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
თუ გინდა ვაფშე ვინმე არ იყიდო წესიერი ფეხხბურთი ათამშე გუნდს და შედეგი დადე
0
№13
ავტორი: MANUTD FAN.
26 ნოემბერი 2013 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
კარგი იქნება ერთი ნახევარმცველი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top