თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2013, 18:35
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1982,
კომენტარები: 14
ზაჰასთვის ხუთი გუნდი იბრძოლებს
იანვარში ზაჰასთვის ხუთი "პრემიერ ლიგის" გუნდი იბრძოლებს
ზაჰასთვის ხუთი გუნდი იბრძოლებს
გავრცელებული ხმების მიხედვით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერისთვის, უილფრიდ ზაჰასთვის ხუთი "პრემიერ ლიგის" გუნდი იბრძოლებს.

21 წლის ინგლისელი უკვე დაუკავშირეს "ნიუკასლს", სადაც ის შეძლებს სათამაშო დროის მიღებას, რაც "იუნაიტედში" აკლია. თუმცა ცნობილი გახდა, რომ ალან პარდიუსთან ერთად მისთვის კიდევ 4 ინგლისის უამღლესი დივიზიონის გუნდი იბრძოლებს.

The Sun-ის ინფორმაციით ინგლისის 21 წლის ნახევარმცველისთვის იბრძოლებენ "სუონსი", "ასტონ ვილა", "ვესტ ბრომვიჩი" და "კარდიფი".

უილფრიდ ზაჰა გახდა ფერგიუსონის ბოლო ტრანსფერი, ის "იუნაიტედმა" გასულ ზამთარში შეიძინა 12 მილიონ ფუნტად და არენდის წესით ნახევარი სეზონი დაჰყო "კრისტ პალასში".

მან შესანიშნავად იასპარეზა "ჩემპიონშიფში" და დაეხმარა "კრისტალ პალასს" "პრემიერ ლიგაში" გადმოსასვლაში. მისი დებიუტი წითელი მაისურით შედგა აგვისტოში "სუპერ თასის" მატჩში. თუმცა ამის შემდეგ მან მხოლო ერთხელ მოახერხა "იუნაიტედის" შემადგენლობაში მოხვედრა, "ლიგის თასის" მატჩში "ნორვიჩის" წინააღმდეგ.

"წითელი ეშმაკების" მენეჯერმა განაცხადა, რომ ზაჰა ჯერ არაა მზად ძირითად გუნდში რეგულარულად გამოსასვლელად, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი არენდით გაშვების ალბათობას.

ახალგაზრდა ვინგერმა მოახერხა რამდენიმე მატჩის ჩატარება გარეთ საუზგეითის გაწვრთნილ 21-წლამდელთა ნაკრებში. აღსანიშნავია, რომ მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ფინეთთან მატჩში, რომელიც ინგლისელთა გამარჯვებით, 3-0 დასრულდა.

წყარო: Mirrors.co.uk
სიახლეები
14 კომენტარი
№11
ავტორი: love united
19 ნოემბერი 2013 22:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა კაცს არ ათამაშებს დევიდი..
0
№12
ავტორი: BERDI
19 ნოემბერი 2013 22:52
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
არენდით გაუშვან თუ მაინც და მაინც რა ძალიან მაგარია ზაჰა და არ იყენებს მოიესი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№13
ავტორი: Goginashvili777
20 ნოემბერი 2013 12:15
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
აუ ეს არენდით სუონსი სითიში მაგრად გაასწორებს :))))
აი ნახეთ თუ მაგრად არ იბურთავოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№14
ავტორი: red devil
20 ნოემბერი 2013 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჯობია გავუშვათ სათამაშო დრო ექნქბა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top