თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2013, 14:38
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2059,
კომენტარები: 13
გმირები, რომლებიც ჩვენს შორის არიან
გთავაზობთ 5 ფეხბურთელს, რომელთაც შეუძლიათ "იუნაიტედს" ჩემპიონობა შეუნარჩუნონ.
გმირები, რომლებიც ჩვენს შორის არიან
გუნდიდან სერ ალექს ფერგიუსონის წასვლამ და ახალი მწვრთნელის, დევიდ მოიესის დანიშვნამ საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად "იუნაიტედი" კლავ იბრძვის ჩემპიონობისთვის. 11 მატჩიდან 4 წაგებით და ლიდერთან ხუთ ქულიანი სხვაობით, "იუნაიტედი", ბევრის აზრით, ვეღარ განაგრძობს ჩემპიონობისთვის ასპარეზს, თუმცა გთავაზობთ მიზეზს თუ რატომ შეუძლია ამ გუნდს ჩემპიონის ტიტულის დაცვა. მიზეზ(ებ)ი კი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც დღეს "იუნაიტედის ღირსებას იცავენ.

1) შინჯი კაგავა
გმირები, რომლებიც ჩვენს შორის არაინ

იაპონელი გერმანული გრანდიდან, დორტმუნდის "ბორუსიიდან" გადმოვიდა "იუნაიტედში" გასულ წელს, თუმცა სერ ალექსის ხემლმძვანელობის დროს იგი ნაკლებად ეფექტური გახდლათ. წლევანდელი სეზონის დასაწყისში კი, კაგავა მხოლოდ სათადარიგო შემადგენლობაში ხვდებოდა. საბოლოოდ, იაპონელმა მოახერხა და თავი ნელ-ნელა დაიმკვირდა დევიდ მოეისის სასტარტო თერთმეტეულში. მატჩის დროს, კაგავას გადაადგილება და სწორი პოზიციების შერჩევა "იუნაიტედის" შეტევას საგრძნობლად აძლიერებს, რაც მიგვითითებს იმაზე რომ სწორედ იაპონელის დამსახურებით იქმნება საგოლე მომენტები მეტოქის კარის მიმართულებით. იგი შესანიშნავად ატყუებს მცველებს და შეტევისთვის ადგილს უტოვებს უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის, რომელთა დუეტიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.


2) ადნან იანუზაი
გმირები, რომლებიც ჩვენს შორის არაინ

ახალგაზრდა ბელგიემა შესანიშნავი სადებიუტო თამაში შესთავაზა "იუნაიტედის" გულშემატკივრებს, როდესაც დუბლი შეასრულა "სანდერლენდთან" მატჩში და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. მას შემდეგ ადნანს არ ჰქონია საშუალება რომ მსოფლიო ხელახლა აელაპარაკებინა მის ნიჭზე, მაგრამ ფაქტია რომ, იგი თამაშიდან თამაშამდე "იზრდება" და თავდაჯერებულობას მატებს საკუთარ თავს. ეს უკანასკნელი ოქტომრბის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. თუ ბელგიელი განაგრძობს ამ ტემპით თამაშს მთელი სეზონის განმავლობაში, მაშინ იგი ნამდვილად გაამართლებს იმ ვარაუდს, რომლითაც მიჩნეულია იგი მომავალ კრიშტიანო რონალდოდ.


3) უეინ რუნი
გმირები, რომლებიც ჩვენს შორის არაინ

დაუჯერებელია, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს ზაფხულის მოვლენები, როდესაც რუნის გუნდიდან წასვლაზე უამრავი რამ იწერებოდა, მაგრამ თავად მან ეს ყველაფერი წარსულში მოიტოვა და კლუბსა თუ ნაკრებში აქამდე არნახულ თამაშის ხარიხს გვთავაზობს. იგი განუწყვეტლივ გადაადგილდება მოედნის ერთი ნაწილიდან მეორეში და მთლიანად ჩართულია ყოველ მატჩში. გარდა გაწეული შრომისა, მას საგოლე გადაცემების და გოლების გატანაც მშვენივრად გამოდის და თუ "შრეკი" ასეთი შემართებით განაგრძობს თამაშს, სავარაუდოა რომ მთლიანი კარიერის მას საუკეთესო სეზონი ექნება ამ წელს.


4) ფილ ჯონსი
გმირები, რომლებიც ჩვენს შორის არაინ

"ბლექბერნ როვერსის" ყოფილი "ბიჭუნა" გუნდში 3 წლის წინ ჩაირიცხა. მის ტრანსფერში გადახდილია 17 მილიონი, რომელმაც ბევრი კრიტიკოსის ყურადღება მიიქცია. საინტერესო იყო, გაამართლებდა თუ არა იგი გაცემულ ავანსებს... მოგეხსენებათ რომ, 18 წლის მცველში 17 მილიონის გადახდა სარისკოა, თუმცა ფილი სერ ალექს ფერგიუსონის მორიგი აღოჩენა გახლავთ და დღეს იგი გულშემატკივრებს თავისი სტატუსით - მისტერ მრავალფეროვნებით აწონებს თავს. დროთა განმავლობაში ჯონსი ძალიან მიუახლოვდა სრულყოფილ ფეხბურთელს. მეტიც, იგი ნახევარდაცვაშიც მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, რომელიც ნათლად გამოჩნდა "არსელანთა" მატჩში, სადაც ფილმა ჯერ მესუთ იოზილი დაჩრდილა, ხოლო შემდეგ კი არსენალის მთავარი "დამტყმელი" ძალა - ოლივიე ჟირუ. ჯონსი მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტონობა ხვდება წილად.


5) დავიდ დე ხეა
გმირები, რომლებიც ჩვენს შორის არაინ

ესპანელი კიპერი ბრწყინვალე სეზონს ატარებს "იუნაიტედის" შემადგნელობაში. დღეს იგი მიჩნეულია ერთ-ერთ "ფაქტორად", რომელსაც დიდი წარმატება მოაქვს გუნდისთვის, მაგრამ სადებიუტო სეზონში იგი ხშირად იყო კრიტიკოსების განკითხვის საგანი. მეტიც, ვარაუდობდნენ რომ დე ხეა პრემიერ ლიგას ვერ შეეწყო და უახლოეს მომავალში გუნდს დატოვებდა, მაგრამ დავიდის მიერ ჩატარებულმა მატჩების ხარისხმა კრიტიკოსები დაადუმა და იგი "იუნაიტედის" ნომერ პირველ მეკარედ რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მან ასეთ დონეზე, ტრავმებისგან თავის არიდებით, განაგრძო ასპარეზი იგი სულ მალე გახდება "იუნაიტედის" გავლენიანი მეკარე, ისეთი როგორიც პიტერ შმეიხელია.

წყარო: WeAllfollowUnited
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Red Hooligan
19 ნოემბერი 2013 23:38
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
კაგავა ? პერსი თუარა კარიკი მაინც უნდა ჩაგესვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№12
ავტორი: gio(kosheichi)
20 ნოემბერი 2013 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
kagava gyavt rada keriki arada saertod vanpersisro ar chasvaven sircxvilia

kagava gyavt rada keriki arada saertod vanpersisro ar chasvaven sircxvilia

kagava gyavt rada keriki arada saertod vanpersisro ar chasvaven sircxvilia
0
№13
ავტორი: BERDI
21 ნოემბერი 2013 23:51
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
dankrati,
ეს მუდამ პერსპეკტიული და ოპტიმისტი მე_8 ადგილოსნები ნახეე რა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top