თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2013, 11:10
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2539,
კომენტარები: 12
Sir David Beckham (?)
"იუნაიტედის" ლეგენდა შესაძლოა წოდებით რაინდი გახდეს.
Sir David Beckham (?)
"წითელი ეშმაკუნების" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ვარსკლავი სავარაუდოდ 2014 წლის დასაწყისში რაინდის წოდებას მიიღებს, ვინაიდან და რადგანაც იგი წარდგენილია იმ ადამიანთა სიაში, რომელთაც დედოფალი რაინდობას მიანიჭებს. უცნობია სერ ალექსი მოხარული იქნება ამ ფაქტით თუ არა, მაგრამ დიდი ალბათობით დივიდი რაინდი გახდება, მას შემდეგ რაც პრინცი უილიამი ცერემონიალს გამართავს.

მანამდე კი, სანამ ბექჰემს მხარზე ხმალს მიაბჯენენ, სამეფო წარმომადგნლები მის ბიუჯეტს გადახედავენ. მიჩნეულია, რომ ბექჰემი ფლობს 100 მილიონზე მეტ ქონებას. ასე რომ ამ მაჩვენებლით ამ უკანასკნელს პრობლემები არ აქვს. ასევე უნდა ვთქვათ, რომ თუ დევიდმა მიიღო რაინდის წოდება მაშინ 39 წლის ყოფილი მომღერალი, ვიქტორია ბექჰემი ლედი გახდება.

გიყვართ თუ გძულთ ბექჰემი, მან ინგლისური და არა მარტო ინგლისური ფეხბურთისთვის ბევრი რამ გააკეთა. არ დავივიწყოთ ისიც, რომ მას პატივი ერგო ლონდონის ოლიმპიადის გახსნისა. აღსანიშნავია ისიც, რომ 38 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და კვლავ აქტიურად განაგრძობს უმწოეთა დახმარებას.

ერთად ვუსურვოთ დევიდს დამსახურებული ჯილდოს მოპოვება და დაველოდოთ განვითარებულ მოვლენებს.

WeAllFollowUnited
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
14 ნოემბერი 2013 22:22
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
სერ დევიდ ბექჰემ love
0
№12
ავტორი: red devil
15 ნოემბერი 2013 07:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sir david beckham :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top