თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2013, 15:26
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2341,
კომენტარები: 11
მოესი: პერსი-რუნის წყვილი საუკეთესოა მსოფლიოში
დევიდ მოიესმა "იუნაიტედის" თავდასხმის ხაზზე ისაუბრა
მოესი: პერსი-რუნის წყვილი საუკეთესოა მსოფლიოში
დევიდ მოიესი თვლის, რომ რობინ ვან პერსი - უეინ რუნის წყვილი საუკეთესოა მსოფლიოში და არა მხოლოდ "პრემიერ ლიგაში".

"ამ მომენტში ვან პერსი - რუნის დუეტი აღემატება ნებისმიერ წყვილს მსოფლიოში, ლაპარაკი არაა მხოლოდ ინგლისზე. ისინი საუკეთესოები არიან, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან და დაბადებულები არიან იმისათვის, რომ გაიტანონ გოლები." - გადმოგვცემს დევიდ მოიესის სიტყვებს mirror.co.uk.

"სეზონის დასაწყისში ვთქვი, რომ ფეხბურთელები ხშირად იღებენ ტრამვებს, ამიტომ ბევრი ფეხბურთელი მიიღებს თავის წარმოჩენის შანსს. შეხედეთ ჩიჩარიტოს. ის პრაქტიკულად ყოველთვის იტანს, როცა მოედანზე გამოდის. დენი ითვლება ინგლისის ნაკრების ძირითად ფეხბურთელად. რომ არა ტრამვა ის ძალიან დაგვეხმარებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩიჩარიტო და დენი დიდ როლს ითამაშებენ ჩვენს გუნდში."

"ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ ორი თავდამსხმელი მთელი სეზონის განმავლობაში. ჩვენ რთული გრაფიკი გვაქვს, რომელშიც შედის ჩემპიონატის მატჩები, "ჩემპიონთა ლიგა" და შიდა თასები. ყველა ფეხბურთელს ექნება საკმარისი დრო."


წყარო: Redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
2 ნოემბერი 2013 21:50
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
დუეტი ბაზარიარაა, ამაზე მაგარი დუეტია ნამდვილად არარის მსოფლიოშიც კი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top