თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2013, 18:54
ავტორი: Esi,
ნანახია: 2973,
კომენტარები: 30
იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
უბრალოდ ჭორები,თუ დევიდ მოიესის ახალი გეგმები კლუბში?!
იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
ბოლო პერიოდში რამდენიმე ცნობილი ბრიტანული თუ არაბრიტანული გამომცემლობები თითქმის ყოველდღე წერენ იმის შესახებ,რომ იუნაიტედი ამა თუ იმ ფეხბურთელით არის დაინტერესებული.ნელ-ნელა კი საქმე იქამდე მივიდა,რომ იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდა.დევიდ მოიესი მოგეხსენებათ ახალი მოსულია კლუბში,მაგრამ ის სავარაუდოდ გუნდში „წმენდას“ ჩაატარებს.მან უკვე რამდენიმე ფეხბურთელის გაშვების შესახებაც კი განაცხადა.დაინტერესებულთა სია კი ყოველ დღე იზრდება.შეიძლება თქვენ არც კი გაგიგონიათ ამა თუ იმ ფეხბურთელის სახელი და გვარი,ან სულაც გაგიგიათ,მაგრამ მისი თამაში არ გაქვთ ნანახი,მაგრამ ფაქტია,რომ თქვენი საყვარელი კლუბი ამ ფეხბურთელებით დაინტერესდნენ.სხვა საქმეა,რამდენად გამართლებული ან სიმართლესთან ახლოსაა ესა თუ ის ჭორი,ან ახალი ამბავი.

ეჭვქვეშაა ინგლისელი ვინგერის ეშლი იანგის იუნაიტედში დარჩენის საკითხი.რამდენიმე თვის წინ დევიდ მოიესმა განაცხადა,რომ კლუბი შეიძლება იანგმა დატოვოს.ასევე ეჭქვეშაა ბრაზილიელი ოლივეირა ანდერსონის დარჩენის საკითხი,რადგან კლუბმა ის 8 მილიონ ევროდ შეაფასა,სავარაუდოდ ის კლუბს ახლო მომავალში დატოვებს.დორტმუნდის ბორუსიამ კი თავისი ყოფილი ფეხბურთელის იაპონელი შინჯი კაგავას უკან დაბრუნება განიძრახა და თუ IB Times-ს დავუჯერებთ,მაშინ იუნაიტედი მზადაა იაპონელი ნევან სუბოტიჩის ტრანსფერში ჩართოს.რამდენიმე კვირის წინ Metro-მ განაცხადა,რომ დევიდ მოიესი,სავარაუდოდ მექსიკელ თავდამსხმელს ხავიერ ერნანდესს,იგივე ჩიჩარიტოს გაყიდვას აპირებდა,მაგრამ ბოლო მატჩებით თუ ვიმსჯელებთ,მაშინ მოიესი ამ ტრანსფერს უმალვე ამოიგდებდა თავიდან.და ბოლოს,არადა არ ეშვება ჟოზე მოურინიო უეინ რუნის. Metro იტყობინება,რომ ჩელსი მზადაა ზამთარში იუნაიტედს რუნის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზოს.
რამდენიმე სიტყვით მოგახსენეთ რა ხდებოდა იუნაიტედის შიდა სამზარეულოში,ახლა კი უფრო ვრცლად ვისაუბრებ იმ ფეხბურთელებზე,რომლითაც იუნაიტედია დაინტერესებული.

იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:ლეიტონ ბეინსი
კლუბი:ევერტონი
პოზიცია:მარცხენა მცველი
სავარაუდო ფასი:£15-24 მილიონი


The Express-ის თმით იუნაიტედი კვლავ ჯიუტად განაგრძობს ლეიტონ ბეინსის შეძენას.მოგეხსენებათ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბები ფასზე ვერ შეთანხმდნენ და ეს ტრანსფერიც არ შესდგა.როგორც ჩანს მოიესი ისევ მიუბრუნდა ინგლისელ მცველს და მის შეძენას ზამთარში შეეცდება.პატრის ევრა უკვე ასაკშია და ისეთ ფორმაში ვერაა როგორიც ეს წლების წინ იყო და სწორედ ამიტომაც უნდა დევიდს ბეინსის ყიდვა.რაღა თქმა უნდა თვითონ ბეინსიც უარს ვერ იტყვის ასეთი კლუბისგან შემოთავაზებას.რამდენიმე წელია უკვე პრემიერ ლიგაში ბეინსი საუკეთესო მარცხენა მცველადაა აღიარებული.შესანიშნავი დრიბლინგის პატრონია,ასევე ძალიან კარგ გადაცემებს აკეთებს და რაც ყველაზე მნიშნველოვანია,საუცხოოდ ასრულებს სტანდარტულებს.



იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:ფაბიო კოენტრაო
კლუბი:მადრიდის რეალი
პოზიცია:მარცხენა მცველი
სავარაუდო ფასი:იჯარა ან £12 მილიონზე მეტი


პორტუგალიელი მცველი ძალიან ახლოს იყოს ზაფხულში გადასულიყო იუნაიტედში იჯარის წესით,მაგრამ მადრიდის რეალმა ამ ფეხბურთელის გასხვისება არ მოისურვა.დევიდ მოიესი კი თავის მხრივ განაგრძობს მარცხენა მცველის ძიებას.ამ დაინტერესებებიდან ერთი რამ შეიძლება ითქვას,რომ იუნაიტედი ამ ზამთარში მარცხენა მცველს შეიძენს.რაც შეეხება კოენტრაოს,ის ბეინსზე ახალგაზრდაა.მსგავსად ინგლისელისა მასაც ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს.ასევე ფაბიო კოენტრაოთი იუვენტუსი და მონაკო არის დაინტერესებული.



იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:ლუკ შოუ
კლუბი:საუთჰეპტონი
პოზიცია:მარცხენა მცველი
სავარაუდო ფასი: £25 მილიონი


ესეც მესამე მარცხენა მცველი,რომლითაც იუნაიტედი ინტერესდება.ახალგაზრდა ინგლისელმა მარცხენა მცველმა უკვე მიიპყრო რამდენიმე გრანდის ყურადღება.მათ შორის ლონდონის ჩელსიმაც,რომელსაც ლუკ შოუ ეშლი კოულის შემცვლელად სურს.მაგრამ 18 წლის მცველის შეძენას აქტიურად ცდილობს იუნაიტედიც.სავარაუდოდ ეს უკანასკნელი ზამთარში საუთჰეპტონს ამ ტრანსფერის შესახებ უკვე ოფიციალურად მიმართავს.



იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:ეზეკიელ გარაი
კლუბი:ბენფიკა
პოზიცია:ცენტრალური ნახევარმცველი
სავარაუდო ფასი: £12m


რამდენიმე თვის წინ ბრიტანულ პრესაში გამოქვეყნდა არგენტინელი მცველის ინტერვიუ,სადაც ის აღნიშნავდა,რომ ახლოს იყო იუნაიტედთან,მაგრამ ეს ტრანსფერი დევიდ მოისმა დაბლოკა.მაგრამ,როგორც The Mirror-ი იუწყება,იუნაიტედი კვლავ მიუბრუნდა ეზეკიელ გარაის ტრანსფერს.ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია,რომ მანჩესტერ იუნაიტედის ძირითადის მცველები,ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი საშინელ ფორმაში არიან,ასევე ისიც უნდა აღინიშნოს,რომ ორივე ზემოდხსენებული უკვე ასაკშია.ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი რა გასაკვირია,რომ მოიესი ცენტრალურ მცველს დაეძებს.მაგრამ ისურვებს თუ არა არგენტინელი იუნაიტედში გადმოსვლას იმის შემდეგ,რაც მოიესსმა იუარა ის,ეს უკვე თვითონ ფეხბურთელის სურვილზე იქნება ალბათ დამოკიდებული.



იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:ელიაქუიმ მანგალა
კლუბი:პორტო
პოზიცია:ცენტრალური მცველი
სავარაუდო ფასი: £25 მილიონი


ფეხბურთელი უკვე მოექცა გრანდების თვალთახედვის არეში,მათ შორის ლონდონის ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედის.ლონდონელებს ის ჯონ ტერის შემცვლელად სურთ.The Express-ს თუ დავუჯერებთ,მაშინ კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს შეელიოს ამ ფეხბურთელს,მაგრამ როგორც ისინი აცხადებენ ყველაზე ახლოს ამ ფეხბურთელის შეძენის არის ფრანგული კლუბი მონაკო,რომელმაც სენტ ეტიენისდან კურტ ზუმას შეძენა ვერ მოახერხა და მანგალას ტრანსფერზე გადაერთო.



იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:ჰარი მაგუაირი
კლუბი:შეფილდ იუნაიტედი
პოზიცია:ცენტრალური მცველი
სავარაუდო ფასი: £4 მილიონი


ალბათ ცოტას თუ გეცნოთ ამ ფეხბურთელის სახელი და გვარი,მაგრამ ის უკვე მოექცა დევიდ მოიესის ყურადღების ცენტრში.მაგუაირი შეფილდ იუნაიტედში თამაშობს,კლუბმა ის £4 მილიონად შეაფასა.მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს დევიდ მოიესს სურს,რომ შეიძინოს ეს ფეხბურთელი.The Mail-ის თქმით,მაგუაირი იუნაიტედში სავარაუდოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავა.



იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:მაიკლ გონსალვესი
კლუბი:ბაზელი
პოზიცია:მარჯვენა მცველი
სავარაუდო ფასი:£5 მილიონი


იუნაიტედის დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფეხბურთელი რაფაელ და სილვაა,მაგრამ კრის სმოლინგსა და ფილ ჯონს შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში და ისინი ხშირად ცვლიან ხოლმე ბრაზილიელს,მაგრამ მარჯვენა ფლანგი არც ერთის საქმე არ არის,ისინი ცენტრალური მცველები არიან.სწორედ ამიტომ დევიდ მოიესმა გადაწყვიტა შეიძინოს მარჯვენა მცველი და თვალი ბაზელის ფეხბურთელ მაიკლ გონსალვესს დაადგა.ეს ვარიანტი კი შეიძლება ითქვას იდეალურია,რადგან რაფაელსაც ეყოლება სკამზე შემცვლელი და თან იაფიცაა.კლუბმა ის £5 მილიონად შეაფასა.


იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:ანდერ ერერა
კლუბი:ბილბაო ატლეტიკი
პოზიცია:ცენტრალური ნახევარმცველი
სავარაუდო ფასი: £30.5 მილიონი


ფეხბურთელი,რომელიც ერთ-ერთი სამიზნე იყო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ფეხბურთელი იუნაიტედში არ გადმოვიდა.პრესაში კი რამდენჯერმე დაიწერა,რომ ესპანელ ნახევარმცველს იუნაიტედი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძენს და მეტიც კლუბებმა უკვე თითქმის ყველაფერი შეათანხმესო,მაგრამ ეს ჭორის დონეზეა.დევიდ მოიესს,როგორც ჩანს სურს ისეთი ნახევარმცველი,რომელიც ნახევარდაცვის ცენტრში,ყველა პოზიციაზე კრეატიული და პროდუქტიული იქნება.თავის მხრივ ბილბაო მზადაა შეელიოს ფეხბურთელს,თუ ისინი კარგ წინადადებას მიიღებენ მსურველი კლუბისგან.



იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:უილ ჰიუსი
კლუბი:დერბი ქაუნთი
პოზიცია:ცენტრალური ნახევარმცველი
სავარაუდო ფასი:£15 მილიონი


კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა იუნაიტედის რადარზე.ამჯერად ფეხბურთელი დერბი ქაუნთის ღისებას იცავს,მაგრამ როგორც თვითონ ფეხბურთელმა განაცხადა ის ბავშვობიდანვე ლივერპულის ფანი გახლავთ.
The Manchester Evening News-ის ჟურნალისტი სტიუარტ მატიენსონი იმედოვნებს,რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი იუნაიტედის სასიკეთოდ გააკეთებს არჩევანს,რადგან ის პოტენციალით ძალიან ჰგავს ნიკ პაუელს და ისინი ერთად შესანიშნავ დუეტს შექმნიან მომავალში.




იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:ტენდაი დარიკვა
კლუბი:ჩესტერფილდი
პოზიცია:ცენტრალური ნახევარმცველი
სავარაუდო ფასი:£1.5 მილიონი


მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი თვითონ დაესწრო ამ უკანასკნელის თამაშს.ჟურნალისტმა მაიკ კელვინმა განაცხადა,რომ დევიდ მოიესი განეკუთვნება იმ მცირე რიცხვოვანთა მწვრთნელების ჯგუფს,რომლებიც ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშს თვითონვე ადევნებენ თვალს.ჯერ კიდევ ევერტონში ყოფნისას სურდა მოიესს,რომ დარიკვა ეყიდა.ახლა ის იუნაიტედის მწვრთნელია,მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობს ამ უკანასკნელის შეძენას.



იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:რემი კაბელა
კლუბი:მონპელიე
პოზიცია:ცენტრალური ნახევარმცველი
სავარაუდო ფასი:£15 მილიონი


თუ Metro-ს დავუჯერებთ,მაშინ ფრანგული კლუბი მონპელიე მზადაა გაყიდოს კაბელა 15 მილიონ ევროდ.ამ უკანსკნელით კი მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული.ფრანგმა შემტევმა ნახევარმცველმა კი 2011 წელს ლიგა ერთი მოიგო კლუბთან ერთად.მოიესი მის შეძენას ევერტონშიც ცდილობდა.



იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:კოკე
კლუბი:მადრიდის ატლეტიკო
პოზიცია:ცენტრალური ნახევარმცველი
სავარაუდო ფასი:£18 მილიონი


ახალგაზრდა ესპანელმა ნახევარმცველმა უკვე მოახერხა,რომ გრანდების ყურადღება მიეპყრო.მან ძალიან კარგად დაიწყო ლა ლიგის მიმდინარე სეზონი და მეტიც ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა,რომ თუ ის ასეთივე ტემპით გააგრძელებს განვითარებას და თამაშს,მაშინ დიდი შანსია,რომ კოკე ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილოთო.მოგეხსენებათ ზაფხულში დევიდ მოიესმა ვერ მოახერხა ეყიდა ტიაგო,ფაბრეგასი და ერერა,მაგრამ ის ახლა ეცდება,რომ ზამთარში შეიძინოს კოკე.



იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:მირალემ პიანიჩი
კლუბი:რომა
პოზიცია:შემტევი ნახევარმცველი
სავარაუდო ფასი:£25 მილიონი


რომას ბოსნიელი შემტევი ნახევარმველი ერთ-ერთ ძალზედ პროგრესირებად ფეხბურთელად მიიჩნევა ევროპაში.ის 2011 წელს გადავიდა სერია ა-ში და უკვე რამდენიმე კლუბი აქტიურად აკვირდება მას.მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედიც.დევიდ მოიესი მზადაა ამ უკანასკნელში £25 მილიონი გადაიხადოს იანვარში.თავის მხრივ კი რომა ყველაფერს აკეთებს იმისათვის,რომ ფეხბურთელი შეინარჩუნოს,რადაც არ უნდა დაუჯდეს,რადგანაც რომა ამ სეზონში მარალი მიზნებისთვის ბრძოლობს.



იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:უესლი სნეიდერი
კლუბი:გალათასარაი
პოზიცია:შემტევი ნახევარმცველი
სავარაუდო ფასი: £12 მილიონი


სნეიდერისადმი იუნაიტედის ინტერესი კვლავ გრძელდება.უკვე წლებია,რაც იუნაიტედს ჰოლანდიელი სურს,მაგრამ ეს ტრანსფერი სურვილადვე რჩება.მაგრამ ეს ტრანსფერი ახლა ყველაზე რეალურია,რადგანაც კლუბსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოებაა.მოგეხსენებათ ჰოლანდიასა და თურქეთის ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში სნეიდერმა მეორე გოლი გაუტანა თურქებს,რის გამოც გალათასარაის პრეზიდენტი გაუნაწყენდა სნეიდერს.




იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა!
სახელი:რობერტ ლევანდოვსკი
კლუბი:დორტმუნდი
პოზიცია:თავდამსხმელი
სავარაუდო ფასი:£7 მილიონი


რამდენიმე თვის წინ პრესაში გავრცელდა ხმები,რომ რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის ბაიერნში გადავიდა,მაგრამ ეს ყველაფერი თვითონ ფეხბურთელმა უარყო.მან სურვილი გამოთქვა,რომ თუ მას მოუწევს დორტმუნდის დატოვება,მაშინ ის მოხარული იქნება,რომ გადავიდეს ინგლისის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე,რომელიმე გრანდში.ამის შემდეგ კი ამ ფეხბურთელს იუნაიტედსა და სიტის უკავშირებდნენ.როგორც Daily Star-მა განაცხადა,ფეხბურთელის საწყისი ფასი 7 მილიონი ევროა,რაც ასეთი დონის ფეხბურთელისთვის ძალიან მცირეა.არ არის გამორიცხული,რომ იუნაიტედის რიგებში თავდამსხმელების რიცხვი გაიზარდოს.




წყარო:BLEACHERREPORT.COM

სტატიები
30 კომენტარი
№11
ავტორი: luka12
31 ოქტომბერი 2013 20:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
აქედან ჩემი აზრით ყველაზე კარგი ტრანსფერები იქნებოდა:სნეიდერი,გარაი,პიან

ეს ფეხბურთელები კი არ გამოგვაფხიზლებდნენ კი არა ჩემპიონთა ლიგასაც მოგვაგებიებენ
0
№12
ავტორი: NUGI
31 ოქტომბერი 2013 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
კაბელა,კოენტრაო და კოკე გვინდა.
ლევან დოვსკიც კაი იქნებოდა ამდენი თავმდამსხმელი რო არ გყვავდეს
ლევან დოვსკი ვერც რუნის ჯობია და ვერც ვან პერსის ზამენაზე გვყავს ჩიჩარიტო,ველბეკი,ზაჰაც ითამაშებს რამე რო იყოს თუ ველბეკს გავუშვებთმაშინ დოვსკი გვინდა ცაბელა აუცილებელია

სნეიდერი რო გადმოვიდეს ძაან გაასწორებს

სნეიდერისნეიდერი რო გადმოვიდეს ძაან გაასწორებს რო გადმოვიდეს ძაან გაასწორებს

კაბელა კოენტრაო ეგააა რა სხვა რა
0
№13
ავტორი: love united
31 ოქტომბერი 2013 21:20
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ბეინსი მინდა მე პირადად...ეს კაბელა კაი ბიჭი ჩანს..
0
№14
ავტორი: reddevil
31 ოქტომბერი 2013 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
გამორიცხულია ლევანდოვსკი 7 მილიონად გაიყიდოს....ქეროლი გაიყიდა 35 და ნამუსი ხოა :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
№15
ავტორი: Manchester_M
31 ოქტომბერი 2013 21:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფაიბიო კოენტრაო მირჩევნია ბეინს.
სგ ავტორ
0
№16
ავტორი: deqstera
31 ოქტომბერი 2013 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
1) მარცხენა მცველი უეჭველი გვინდა(კოენტრაო კარგი იქნებოდა, მაგრამ არც შოუა ცუდი)... მაგრამ ბეინსი არა, 2წელში ისევ ახალ ფეხბურთელზე იქნება საჩალიჩო :D :D
2)ცენტრში მანგალა ცუდი არიქნება, აი გარაის კიდე ორგანულად ვერვიტან ეგ და ხედირა არდავინახო გუნდში :D
3)აი რაფაელს კი მართლა ჭირდება ზამენა, ჯონსს აცალონ ცენტრში თამაში და სმოლინგი კიდე ცენტრალური მცველისთვისაც კი მოუქნელია და მაგის ფლანგზე გადაყვანა როგორ მოიფიქრეს არვიცი...
4)ერერა, კაბელა, კოკე და პიანიჩი არგვინდა, ნახევარდაცვაში თU ვინმე გამოცდილს ვიყიდით სნეიდერია მართლა საუკეთესო ვარიანტი(ჰიუსი და დარიკვა შეიძლება მომავალზე გათვლით ვიყიდოთ)...

აი ყველაზე კარგი კი იქნება თუ ლუკას მოურას გავიხსენებთ, ეგ და იანუზაი მართლა საოცრება იქნება ფლანგებზე(ვგიჟდები ისე მევასება მოურა)...
თან მისი ტრანსფერის ალბათობას ისიც ზედის რომ ამ ბოლო დროს თამაში თითქმის არუწევს 10თამაში მოუწია, აქედან 5დაიწყო მარტო ძირითადში და მაგ 5დანაც 4ში შეცვალეს...

ვიყიდოთ!
კოენტრაო, სნეიდერი, ლუკას მოურა

გავყიდოთ!
ბიუნტნერი, იანგი, ანდერსონი, კაგავა, ვალენსია, ბებე, მაჩედა
0
№17
ავტორი: Beckham 7
31 ოქტომბერი 2013 22:18
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
საღოლ გოგიტ :***

მანგალები და ვიღაცები არ დამანახოთ, ეგეთებით წინ ვერ წავალთ :))) ვინმე სერიოზული გვინდა, მაგალითად პიანიჩი: )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№18
ავტორი: BERDI
1 ნოემბერი 2013 00:54
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Esi,
ღირდა wink საღოლ ძალიან მაგარია. ერერა მინდა მეეე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№19
ავტორი: NeymaR
1 ნოემბერი 2013 01:08
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
პიანიჩი კოკე მანგალა და ბეინსი = კაი ცხოვრება :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№20
ავტორი: Malboro463
1 ნოემბერი 2013 01:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
არამგონია იანვარში ეს ტრანსფერები შედგეს მაქსიმუმ 2 ფეხბურთელი დაიმატონ ისიც ნაკლებად ცნობილი ზაფხულში კი ეს სია შეიცვლება უკეთესები გამოჩნდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top