თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2013, 21:19
ავტორი: love united,
ნანახია: 2560,
კომენტარები: 12
თვის საუკეთესო ფეხბურთელი
"იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ატარებს გამოკითხვას.ხმის მიცემა თქვენც შეგიძიათ, ასევე შესაძლოა გაიმარჯვოთ...
თვის საუკეთესო ფეხბურთელი
ManUtd.com-მა გამოავლინა ის სამი ფეხბურთელი, რომელიც მიიღებენ მონაწილეობას გამოკითხვაში. ეს ფეხბურთელებია- დევიდ დე ხეა, ადნან იანუზაი და უეინ რუნი. სამივე მათგანმა კარგად ჩაატარა მთლიანი თვე.დასახელებულმა სამმა არაერთი ლამაზი მომენტი შემოგვთავაზეს, ასევე ისინი ეხმარებოდნენ გუნდს წარმატების მიღწევაში. "იუნაიტედმა" მიმდინარე თვეში ყველა ტურნირზე საერთო ჯამში ექვსი მატჩი ჩაატარა, აქედან ოთში იმარჯვა, ორი კი ფრედ დაასრულა. ახლა კი დეტალურად გავეცნოთ სამივეს მონაგარს ამ თვეში:

დევიდ დე ხეა: განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მისი სეივი "სანდერლენდელ" ემანუელ გიაჩერინისთან.ესპანელმა არანაკლებ კარგად ითამაშა "სტოკ სიტისთან". მატჩის შემდეგ ხავიერ ერნანდესმა მას მსოფლიოს საუკეთესო მეკარე უწოდა.

ადნან იანუზაი:ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება 2013 წლის ოქტომბერი. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ასპარეზზე ახალი მანჩესტერელი- 18 წლის ადნანი.მან "სანდერლენდთან" დუბლი გაიფორმა, რის შემდეგაც "წითლებთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ასე რომ ის "ოლდ ტრაფორდზე" 2018 წლამდე ითამაშებს.ზემოთ ხსენებულ თამაშში იანუზაიმ "მატჩის საუკეთესოს" წოდება მიიღო.შემდეგ "საუტჰემპტონთან", პლიუს ჩემპიონთა ლიგაზე "რეალ სოსიედადთან".

უეინ რუნი:მან კარგად დაიწყო სექტემბერში. შემდეგ ტრავმის გამო მოუწია "შახტართან" მატჩის გამოტოვება. ამის მიუხედავად, მისი თამაში "სტოკთან" ფანტასტიური იყო. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ მან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რაც გუნდს ქამბექის გაკეთებაში დაეხმარა.

ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ლინკზე- დააჭირეთ. თქვენი მონაცემები დაფიქსირდება და შესაძლოა მოიგოთ ფოტო, რომელსაც ფეხბურთელების ხელმოწერები ექნება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო დე ხეას, რუნისა და იანუზაის შესახებ.



წყარო:manutd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: luka12
31 ოქტომბერი 2013 10:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
უეინ რუნიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
0
№12
ავტორი: MANUTD FAN.
31 ოქტომბერი 2013 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
რუნი იმსახურებს ყველაზე ძალიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top