თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2013, 15:13
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2218,
კომენტარები: 11
"ოქროს ბურთის" კანდიდატთა სია ცნობილია
"ოქროს ბურთის" მისაღებად ერთი "იუნაიტედის" ფეხბურთელი იბრძოლებს.
ვან პერსი ნომინირებულია "ფიფას ოქროს ბურთის" ჯილდოზე, რომელიც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

ჰოლანდიელი, რომლის გოლებიც გადამწყვეტი აღმოჩნდა საჩემპიონო სეზონში, მოხვდა 23 კაციან განაცხადში, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა. გამარჯვებული კი გამოვლინდება 13 იანვარს, ციურიხში.

ვან პერსისთან ერთად მოხვდა რამდენიმე "პრემიერ ლიგის" ფეხბურთელი: იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), ლუის სუარეზი (ლივერპული), ედენ აზარი (ჩელსი) და "არსენალის" ახალწვეული მესუთ იოზილი.

ფავორიტთა სიაში არიან "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ფრენკ რიბერი და ლიონელ მესი, რომელმაც ბოლო 4 ოქროს ბურთი აიღო.

"იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, ასევე იმყოფება საუკეთესო მწვრთნელთა 10 კაციან ჩამონათვალში ჯოზე მაურინიოსთან, კარლო ანჩელოტთან და ვინსენტე დელ ბოსკესთან ერთად.

"ოქროს ბურთის" კანდიდატთა სრული სია კი ასე გამოიყურება: გარეთ ბეილი, ფილიპ ლამი, ტომას მიულერი, მანუელ ნოიერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მესუთ იოზილი, რობინ ვან პერსი, არიენ რობენი, ედისონ კავანი, ლუის სუარეზი, ანდრეს ინიესტა, ხავი, ნეიმარი, ტიაგო სილვა, რადამელ ფალკაო, ანდრეა პირლო, ფრენკ რიბერი, კრიშტიანო რონალდო, ედენ აზარი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რობერტ ლევანდონსკი, ლიონელ მესი, იაია ტურე.

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: NUGI
30 ოქტომბერი 2013 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
პერსი მთავარია უფრო მოუმატოს და არ არის გამორიცხული მოიგოს მარა რონალდო და რიბერი რას დათმობენ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top