თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2013, 08:42
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2175,
კომენტარები: 11
ვენგერი ფერგის შესახებ საუბრობს
ვენგერი: "რთულია ნარკოტიკებზე 30 წლის განმავლობაში “იჯდე”, შემდეგ კი, მას თავი დაანებო”.
ვენგერი ფერგის შესახებ საუბრობს
“არსენალის” თავკაცი დარწმუნებულია, რომ მისი “დაუძინებელი მტერი” თავის სამწვრთნელო კარიერას განაახლებს.
შეგახსენებთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა “წითლები” დატოვა და პენსიაზე გავიდა, რის შემდეგაც, ინგლისის პრემიერ ლიგის მთავარ “ვეტერანად” ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი იქცა.

მიუხედავად ამისა, ფრანგი დარწმუნებულია, რომ ლეგენდარული მწვრთნელის ისტორია ამით არ დასრულებულა:
“მოდით, მომდევნო ექვსი თვის გავლას დაველოდოთ, როცა მეტი ინფორმაცია გვექნება ხელთ. ასეთი ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება. რთულია ნარკოტიკებზე 30 წლის განმავლობაში “იჯდე”, შემდეგ კი, მას თავი დაანებო”.
ვენგერმა დაამატა, რომ დღეს, ერთი გუნდის “ვეტერან” მწვრთნელად ქცევა უფრო რთულია, ვიდრე იმ დროს, როცა ეს წოდება ფერგიუსონმა მოიპოვა:
“გარემო შეიცვალა, სწორედ ამიტომ, ამის თქმა შეიძლება. საზოგადოების ზეწოლა ბევრად უფრო დიდი გახდა, მოთმინების დონე კი მკვეთრად დაეცა”.
“იმ პოსტზე ვმუშაობთ, რომელიც თავმდაბლობის შესანიშნავი მასწავლებელია, სწორედ ამიტომ, უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შესაძლოა განსაჯოს ჩვენი სამუშაო. ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა მივიღოთ”.


წყარო : Sky Sports
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
28 ოქტომბერი 2013 08:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Agar dabrundeba dasveneba unda adamians
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top