თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2013, 23:38
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2407,
კომენტარები: 13
პაუელი: მინდა ევროპაში ვითამაშო "იუნაიტედის" მაისურით
ნიკ პაუელი ევროპაში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს
პაუელი: მინდა ევროპაში ვითამაშო
ნიკ პაუელი არენდით იმყოფება "უიგანში", სადაც შესანიშნავად ასპარეზობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. 19 წლის ნახევარმცველმა თავისი გუნდი წაგებისგან იხსნა "რუბინ კაზანთან" მატჩში. ამ მომენტისთვის პაუელს სამი გოლი აქვს ევროპაში გატანილი და ერთი გოლი "ჩემპიონშიფის" მატჩში.

ახალგაზრდა ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ არენდაზე წარმატებული გამოსვლა დაეხმარება მას "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში მოსახვედრად.

"ჯერ ადრეა ჩემი "უიგანში" გატარებული დროის შეფასება, ზოგი თამაში ჩემთვის კარგი გამოდგა, ზოგი უიღბლო, ზოგი საშუალო. მე ვცდილობ დავუბრუნდე ძველ ფორმას, ამიტომ უკეთესად უნდა ვითამაშო." ციტირებს პაუელის სიტყვებს Sky Sports.

"მე აქ მოვედი სათამაშო დროის მისაღებად და მოხარული ვარ, რომ ამას ვღებულობ და მთელი ძალებით ვეხმარები გუნდს. ისე გამოვიდა, რომ მე მეტს ვიტან ევროპაში და არა ლიგაზე. ეს უნდა გამოვასწორო, უფრო ხშირად უნდა გავიტანო "ჩემპიონშიფში", რადგან გუნდს სჭირდება ქულები."

"გარდა ამისა, ევროპული გამოცდილება ძალიან დამეხმარება, რადგან "იუნაიტედი" ყოველთვის თამაშობს ევროპაში. ვიმედოვნებ რომ, როცა "ოლდ ტრაფორდზე" დავბრუნდები, ვითამაშებ ევროპულ ტურნირებზე ძირითად შემადგენლობაში. ყველა ფეხბურთელს სურს ითამაშოს ევროპაში, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება "ჩემპიონთა ლიგა" თუ "ევროპის ლიგა".


წყარო:ManUtd.ru
სიახლეები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Donkirvala
26 ოქტომბერი 2013 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
ციტატა: Lado Ghonghadze
ერთი ეგ არის მოიესი თუ მოისურვებს ამის სასტავში დაყენებას ხოლმე და ზაჰასავით სკამზე არ დაალპობს ხოლმე

არ მიეკაროს მოიესის გოგოს და ესეთი თამაშით ძირითადი გარანტირებული აქვს :D
0
№12
ავტორი: NUGI
26 ოქტომბერი 2013 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
ზაჰა ძაან მაგარია ძირითადში ვნახავთ მალე
0
№13
ავტორი: Rosso Diavolo
26 ოქტომბერი 2013 19:47
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რო დაბრუნდება, მოიესმა ათამაშოს ეს და ზაჰასავით არ გაახაეხიოს სკამი !
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top