თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2013, 20:58
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2130,
კომენტარები: 11
დევიდ მოიესმა კაგავაზე ისაუბრა
დევიდ მოიესმა შინჯი კაგავა შეაქო
დევიდ მოიესმა კაგავაზე ისაუბრა
დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ შინჯი კაგავამ ჩაატარა სეზონის საუკეთესო მატჩი ოთხშაბათს, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ.

"წითლებმა" დაამარცხეს ბასკები ერთადერთი საკუთარ კარში გატანილი გოლის წყალობით, თუმცა მათ გაანიავეს გოლის გატანის რამოდენიმე რეალური შანსი.

იაპონელი ნახევარმცველი შინჯი კაგავა იყო "იუნაიტედის" ყველა შეტევის გული და კარგი შანსი ჰქონდა გოლიც გაეტანა. "იუნაიტედის" გულშმატკივრებმა "Twitter"-ის გამოკითხვაში ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ეს იყო ამ სეზონში მხოლოდ მეოთხე შემთხვევა, როდესაც შინჯი კაგავა ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა დაამტკიცა, რომ მას მეტი სათამაშო დრო ეკუთვნის.

"მე ვფიქრობ ეს იყო შინჯის საუკეთესო მატჩი, მას შემდეგ რაც მე მოვედი" განაცხადა მოიესმა.

"ის ჯერ კიდევ არ არის საუკეთესო ფორმაში, თუმცა მასში ვნახე რაღაც, რაც სხვა თამაშებში ვერა. აიმტომ ძალიან მოხარული ვარ."

"ის შესანიშნავად მოქმედებდა მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ბურთის გარეშე ვიყავით. შინჯის ჩათვლით, ყველა მესაუბრებოდა მის შესაძლებლობებსა და იმ ტალანტზე რაც მას აქვს, მაგრამ გუშინდელ თამაშში პირველად ვნახე ნამდვილი შინჯი."

"ვფიქრობ, როცა ის 10 ნომრის პოზიციაზე ვათამაშეთ შესანიშნავად მოქმედებდა რუნისთან ერთად. მისი დამოკიდებულება და ენერგია იყო შესანიშნავი და ძალიან მოხარული ვარ ამით."


წყარო:ManUtd.com
სიახლეები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: NUGI
26 ოქტომბერი 2013 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
ხან სკამზეც არა სვავს

ოხ მოიეს მოიეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top