თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2013, 17:41
ავტორი: Paul Scholes 22,
ნანახია: 2312,
კომენტარები: 12
დევიდ მოიესი: "რუნის შეუძლია ჩარლტონი ჩამოიტოვოს"
დევიდ მოიესი: "რუნის შეუძლია ჩარლტონი ჩამოიტოვოს"
დევიდ მოიესი:
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ უეინ რუნის შეუძლია სერ ბობი ჩარლტონის ჩამოტოვება და იგი გახდება კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი.

"თუ უეინ რუნი სეზონს სერიოზული ტრავმების გარეშე ჩაატარებს, ჩარლტონის რეკორდს იგი აუცილებლად გააუმჯობესებს. თუ იგი განაგრძობს ახლანდელივით კარგ თამაშს, მას მნიშვნელოვნად დაეხმარება ეს ყველაფერი სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესებაში და ის უფრო ახლოს იქნება სასურველი ნიშნის შესრულებამდე.

რუნი ამ სეზონში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც ნაკრებში ასევე კლუბში. ის მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. იმედი მაქვს, რომ რუნი შეძლებს რეკორდის გაუმჯობესებას, ეს იქნება წარმოუდგენელი მიღწევა.

სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი და მისი თამაში ყველას ახსოვს. რუნის აქვს იმის შანსი, უნარი და მიზანდასახულობა, რომ ეს რეკორდიც გააუმჯობესოს. რუნი გახდება ფეხბურთელი, რომლის რეკორდიც ყველას ემახსოვრება, რომელმაც მიაღწია ლეგენდების დიად გზას."
-დაასრულა დევიდ მოიესმა.

უეინ რუნის 202გოლი აქვს გატანილი, რეკორდის მოსახსნელად კი საჭიროა 48გოლიც.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
22 ოქტომბერი 2013 13:11
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
წელს იმედია 30 გოლზე მეტს გაიტანს..
0
№12
ავტორი: Jubo
22 ოქტომბერი 2013 13:28
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
შეუძლია და ჩამოიტოვებს კიდევაც, ერთი ამ ზამთარში 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმოს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top