თბილისი:
მანჩესტერი:
7-10-2013, 16:38
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 1889,
კომენტარები: 11
რაში იდანაშაულებს თავს უეინ რუნი?
უეინ რუნი თავს დამნაშავედ გრძნობს.
რაში იდანაშაულებს თავს უეინ რუნი?
უეინ რუნიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი დევიდ მოიესს, რომელსაც დააწვა მთელი პასუხისმგებლობა წარუმატებელი სეზონის გამო.

"მწვრთნელი იმყოფება სერიოზული ზეწოლის ქვეშ, მაგრამ გუნდში ყველას კარგად ესმის, რომ ჩვენ დავაღალატეთ ის - ციტირებს The guardian-ი. - ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს მწვრთნელს და უნდა შევძლოთ კონცენტრაციის მოკრება და ისეთი ბრძოლისუნარიანობის გამოჩენა, როგორიც ამ კლუბს ეკადრება, შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება."

"გასაგებია, რომ ეს იქნება გარდამავალი სეზონი - მოვიდა ახალი მწვრთნელი ახალი იდეებით და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ყვეალფერთან ადაპტირება. ჩენი მწვრთნელის ხათრით ჩვენ უნდა ვითამაშოთ გაცილებით უკეთ - ესაა მთავარი დავალება."

"ჩვენ გვჭირდებოდა, რაღაც ისეთი, რაც მოხდა "სანდერლენდთან" მატჩში. ჩვენ მოვიპოვეთ სამი ქულა და გამოვამჟღავნეთ ჩვენი ხასიათი. ასეთ გამარჯვებებს ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ."

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ როგორც ფეხბურთელები, არ ვიყავით საკმარისად კარგები. გუნდში მოვიდა ახალი მწვრთნელი, მაგრამ ჩვენ არ ვთამაშობდით ისე, როგორც ეს გვევალებოდა."

რუნიმ ასევე აღნიშნა, რომ პატარა დაზიანების მიუხედავად, ის მზადაა დაეხმაროს ეროვნულ ნაკრებს.

"მე მაქვს პატარა დაზიანება, მაგრამ ამის მიუჯხედავად მზად ვარ ეროვნული გუნდის დასახმარებლად. როგორც კი "სანდერლენდთან" მატჩი დასრულდა, მაშინვე ნაკრებზე დავიწყე ფიქრი. მე დარწმუნებული ვარ ჩემ თავში, გუნდი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში. ჩვენ გველის ორი რთული მატჩი, მაგრამ დარწმუნებული ვარ მათ მოვიგებთ და გავემგზავრებით მსოფლიო ჩემპიონატზე"

წყარო: manutd.ru
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: NUGI
7 ოქტომბერი 2013 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
რუნიიიიიიი 3d_13
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top