თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2013, 00:10
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 3083,
კომენტარები: 22
რჩეული თუ მსხვერპლი ?
მას შემდეგ, რაც "იუნაიტედის" მენეჯერის ადგილი შოტლანდიელმა დევიდ მოიესმა დაიკავა არ წყდება საუბრები მის მოღვაწეობაზე ამ დიდებულ კლუბში. შოტლანდიელმა ფანების სიყვარულის და ნდობის მოპოვება სამი თვის განმავლობაში ვერა და ვერ მოახერხა. "მანჩესტერს" უჭირს ისე, როგორც არასდროს.
რჩეული თუ მსხვერპლი ?
სამი თვე იწურება მას შემდეგ, რაც დევიდ მოიესი ოფიციალურად დაინიშნა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად. რა საკვირველია, სამი თვე არც თუ ისე დიდი დროა მწვრთნელის მოღვაწეობის შესაფასებლად, თუმცა საკმარისია ჯანსაღი კრიტიკისთვის. ჯანსაღი კრიტიკა მოიესს ახლა ისე ჭირდება, როგორც თევზს წყალი.

გახდე სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და თავისთავად მოითხოვს უდიდეს პროფესიონალიზმს. მითუმეტეს, რომ შემცვლელად თავად სერ ალექსი გირჩევს და განდობს გუნდს, რომლის აწყობასაც მან წლები მოანდომა. სერ ალექსი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდა ფეხბურთიდან წასასვლელად და იგი მუდმივად ცდილობდა მანჩესტერი უმაღლეს მწვერვალზე ეტარებინა, რათა მის მემკვიდრეს არ გაჭირვებოდა გუნდთან მუშაობა. მართლაც, ფერგიუსონმა თავისი კარიერის ბოლო წელს "იუნაიტედს" მეცამეტედ, საერთო ჯამში კი მეოცედ მოუტანა ინგლისის ჩემპიონობა და ჩემპიონები გადააბარა თავის თანამემამულეს.

ფერგიუსონის ფეხბურთიდან წასვლის განცხადების შემდეგ დიდი მითქმა-მოთქმა იყო მსოფლიო პრესაში და ფეხბურთის გულშემატკივრებში. ყველაზე ხშირად დასმული კითხვა "ვინ იქნება მისი შემცვლელი?" გახლდათ. ბევრი ვარაუდობდა, რომ წარუმატებელი მადრიდული კარიერის შემდეგ ჟოზე მაურინიო ჩაიბარებდა "წითელ ეშმაკებს", ბევრი ფიქრობდა, რომ ჰარი რედნაპი გახდებოდა მანკუნიანელების ახალი მენეჯერი, მაგრამ საბოლოოდ სერ ალექსმა არჩევანი დევიდ მოიესზე გააკეთა. დევიდი მისი რჩეული გახდა. ალექს ფერგიუსონმა თავის უკანასკნელ საშინაო მატჩში ფანებს მიმართა : "თქვენი მოვალეობა ახლა მხოლოდ ახალი მწვრთნელის გვერდში დგომაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია." რა საკვირველია, ფერგიუსონის მიმართვას ფანებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ, "იუნაიტედი" ფანები ასეც ვიქცევით. სრულ ნდობას ვუცხადებთ დევიდ მოიესს, მაგრამ იბადება კითხვა - ღირს თუ არა მისი მხარდაჭერა?

დევიდ მოიესი "მანჩესტერში" მოსვლამდე "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი იყო და მერსისაიდელებს ძალიან კარგ ფეხბურთს ათამაშებდა. მისი ტაქტიკა იყო ყოველთვის გააზრებული, დალაგებული და სასიამოვნო საყურებელი. ლივერპულელები ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ ჩემპიონატის ლიდერებს და არც თუ ისე იშვიათად ამარცხებდნენ მათ. მოიესი ხშირად მიდიოდა რისკზე და ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელებს ყიდულობდა, რომლებსაც ზრდიდა და მსოფლიო კლასის ფეხბურთელად აყენებდა. ალბათ, სწორედ ამ ფაქტორების გამო აირჩია სერ ალექს ფეგრიუსონმა დევიდ მოიესი თავის შემცვლელად. სამწუხაროა, მაგრამ "გაეშმაკებულ" დევიდ მოიესს არაფერი სცხია ლივერპულელი მოიესის, რომელიც გამარჯვებაზე დაგეშილი იყო მთელი 11 წელი.

"იუნაიტედში" დევიდ მოიესმა საშინელი სტარტი აიღო. მისი პირველი გამოჩენა "მანჩესტერის" მწვრთნელის რანგში ტურნეზე მოხერხდა, რომელიც "იუანიტედმა" საშინლად ჩაატარა. შემდეგ იყო პირველი ოფიციალური მატჩი "უიგანთან", რომელიც მანჩესტერისთვის წარმატებული გამოდგა (2:0). შემდეგ იყო სუონსთან ჩატარებული შესანიშნავი მატჩი (4:1). ამის შემდეგ დაიწყო "იუნაიტედისთვის" წარუმატებელი სერია. ჯერ "ჩელსისთან" უგოლო ფრე, შემდეგ "ლივერპულთან" წაგება, შემდეგ "კრისტალ პალასთან" გამარჯვება (2:0), თუმცა არც თუ ისე კარგი თამაში. ამის შემდეგ "იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (4:2) გერმანულ "ლევერკუზენთან" შემდეგ კი სრული კრახი განიცადა. "მანჩესტერ იუნიატედმა" თანაქალაქელ "სიტისთან" უსაზიზღრესი თამაში აჩვენა და 4:1 დამარცხდა. ყველას ეგონა, რომ ეს იყო "იუნაიტედის" უკანსკნელი სამარცხვინო წაგება, მაგრამ "იუნაიტედმა" საკუთარ კედლებში "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთანაც" წააგო (1:2). ამ მატჩის წაგებამ ძალიან გაანაწყენა ყველა მანჩესტერის გულშემატკივარი. პრესამ დევიდ მოიესის ღიად გაკრიტიკება დაიწყო და შოტლანდიელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა.

6 ჩატარებული პრემიერ ლიგური მატჩიდან დევიდ მოიესმა მხოლოდ 2-ის მოგება მოახერხა. 3-ში დამარცხდა და 1 ფრე ითამაშა. "იუნაიტედისთვის" ამგვარი მაჩვენებელი კატასტროფულია და საგანგაშო, რადგან "წითელი ეშმაკები" მეთორმეტე ადგილზე არიან 7 ქულით. ისინი პირველ ადგილზე მყოფ "არსენალს" 8 ქულით ჩამორჩებიან და დამეთანხმეთ ასეთი თამაშით ამხელა სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელია.

ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის, რომ შესაძლო 18 ქულიდან "იუნაიტედმა" მხოლოდ 7 ქულის მოგროვება შეძლო, არამედ ის, რომ ამ საშინელი, გაუაზრებელი თამაშის უკან მოტოვების და უკეთესის ჩვენების პერსპექტივა არ ჩანს.

შესამჩნევია, რომ დევიდ მოიესს არ აქვს ბოლომდე დალაგებული სათამაშო სქემა. ყოველ მატჩში ის მიმართავს როტაციას, რომელიც ფაქტია ჯერ-ჯერობით არ ამართლებს. საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში გატანილი გოლებიდან უმეტესობა სტანდარტულიდანაა გატანილი და მას უეინ რუნი შესანიშნავად ასრულებს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვერც ერთი გააზრებული შეტევა და დაგვირგვინება "იუნაიტედმა" ვერ შემოგვთავაზა. შთაბეჭდილება იქმენა, რომ თუ "მანჩესტერი" იგებს, იგებენ კონკრეტული ფეხბურთელები და არა სათამაშო სქემა. ვან პერსისა და უეინ რუნის არაჩვეულებრივი თამაში "წითელ ეშმაკუნებს" ძალიან ეხმარებათ სრული იმედგაცრუებისგან. ისინი გუნდის უპირობო ლიდერები არიან, უფრო მეტი ლიდერები, ვიდრე თავად მოიესია.

დევიდ მოიესი თავისი მიდგომით სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს "მანჩესტერის" ავტორიტეტს. დღევანდელობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "იუნაიტედი" ასეთი თამაშით ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას და შესაძლოა მხოლოდ ოთხეულისთვის მოგვიწიოს ბრძოლა, რაც ასეთი დონის კლუბისთვის კატასტროფული შედეგია.

არსებობს კიდევ ერთი ეჭვი, რომელიც მოიესმა თავად დათესა. რამდენიმე დღის წინ შოტლანდიელმა პრესასთან განაცხადა, რომ იგი "ეცდებოდა" თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას. შემდეგ თქვა, რომ "იუნაიტედს" არ ყავს ისეთი დონის ვარსკვლავები, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. მისი ბოლო ორი კომენტარი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ თავად მოიესს არ სჯერა საკუთარი გუნდის ფეხბურთელების და მათ შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებს. არადა ჩვენ ყველას გვახსოვს ფერგიუსონის ბოლო სიტყვები "მანჩესტერის" მწვრთნელის რანგში : "მინდა ვუსურვო ყველა "იუნიატედის" ფეხბურთელს წარმატება. თქვენ იცით რაოდენ კარგები ხართ. თქვენ იცით თუ რა მაისურს ატარებთ, ამიტომ არასოდეს მისცეთ თქვენ თავებს დანებების უფლება. თქვენი იმედი აი აქ, ამ სტადიონზეა." ეს თუ მართლა ასეა, მაშინ ფანები როგორღა უნდა ვენდოთ ახალ მწვრთნელს? საინტერესოა რას უნდა მოველოდოთ ადამიანისგან, რომელიც ფერგიუსონის ნაქებ მოთამაშეებს საშუალო დონის ფეხბურთელებად მოიხსენიებს? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პირველ რიგში ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ "იუნაიტედს" მწვრთნელი 27 წლის განმავლობაში არ შეუცვლია. სერ ალექს ფერგიუსონი იყო გუნდის სული, რომელიც ასულდგმულება კლუბს. ალექსი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ყველაზე ცუდი შემადგენლობით მატჩის მოგება. ის იყო ფსიქოლოგი, რომელიც ფეხბურთელებს აიძულებდა მატჩის ბედის გადაწყვეტას. ფერგიუსონი მუდამ უცხადებდა ნდობას თავის ფეხბურთელებს და იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე საშუალო დონის იყო ეხმარებოდა მას უმაღლესი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. ის არასდროს იტყოდა, რომ ეცდებოდა გამოსწორებს, ის ყოველთვის ამბობდა, რომ აუცილებლად გამოასწორებდა. ყველას კარგად გვახსოვს ფერგიუსონის უძველესი კომენტარი "ლივერპულის" დამხობასთან დაკავშირებით. მან პირობა დადო და შეასრულა. სწორედ ასეთი მიდგომა იყო მისი წარმატების საწინდარი და ამას განუმეორებელი შედეგი მოჰყვა.

თავად დაფიქრდით აქვს თუ არა მოიესს ეს თვისებები? მოიესი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე კარგ მწვრთნელად, სანამ "იუნაიტედში" გადმობარგდა. აქ მას უდიდესი გამოწვევა დახვდა. ისეთი, როგორიც მანამდე არ ჰქონია. ის უნდა გახდეს ჩემპიონი, რადგან ის არის სერ ალექს ფერგიუსონის რჩეული. თუმცა იქნებ ალექს ფეგრიუსონის მსხვერპლია? იქნებ მოიესი არ იყო მზად ამხელა კლუბის ჩასაბარებლად? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ჯერ-ჯეორბით ძალიან ადრეა. მასზე პასუხს დრო გასცემს, რომელიც მოიესს არც თუ ისე ცოტა აქვს. შოტლანდიელს აქვს ყველაფერი, იმისთვის რომ დაამტკიცოს რაოდენ დიდი შესაძლებლობების პატრონია ის ! მთავარია ჩვენ, "იუანიტედის" ფანები მას ბოლომდე ვენდოთ.

რჩეული თუ მსხვერპლი ?


არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მანჩესტერის მწვრთნელი, ვინ იქნება გუნდში, რამდენჯერ წავაგებთ ან მოვიგებთ მატჩს, რადგან სანამ "იუანიტედის" ფანები არსებობენ : WE WILL NEVER DIE !




ავტორი : დიმა სანაია
სტატიები
22 კომენტარი
№11
ავტორი: I L C
1 ოქტომბერი 2013 14:32
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
საღოლ ძმაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№12
ავტორი: Lev
1 ოქტომბერი 2013 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
აი უმაგრესი სტატიაა)))) შევინახავ)) მაგრად წერ ძმა
Luka Gelashvili, 100% გეთანხმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№13
ავტორი: sLipa ;x
1 ოქტომბერი 2013 15:00
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 213
კარგი სტატიაა ყოჩაღ ავტორს ..

რაც შეეხება მანჩესტერს, ყველაზე ცუდი ის არის ყველაფერი იქით მიდის საითაც თავის დროზე ლივერპული წავიდა, ლივერპული არ ყოფილა დახუნძლული ვარსკვლავებით მაგრამ რამენიმე სუპერვარსკვლავი მაინც იყო გუნდში და პლიუს რაც დღეს ლივერპულს შემადგენლობა ყავს რომ გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინ ლივერპული, ბევრად ძლიერი შემადგენლობა ყავდა და ამას ისიც ემატება რომ ტრანსფერებშიც არ უჭირდათ, ახლა კიდე რა ხდება ? ვარსკვლავი რომელიც მომავლისკენ იყურება არავინ გადადის ლივერპულში და იმის მეშინია მანჩესტერსაც იგივე არ დამართოს ყველაფერი ემთხვევა და კიდევ ერთი ცუდი ფაქტი დასრულდა მანჩესტერში ფერგის ერა და მეორე დიხანიის გახსნა რთულია, ყველაზე ცუდი დრო უდგას მანჩესტერს ..
0
№14
ავტორი: I L C
1 ოქტომბერი 2013 18:04
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
რა მოგივიდათ ხალხო რა ლივერპულს ვემსგავსებით რა მანჩესტერი კატასტროფის წინაშეა 2012 წელი არ გახსოვთ რა დღეში ვიყავით ჯგუფში ჩავრჩით და სიტისთან 6-1 წავაგეთ კარგით რა მანჩესტერი ბევრჯერ ყოფილა მსგავს სიტვაციებში თან ეხლა მოიესს შეგუების პერიოდი აქვს და ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ მსგავსი ჩავარდნები მანჩესტერს ბევრჯერ ჰქონია მაგრამ ყოველთვის სწორდებიდა ვითარება..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№15
ავტორი: Manchester United 14
1 ოქტომბერი 2013 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ბაბუს ვინ აჯობებს აბა მითხარით ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№16
ავტორი: Rooney
1 ოქტომბერი 2013 22:21
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
სანო ბარვო !!!

ძალიან მაგარი სტატიაა : )) მოიესი იმედია დაალაგებს და ვიცი როომ დაალაგებს თამაშს და გუნდის სტილს : )) არ არის არაფერი ეს თამაშები აწი იწყება ყველაფერი : )) მოიესი ვიცი ვიცი გაამართლებს : )
0
№17
ავტორი: red devil
1 ოქტომბერი 2013 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol dima magaria. Karoche panikebi sachiro nagdad ar aris kaci jer ar icnobs fexburtelebs da rogor gindat ro atamashos gundi?
0
№18
ავტორი: Macklemore
1 ოქტომბერი 2013 23:17
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ დიმა! ბევრი გიწვალია. უნდა მოვიცადოთ და იმედის თვალით შევხედოთ მომავალს რა. თვითონ ფერგი არ დაუშვებს რო იუნაიტედი ლივერპულს დაემსგავსოს!!!
0
№19
ავტორი: TrueRed
2 ოქტომბერი 2013 15:01
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
საღოლ დიმა. მე მჯერა მოიესის ! WE WILL NEVER DIE !
0
№20
ავტორი: m-an-united
2 ოქტომბერი 2013 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
fergi ratqmaunda sheucvlelia, magram me mjera yvelaferi dalagdeba da es kaci gaamartlebs !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top