თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2013, 21:56
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2814,
კომენტარები: 13
რატომ უნდა დაეხმაროს ფერგი მოიესს ?
მათ ტანდემში უნდა იმუშავონ, მოიესს მცირე მასტერ-კლასი ჭირდება...
რატომ უნდა დაეხმაროს ფერგი მოიესს ?
ოლდ ტრაფორდი, მანჩესტერი. გულშემატკივრები 90 წუთი მღეროდნენ და ხარჯავდნენ მთელს ენერგიას, რათა ყველანაირად დახმარებოდნენ ფეხბურთელებს. მსაჯის სასტვენი და ყველაფერი დამთავრდა. "იუნაიტედმა" კიდევ ერთხელ გააოგნა ოლდ ტრაფორდი, კერძოდ დევიდ მოიესმა.
დევიდ მოიესს რა თქმა უნდა ჭირდება დრო, თუმცა მანდ უნდა მისცეს მფლობელებს იმედი და ოპტიმიზმი, თან რაც შეიძლება სწრაფად.
ნამდვილად მწუხარების პერიოდი უდგას "იუნაიტედს". გუნდმა წააგო საწყისი 6 მატჩიდან 3 და მსგავსი ცუდი შედეგი არ ჰქონია 1989 წლის შემდეგ. იყო ცუდი სტარტიც 1995/96 სეზონში, მაშინ "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაც მოიგო.
დევიდ მოიესის პრობლემა ის არის, რომ დევიდი არ არის სერ ალექს ფერგიუსონი. მას არ შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები მატჩის მიმდინარეობისას, როგორსაც ბოსი მიიღებდა. მას არც წარმატებული ისტორია არ აქვს. არასდროს არ მოუგია თუნდაც ტიტული.
თუმცა რატომ არ აძლევენ დევიდ მოიესს მოსვენებას ?
ფერგიუსონსა და დევიდ მოიესს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. პირველი, "იუნაიტედის" ბოსმა განაცხადა, რომ გუნდს არ შესწევს ძალა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. მეორე "იუნაიტედმა" წააგო "ვესტ ბრომვიჩთან" სახლში და გასულ კვირას "სიტისთან" 4-1. მოიესმა კი ამ ყველაფერს საკუთარი კომენტარი დაამატა: "წინ მრავალი თამაშია და ჩვენ ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ სწორად"... პრობლემა კი ის არის, რომ ფერგიუსონი არასდროს იტყოდა "ვეცდებით", ის მოგებისთვის იყო დაბადებული.
ფერგიუსონი გენიოსი იყო, მისი ბიზნესი გუნდში შეუდარებელი. მისთვის თამაში პრეს-კონფერენციიდან იწყებოდა. მოკლედ ეს ყველაფერი აკლია მოიესს და სწორედ ამიტომ ჭირდება "იუნაიტედის" ახალ მწვრთვნელს მასტერ-კლასი.
თითქოს კარგია, რომ ფერგიუსონი არ ერევა გუნდში, თუმცა მის პროტეჟეს "ძველი მასტერისგან" დახმარება ჭირდება. ძალიან გვიანია უკვე ფერგიუსონის დაბრუნება, ამიტომაც ახალ მწვრთნველს ესაჭიროება ფანებისგან მოთმინება და მეტი იმედი.
მოიესის 1 წარმატება კულუარებში უფრო დიდ მიღწევად ჩაითვლება, ვიდრე ფერგიუსონის.

წყარო: "Bleacherreport.com"
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
30 სექტემბერი 2013 09:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Vacadot am kacs mjera yvelaperi kargad iqneba
0
№12
ავტორი: giorgu
30 სექტემბერი 2013 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
ე რა რაგაც წელს მანჩესი არ მჯერა იმედია ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე არ დავრჩებით
0
№13
ავტორი: Shako Jones
30 სექტემბერი 2013 18:39
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
წელს მთავარია არ შევრცხვეთ და ღირსეულად ვითამაშოთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top