თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2012, 12:52
ავტორი: sLipa ;x,
ნანახია: 4399,
კომენტარები: 13
დღევანდელი მეტოქე - Chelsea FC
დაპირებისამებრ ვაგრძელებ საუაბრს მანჩესტერ იუნაიტედის მეტოქეებზე, გადავინაცვლოთ ახლა ლონდონში და "გავეცნოთ" ყველასთვის კარგად ცნობილ ლონდონის ჩელსის. დამატებით შემოგთავაზებთ ჩელსის თამაშის ამსახველ ვიდეოს, ასე რომ ყველანი სრულიადში.
დღევანდელი მეტოქე - Chelsea FC
მოგეხსენებათ, დღეს 28 ოქტომბერს გაიმართება ინგლისის პრემიერლიგის მეცხრე ტურის მატჩები. ტურის ცენტრალური მატჩი კი ულაპარკოდ ლონდონში ჩელსის საშინაო არენაზე გასამართი შეხვედრაა, რომელშიც ადგილობრივი კლუბი მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს.

Chelsea FC - გუნდი, რომელიც ცნობილია მეტსახელით "ლურჯები", დაარსდა 1905 წელს. გუნდი პრემიერლიგის სამ გზის ჩემპიონია და ითვლება ინგლისის უმაღლესი ლიგის უცვლელ წევრად. კლუბი საშინაო მატჩებს სტემფორდ ბრიჯზე ატარებს, რომელზეც 41841 მაყურებელი ეტევა. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის ჩელსი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, ინგლისში გუნდს წარუმატებელი პერიოდი ქონდა. რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი მწვრთნელი გამოიცვალა თუმცა წარმატება არსად ჩანდა ვერც ევროპაში და ვერც შიდა ტურნირებზე ჩელსი ვერ ახერხებდა წარმატების მიღწევას. განხორციელებული ტრანსფერები გაფალნგული თანხები მაგრამ სახარბიელო არაფერი ხდებოდა კლუბისთვის. მოხდა სასწაული, როგორც უკვე აღვნიშნე გუნდმა მოიგო ევრუპის საკლუბო დონეზე ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ეს მიღწევა დიდი ხნის განმავლობაში რომან აბრამოვიჩის აუხდენელ ოცნებად რჩებოდა, ჩელსიმ თასის მოპოვება სწორედ მაშინ მოახერხა როდესაც ამას აღარავინ ელოდებოდა. შეიძლება ხაზგასმით ვთქვათ, რომ კლუბის ისტორიაში ეს ტიტული სამუდამოდ ჩაიწერება, ეს ხომ ერთადერთი და აუხდენელი ოცნება იყო.

2012/13 წ. სეზონი - კლუბმა მიმდინარე სეზონი ძალიან დამაჯერებლად დაიწყო ეროვნულ ჩემპიონატში. ყველა ჩატარებულ მატჩში მათ გამარჯვება მოიპოვეს და ერთპიროვნულად ლიდერობენ პრემიერ ლიგას. შედარებით მძიმედ გამოიყურება გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე. შედეგებს, რომ არ მივაქციოთ ყურადღება გუნდი იმ თამაშის ჩვენებასაც ვერ ახერხებს, რომლითაც ისინი პრემიერლიგაში სხვებისგან გამოირჩევიან. ფაქტი ფაქტად რჩება ლონდონის ჩელსი უდავოდ უპირველესი ფავორიტია პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგაზე წინასწარ ფავორიტობაზე ლაპრაკი რომ არ შეიძლება ეს სწორედ ინგლისელებმა დაგვიმტკიცეს.

დღევანდელი მატჩი - რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რა თქმა უნდა იგი უდიდეს ინტერესს იწვევს მთელ საფეხბურთო სამყაროში. ერთი ფაქტორი რომელიც უფრო ამძაფრებს ამ შეხვედრას ის არის რომ ორი ლიდერი გუნდი ხვდება ერთმანეთს და მათთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს, მეორე ფაქტორი მემგონი ყველასთვის მარტივად გასაგებია. ამ ორი გუნდის დაპირისპირება ყოველთვის გამოირჩევა სანხაობით, დაძაბულობით, უხვგოლიანობით მოკლედ ყველაფრით რაც შეიძლება ალამაზებდეს საფეხბურთო მატჩს. ფავორიტად შეიძლება მაინც მივიჩნიოთ ლონდონური გუნდი, რადგან შეხვედრა სწორედ მათ მოედანზე და მათი გულშემატკივრების შეძახილების ფონზე გაიმართება, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედთან ფავორიტობაზე ლაპარაკი მაინც ცოტა რთულია.
--------------------------------------------------------------------------------
ვიდეო, რომელიც ასახავს ლონდონის ჩელსის მომენტებს მიმდინარე სეზონში.

სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Red Hooligan
28 ოქტომბერი 2012 18:24
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
სგ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№12
ავტორი: love united
28 ოქტომბერი 2012 19:13
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უნდა გავურჭოთ არისტოკრატებს...
0
№13
ავტორი: RoooneY AND rVp
30 ოქტომბერი 2012 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 184
გადით რაააააააა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top