სრულიადში შემოგთავაზებთ დღის განვლილ სიახლეებსა და სახალისო სურათებს....
ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ დღის განვლილ სიახლეებსა და სახალისო სურათებს...
"სანდერლენდს" დროებით კევინ ბალი გაწვრთნის...
"სანდერლენდის" გულშემატკივრებმა თავისი მაინც გაიტანეს და ცუდი შედეგიანობის მიზნით, დი კანიო გადააყენეს. ახლა დროებით ინგლისურ კლუბს კევინ ბალი გაწვრთნის, რომელმაც პირველივე დღესვე "სანდერლენდს" შინ 2-0 მოაგებინა "პეტერბურგთან" (ეს მოხდა გუშინ ღამით). კევინის თქმით, "სანდერლენდი" კარგად ათამაშდება და ნებისმიერ მეტოქეს მათი დამარცხება გაუჭირდებათ.
"ფულემის" სტადიონის წინ, მაიკლ ჯეკსონის ქანდაკება აიღეს, რადგან მათი ახალი მფლობელი შაჰიდ ხანი თვლის, რომ ჯეკსონი "ფულემის" გულშემატკივარი არ იყო და შესაბამისად მის ქანდაკებას მისსავე სტადიონის წინ საჭიროდ არ მიიჩნევს...
ბეილის აგენტი:
"მანჩესტერმა" გაცილებით მეტი ფული შემოგვთავაზა, ვიდრე "რეალმა"
კი იძახდა დევიდ მოიესი გარეთ ბეილი არ გვჭირდებაო, მაგრამ უელსელი ფეხბურთელის აგენტის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" გაცილებით უფრო მეტი ფული შესთავაზა, ვიდრე მადრიდის "რეალმა". იქვე დააყოლა ბეილის აგენტ ბარნეტმა, რომ "იუნაიტედმა" ბეილი იმიტომ, ვერ გადაიბირა, რომ უელსელის ოცნება "სამეფო კლუბში" თამაში იყო, ხოლო "ტოტენჰემის" თავმჯდომარეს დანიელ ლევის არ სურდა, გარეთი კონკურენტ გუნდში გაეშვა...
ნილ ეშტონმა ინგლისისU19 წლამდელები გამოიძახა !!
ინგლისისU19 წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელმა ისეთი ფეხბურთელები გამოიძახა ნაკრებში, ვისაც ერთხელაც კი არ უთამაშია ინგლისის პრემიერ ლიგაში. ეშტონს კი იმედი აქვს, რომ ამ ფეხბურთელებით წარმატებას მიაღწევს.
მეკარეები: მიტჩელ ბეენი (ჩელსი), ლუკ კოდინგტონი (მიდლსბრო).
მცველები: კალუმ ჩამბერსი (საუთჰემპტონი), ლომ ჩამბერსი (ვესტ ჰემი), ჯეკ კუპერი (რედინგი), ისააკ ჰაიდენი (არსენალი), მათიუ თარგეთი (საუთჰემპტონი), ადამ ვებსტერი (ალდერშოტი).
ნახევარმცველები: ლევის ბაკერი (ჩელსი), ჯორდონ იბი (ლივერპული), რუბენ ლოფტუს-ჩიკი (ჩელსი), ჯოშ მიურეი (ნორვიჩი), ბენ პერსონი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სვიფტი (ჩელსი).
თავდამსხმელები: ჩუბა აკფომი (არსენალი), მეისონ ბენეტი (დერბი) ჩარლტონი მორისი (ნორვიჩი), ჯეიმს უილსონი (მანჩესტერ იუნაიტედი).
მოიესი:
"ჩვენ გვჭირდება ორი მოთამაშე"!
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში "ეიტიჰად სტედიუმზე" "სიტისთან" შემარცხვენელი ანგარიშით 4-1 დამარცხდა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კი "იუნაიტედის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, - დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ გუნდს ორი ახალი მოთამაშე ჭირდება. მართალია არ ხმაურდება თუ ვინ ორი ფეხბურთელი სჭირდება შოტლანდიელ სპეციალისტს, თუმცა სავარაუდოდ მისს ნათვამს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ნათელი მოეფინება...
ფოვლერი:
"სუარესის უკანასკნელი შანსი"!
დღეს ლუის სუარესი, 10 მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხსნის შემდეგ პირველად გამოჩნდება მოედანზე, სადაც ურუგვაელი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერის" წინააღმდეგ გააგორებს ბურთს. "ლივერპულის" ლეგენდამ, კერძოდ - რობი ფოვლერმა გააფრთხილა ურუგვაელი ფეხბურთელი, რომ ეს იქნება მისი ბოლო შანსი. "სუარესი თუ კიდევ რაიმე სულელობას ჩაიდენს მოედანზე, კლუბი მას დაუყოვნებლივ დააყენებს ტრანსფერზე, ეს მისი ბოლო შანსია, ვნახოთ როგორ გამოკეთდება".
ბოლტი:
"თუ ბეილს სურს, დავეხმარები"
უსეინ ბოლტი - ადამიანი, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე სწრაფია მიიჩნევს, რომ მას შეუძლია ბეილი (ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი) ყველაზე სწრაფი გახადოს.
"ვფიქრობ, რომ გარეთი ერთ-ერთი უსწრაფესი ფეხბურთელია, თუ ბეილს სურს, მე დავეხმარები ყველაფერში".
ნილ ეშტონი:
"დევიდ მოიესმა ზაჰას უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა მისცეს"
ინგლისისU19 წლამდელთა მთავარი მწვრთნელი ნილ ეშტონი ამბობს, რომ დევიდ მოიესმა ვილფრედ ზაჰას მოედანზე უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა მისცეს, თორემ ვილფრედიც პოლ პოგბას გზას დაადგება.

გარეთ ბეილი იმ სახლს იქირავებს, როცა თავის დროზე რიკარდო კაკა ცხოვრობდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ უელსელის მეზობლები კრიშტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა, იკერ კასილასი და სერხიო რამოსი იქნება.

გუშინ "სუინდონთან" მატჩის წინ ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, - ჟოზე მაურინიომ ანდრე შურლესა და ბრაზილიელ რამირესს ტელევიზორები აჩუქა..

ინგლისური და ესპანური პრესა ამტიკცებს, რომ ანდრეა პირლო იანვარში "იუვენტუსს" დატოვებს, რადგან კლუბთან ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება. მადრიდელებს კი გადაუწყვეტიათ, რომ "იუვეს" პირლო ხაბი ალონსოში გაუცვალოს...

"ასტონ ვილას" თავდამსხმელმა, - კრისტიან ბენტეკემ "ნორვიჩთან" მატჩშისას ტრავმა მიიღო, რის შედეგაც ბელგიელი ფეხბურთელს თვენახევრიანი უქმობა მოუწევს...

"იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ, დევიდ მოიესს იმედი ჰქონდა, რომ რობინ ვან პერსი დღეს "ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშებდა, მაგრამ ექიმებმა დაასკვნეს, რომ ჰოლანდიელ თავდამსხმელს ჯერ კიდევ ესაჭიროება მკურნალობა...

EL CONFIDENCIAL-ის თქმით არაა გამორიცხული დევიდ დე ხეასა და იკერ კასილასის ბარტერი შედგეს. დე ხეას აგენტის ჟორჟე მენდეში ამბობს, რომ მისი კლიენტი ამის წინააღმდეგი არ არის...
სახალისო სურათები...
ფილ ჯონსის კონკურენტი - იურგენ კლოპი