თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2013, 15:48
ავტორი: Macklemore,
ნანახია: 3231,
კომენტარები: 20
Manchester United VS Liverpool Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" პრევიუ!
Manchester United VS Liverpool Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" - პრევიუ

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი",მანჩესტერი
მონაცემი: ლიგის თასი, 1/16 ფინალი.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი.
თარიღი: ოთხშაბათი, 25 სექტემბერი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)

Manchester United VS Liverpool Preview

Manchester United VS Liverpool Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: რაფაელი, ჯონსი, ვან პერსი.
დისკვალიფიკაცია: არავინ.
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ.
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Smalling, Ferdinand, Vidic, Evra, Buttner, Fabio, Zaha, Valencia, Carrick, Cleverley, Anderson, Giggs, Young, Januzaj, Welbeck, Rooney.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და ქალაქურ დერბიში 4:1 დამარცხდა.ამ მომენტისათვის დევიდ მოიესის გუნდი მე-8 ადგილს იკავებს 7 ქულით.

Manchester United VS Liverpool Preview

"ლივერპული"

ტრავმირებულები: კოუტინიო, კოატესი, ჯონსონი, სისოხო.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ.
შემადგენლობა: Mignolet, Jones, Agger, Toure, Enrique, Lucas, Gerrard, Allen, Sterling, Sturridge, Wisdom, Alberto, Henderson, Ibe, Aspas, Borini, Skrtel, Suárez.
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

"ლივერპული" პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "სოუტჰემპტონს" დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით დამარცხდა.ბრენდან როჯერსის პირველი მარცხი სწორედ ეს თამაში იყო მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში.

ცოტა რამ გუნდებზე

Manchester United VS Liverpool Preview

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ყოფილმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა და 2013 წელს დატოვა, გუნდს მოაგებინა 25 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 20–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 20-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.

Manchester United VS Liverpool Preview

ლივერპული — ინგლისის საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლივერპულიდან. „ლივერპული“ არის პრემიერლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „მანჩესტერ იუნატედის“ შემდეგ მოგებული ჩემპიონატების მიხედვით და ინგლისურ კლუბთაგან ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა.1888 წელს ინგლისის საფეხბურთო ლიგის დაარსებისას "ანფილდი" ლიგის ერთ-ერთი არსებული სტადიონი იყო, რომელმაც 1888 წლის 8 სექტემბერს, ინგლისური ფეხბურთის პირველ "შაბათს" "აკრინგტონის" საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა, თუმცა მათ არა "წითლები", არამედ "ლურჯები" დახვდნენ, "ევერტონის" სახით. როგორც "ევერტონის", ისე "ლივერპულის" დაბადება "წმ. დომინგოს" ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის - ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა "ენფილდი" "ევერტონს" და მანვე დააარსა "საფეხბურთო კლუბი ლივერპული".საფეხბურთო ლიგაში შესვლიდან მხოლოდ 8 წელი იყო გასული, როდესაც ”ლივერპულმა” ინგლისური ფეხბურთის მწვერვალს მიაღწია და ამით მომავალ თაობებს საჭირო დონე მიანიშნა.
წარმატებას საფუძველი 1896 წელს ტომ უოტსონის მწვრთნელად დანიშვნით ჩაეყარა. გუნდზე მისი გავლენის გადაფასება შეუძლებელია. მისი პირველი ტრანსფერებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ალექს რაისბეკის გადმოყვანა იყო, ვის გარშემოც აიწყო ”ლივერპულის” პირველი საჩემპიონო გუნდი.

საინტერესო ფაქტები

  • მანჩესტერ იუნაიტედს ამ ტურნირის ეგიდით ამ სეზონში მატჩი ჯერ არ გაუმართავს. ეს იქნება პირველი მატჩი ეშმაკუნებისთვის "ლიგის თასზე" 2013/14 წლების სეზონში.
  • ლივერპულმა კი 1 მატჩი გამართა "ნოთს ქანთრისთან" და ამ მატჩში 4-2 იმარჯვა.


ცოტა რამ ამ დაპირისპირების შესახებ

ამ დაპირისპირებას მთელი ინგლისი და არა მარტო ინგლისი მოუთმენლად ელოდება. ეს ორი ბრიტანული გრანდის დაპირისპირებაა და ამიტომაც ხშირად ამ მატჩს "ინგლისური დერბის" სახელით მოიხსენიებენ. ეს არის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის დაპირისპირება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთის მოყვარულების უმეტესობა ფიქრობს, რომ "ელ კლასიკოა" ყველაზე დაძაბული დერბი. მაგრამ ინგლისში ასე არ ფიქრობენ. სერ ალექს ფერგიუსონმაც განაცხადა ამ დერბის შესახებ, რომ ამ ორი კლუბის დაპირისპირება უფრო დაძაბული და მნიშვნელოვანია ვიდრე "ელ კლასიკო" იმიტომ, რომ აქ განსხვავება მცირეა როგორც ტიტულებში ასევე კლუბებს შორის მანძილში. "ინგლისური დერბის" ორივე გუნდის ფანები საკმაო რაოდენობით დადიან მოედნებზე, როგორც "ენფილდზე" ისევე "ოლდ ტრაფორდზე". რაც კატალონიასა და მადრიდს შორის მანძილის გამო ვერ ხერხდება.

Manchester United VS Liverpool Preview

მართალია ბოლო დროს "ლივერპულს" უჭირს ტიტულიებისთვის ბრძოლა, რადგან ბოლო ოცწლეულის მანძილზე ინგლისში "იუნაიტედი" დომინირებს. მაგრამ ამ დაპირისპირებაში მნიშვნელობა არ აქვს გუნდების ფორმას, რადგან ორივე კლუბი წარმოუდგენელი შემართებით გამოდის მოედანზე, რათა თავიანთ გამარჯვებების ნუსხას კიდევ ერთი გამარჯვება შემატონ. ეს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირებაა, ამით ყველაფერია ნათქვამი!

ურთიერთშეხვედრები

ეს ორი კლუბი ისტორიის მანძილზე სულ 188-ჯერ დაუპირისპირდა ერთმანეთს. აქედან 74 მატჩი "იუნაიტედმა" მოიგო. 63 მატჩში "მერსესაიდელებმა" შეძლეს გამარჯვება, ხოლო 51 მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. ბოლო 10 მატჩიდან რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, 9ჯერ შეძლეს მასპინძლება გამარჯვება და ბურთების შეფარდება 19:10 "ეშმაკუნების" სასარგებლოდ.

ბოლო 10 დაპირისპირება
Liverpool 1 - 0 Man. Utd.
Man. Utd. 2 - 1 Liverpool
Liverpool 1 - 2 Man. Utd.
Man. Utd. 2 - 1 Liverpool
Liverpool 2 - 1 Man. Utd.
Liverpool 1 - 1 Man. Utd.
Liverpool 3 - 1 Man. Utd.
Man. Utd. 1 - 0 Liverpool
Man. Utd. 3 - 2 Liverpool
Man. Utd. 2 - 1 Liverpool

რა დროს გააქვთ გოლები ურთიერთშეხვედრებში.
Manchester United VS Liverpool Preview
რა პოზიციიდან გააქვთ გოლები ურთიერთშეხვედრებში.

Manchester United VS Liverpool Preview
Readers Prediction

Manchester United VS Liverpool Preview
სავარაუდო შემადგენლობები

Manchester United VS Liverpool Preview
მატჩის პრომო ვიდეო

მატჩის წინ
20 კომენტარი
№11
ავტორი: love united
25 სექტემბერი 2013 18:50
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მოსაგები თამაშია..მოიესმა უნდა დაამტკიცოს,რომ აქ ტყუილად არ არის...პრევიუზე არაფერს ვამბობ,როგორც ყოველთვის საუკეთესოა..
0
№12
ავტორი: Malboro463
25 სექტემბერი 2013 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რუნი - კაგავა
ზაჰა-ქლევრლი- კერიკი- - ნანი
0
№13
ავტორი: gio(kosheichi)
25 სექტემბერი 2013 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
BERDI MAN_FAN,
rodesac gundshi gyavs keriki fellaini da atamasheb andersosns roca gundshigyav nani da atamasheb kagavas roca gundshi gyavs evra da vidichida atamasheb evanss da fabios tan es yvelaferi liverpultan xdeba es is liverpulia romelic wlebia rac chveni mteria me veranairad ver gaugeb moies chemtvis miugebelia no
0
№14
ავტორი: buka oboladze
25 სექტემბერი 2013 20:43
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
gio(kosheichi),
რაარის გაუგებარი, თასის თამაშია და ფეხბურთელებს ცდის, აბა პრემიერლიგის თამაშში ხოარ გამოცდის, ახლა რომელიმე ფეხბურთელი თუ გამოიჩენს თავს, დიდი იმედიმაქვს რომ ეს ზაჰა იქნება მას უფრო დიდი დროის გაარების საშუალებას მისცემს პრემიერლიგის თამაშებში, რაარის ამაში გაუგებარი.
0
№15
ავტორი: Macklemore
25 სექტემბერი 2013 21:12
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ციტატა: gio(kosheichi)
BERDI MAN_FAN,
rodesac gundshi gyavs keriki fellaini da atamasheb andersosns roca gundshigyav nani da atamasheb kagavas roca gundshi gyavs evra da vidichida atamasheb evanss da fabios tan es yvelaferi liverpultan xdeba es is liverpulia romelic wlebia rac chveni mteria me veranairad ver gaugeb moies chemtvis miugebelia

ჩემო ძმაო ეგრე გუნდი სეზონის ბოლომდე ვეღარ მიატანს და სეზონის მეორე ნახევარი ფაქტობრივად ჩავარდება. ასე ფეხბურთელებს კვირაში 2 თამაში უწევთ და ეგეთ გრაფიკს 11 ფეხბურთელი ნაღდად ვერ გაუძლებს. ახალი სისხლია საჭირო და ახალი სისხლი ასე პირდაპირ ვერ იქნება, უნდა გამოცადონ ფეხბურთელები, რომ შემდეგ ძირითადი 11ეულისთვის იბრძოლონ.
0
№16
ავტორი: gio(kosheichi)
25 სექტემბერი 2013 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
Macklemore,
Macklemore,
magashi martalixar mara esaris tamashi liverpultan im liverpultan romelmac chven premier ligashi mogvigo
0
№17
ავტორი: m-an-united
25 სექტემბერი 2013 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
unda movigot ra!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№18
ავტორი: vova
25 სექტემბერი 2013 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
kagawa sad aris vafshe ro ar chans arc ganacxadshi arsad ar aris
0
№19
ავტორი: Malboro463
25 სექტემბერი 2013 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
Teams: Manchester United: De Gea; Rafael, Smalling, Evans, Buttner; Nani, Jones, Giggs, Kagawa; Rooney, Hernandez/

//Liverpool: Mignolet, Toure, Sakho, Skrtel, Enrique, Henderson, Lucas, Gerrard, Moses, Suarez, Sturridge

რა შემადგენლობა წავაგებთ მგონი :დ
0
№20
ავტორი: love united
26 სექტემბერი 2013 00:05
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა წავაგეთ,მოვიგებთ უეჭველი...1-0...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top