თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2013, 10:19
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2935,
კომენტარები: 19
Manchester City VS Manchester United - Preview
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
Manchester City VS Manchester United - Preview
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

სტადიონი: "ეტიჰადი", მანჩესტერი
მონაცემი: პრემიერ-ლიგა, მე-5 ტური
მსაჯი: ჰოვარდ უები
თარიღი: კვირა, 22 სექტემბერი 2013წ.
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)
ტრანსლაცია: Silk Sport HD
Manchester City VS Manchester United - Preview

Manchester City VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ სიტი"
ტრავმირებულები: კლიში,დემიჩელისი
დისკვალიფიკაცია: არავინ.
კითხვისნიშნისქვეშ: რიჩარდსი,დავიდ სილვა
შემადგენლობა: Hart, Pantilimon, Zabaleta, Richards, Kompany, Nastasic, Lescott, Boyata, Kolarov, Silva, Nasri, Milner, Navas, Fernandinho, Toure, Garcia, Rodwell, Aguero, Dzeko, Negredo, Jovetic.
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

დავიდ სილვას ტრავმის გამო ბოლო 2 მატჩი გაუცდა,მაგრამ შესაძლოა ის "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ვიხილოთ."ქალაქელეებს" დაუბრუნდათ ცენტრალური მცველი ვისენტ კომპანი,რომელსაც რამდენიმე მატჩი გაუცდა მუხლის ტრავმის გამო.სეზონის ბოლო მატჩი "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პლზენის" წინააღმდეგ გამართა და 0:3 დაამარცხა.

Manchester City VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: რაფაელი,ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: დენი უელბეკი
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Amos, Rafael, Fabio, Jones, Smalling, Ferdinand, Vidic, Evra, Buttner, Valencia, Giggs, Carrick, Cleverley, Fellaini, Anderson, Kagawa, Nani, Young, Welbeck, Van Persie, Rooney, Hernandez.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი

"წითელი ეშმაკების" გუნდში ისევ არიან ტრავმირებულნი რაფაელ და სილვა და ფილ ჯონსი.კითხვისნიშნის ქვეშ არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდის დენი უელბეკის თამაში,რომელიც ასევე ტრავმირებულია.სეზონის ბოლო მატჩი დევიდ მოეისის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაიერ ლევერკუზენის" წინააღმდეგ ჩაატარა და დამაჯერებლად 4:2 დაამარცხა მეტოქე.

გუნდების ფორმა

Manchester City VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე ბოლო 52 მატჩში მოეხარხა მეტოქისთვის გოლის გატანა.ამ მხრივ რეკორდი "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის,რომელმაც ზედიზედ 66 მატჩში მოეახერხა მეტოქისთვის გოლის გატანა "ოლდ ტრაფორდზე"."ქალაქელეების" გატანილი 14 გოლიდან მიმდინარე სეზონში მათ 4 გოლის გატანა საჯარიმოს გარედან მოახერხეს რაც ჯერ-ჯერობით ყველაზე კარგი მაჩვენებელია ჩემპიონატში.მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო ტურში მანუელ პელეგრინის გუნდი "სტოკ სიტის" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.ეს მატჩი პელეგრინისთვის პირველი იყო "მანჩესტერ სიტის" სათავეში,რომელშიც მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა.ამ მომენტისთვის სიტი მე-4 ადგილს იკავებს ჩემპიონატში 7 ქულით,ანალოგიური ქულების რაოდენობა აქვს "მანჩესტერ იუნაიტედსაც".4 ტურში მათ 8-ჯერ შეძლეს მეტოქის კარის დალაშქვრა ხოლო 3 ჯერ საკუთარ კარში გაუშვეს გოლი.ბოლო გამარჯვება მათ ინგლისის პრემიერ ლიგაში 31 სექტემბერს მოიპოვეს რიგით მე-3 ტურში "ჰალ სიტის" წინააღმდეგ ხოლო მე-2 ტურში ისინი "კარდიფთან" დამარცხდნენ ერთ ბურთიანი სხვაობით.

Manchester City VS Manchester United - Preview

სეზონის ბოლო მატჩი დევიდ მოეისის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაიერ ლევერკუზენის" წინააღმდეგ ჩაატარა და დამაჯერებლად 4:2 დაამარცხა მეტოქე.დევიდ მოიესს,რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი არის "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ 10 მატჩი აქვს ჩატარებული მერსისაიდული "ევერტონით" და 5-ჯერ მოახერხა მათი დამარცხება.პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდა,სადაც რობინ ვან პერსისა და უეინ რუნის გოლების ხარჯზე ორ ბურთიანი სხვაობით დაამარცხეს მეტოქე.ამ მომენტისათვის "წითელი ეშმაკები" სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს 7 ქულით (2 მოეგება - 1 ფრე - 1 წაგება).ამ მომენტისათვის დევიდ მოეისის გუნდმა მეტოქის კარის აღება 6-ჯერ მოახერხა ხოლო საკუთარ კარში 2 ბურთი გაუშვა.

ცოტა რამ გუნდებზე

Manchester City VS Manchester United - Preview
მანჩესტერ სიტი — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მანჩესტერიდან. კლუბი გამოდის ინგლისის პრემიერ ლიგაში. კლუბი დაარსდა 1880 წელს. თავდაპირველად კლუბს „უესტ გორტონ სენტ მარქსი“ დაერქვა. 1887 წელს კლუბს „არდუიკი“ დაერქვა და სტადიონ „გაიდ როუდზე გადავიდა“. 1894 წელს კლუბმა ახლანდელი სახელწოდება „მანჩესტერ სიტი“ მიიღო.
ისტორიის განმავლობაში კლუბმა 3 სტადიონი გამოიცვალა: დაარსებიდან 1923 წლამდე „ქალაქელების“ საშინაო არენა „გაიდ როუდი“ იყო. 1923-2003 წლებში კი კლუბი საშინაო მატჩებს „მეინ როუდზე“ ატარებდა. 2002 წელს აშენდა სიტის ამჟამინდელი სტადიონი, „ეტიჰად სთეიდიუმი“. 2003 წლიდან კი კლუბის საშინაო არენაა. ეს სტადიონი 48 000-მდე გულშემატკივარს იტევს.
XX საუკუნეში „მანჩესტერ სიტი“ ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (1936/1937 და 1967/1968 წლის სეზონებში), 1990-იან წლებში „მანჩესტერ სიტი“ სამჯერ ჩამოქვეითდა დაბალ დივიზიონებში, 1998/99 წელს კლუბი მეორე დივიზიონში გავარდა და 3 წლის შემდეგ 2002 წელს კლუბი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. 2008 წელს კლუბი კომპანია „აბუ-დაბი იუნაიტედ ჯგუფმა“ შეიძინა. ამის შემდეგ კლუბში დიდი ინვესტიციები ჩაიდო, გუნდმა შეიძინა უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი.ფულის ხარჯვამ შედეგი 2011 წელს გამოიღო შედეგი, როდესაც „სიტიმ“ ინგლისის თასი მოიგო. ასევე „ქალაქელები“ 2010/11 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. „სიტი“ პირველად ევროთასებზე 1973 წელს გავიდა, როდესაც ინგლისის სუპერთასი მოიგო. ასევე 2011 წლის 7 აგვისტოს „უემბლიზე“ ისინი დამარცხდნენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ანგარიშით 2:3 . 2012 წლის 13 მაისს, კი „სიტიმ“ შეძლო და დრამატულ ბრძოლაში „ქუინს პარკ რეინჯერსს“ 3:2 სძლია, „ქალაქელებმა“ მესამე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს და 44 წლის შემდეგ კვლავ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.
კლუბის მთავარი მწვრთნელი იტალიელი რობერტო მანჩინია. ის კლუბში 2009 წელს, დეკემბერში მივიდა. ამის შემდეგ კლუბის კაპიტანი ვენსან კომპანია.

Manchester City VS Manchester United - Preview
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ახლანდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა, გუნდს მოაგებინა 24 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.

დევიდ მოეისის მატჩის წინ

Manchester City VS Manchester United - Preview

მოლოდინი
"ჩვენ შესანიშნავად ვიასპარეზეთ წინა მატჩებში და ახლა ძალიან თავდაჯერებულები ვართ. ვიმედოვნებ, რომ კვირას მატჩს კარგად ჩავატარებთ."

"ყოველი დერბის წინ ნორმალურია მცირედი ღელვა. ასეთი მატჩები გულშემატკივრებში დიდ ნერვიულობას დაშიშს იწვევს. ეს თამაში მოთამაშეებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოოდ მნიშვნელოვანი ისაა, თუ რომელ ადგილზე დაასრულებს სეზონს. ასე რომ ასეთი აუცილებელი და პრინციპული მატჩები, მნიშვნელოვანია სამი ქულისთვის. ვიმედოვნებ, რომ სამი ქულის აღებას აუცილებლად შევძლებთ."


უეინ რუნი
"ოლდ ტრაფორდზე" მოსვლის პირველივე დღიდან ეჭვი არ მეპარებოდა, რომ უინი კლუბისთვის ძალზედ აუცილებელი ადამიანი იყო. ჩვენ შევეცდებით, რომ მან საუკეთესო ფორმა დაიბრუნოს. ის ყოველთვის დიდებული მოთამაშე იყო. როდესაც მან "ევერტონი" დატოვა, გასაგები იყო, თუ რამხელა წარმატება ელოდა მას წინ. რამდენიმე წელსში მან დაამტკიცა, რომ "იუნაიტედისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია."

"მე მასთან სამი თვეა რაც ვმუშაობ და უკვე მაქვს მის თამაშზე დასკვნა. ის ბევრს ვარჯიშობდა და ახლა შესანიშნავ ფორმაშია. მას არ აქვს ზედმეტი წონა, აგრესიულია და სწარფი. სულ მალე, ის თავის პირვანდელ ფორმას დაუბრუნდება."

"მან მოახერხა უქმეებზე გოლის გატანა, ხოლო სამშაბათს ორი გოლის გატანა. მისი ფორმის აღდგენას ხელი უნდა შევუწყოთ. ძალიან მინდა, რომ მან კვირასაც მოახერხოს რამდენიმე გოლის გატანა."


ანტონიო ვალენსია
"მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა სამშაბათს. ხალხი საუბრობდა იმაზე, რომ მას ძველი ნომერი უნდა დებრუნებინა შემდეგ ისევ კარგად, რომ ეთამაშა. არის მომენტი, როდესაც ფეხბურთელზე ფსიქოლოგიური ხრიკი მოქმედებს."

"ძალიან გახარებული ვარ, რომ ანტონიო ბოლო მატჩებს კარგად ატარებს. მე მას ვუთხარი, რომ სეზონში 6-7 ბურთი უნდა გაეტანა. ვფიქრობ, რომ მან სწორედ გამიგო. ეკვადორიელს შესანიშნავი სტარტი აქვს და ვიმედოვნებ, რომ ის თამაშს აღარ მოუკლებს."

ურთიერთშეხვედრები

Manchester City VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" პაექრობათა ისტორიას XIX საუკუნის მიწურულს გადავყავართ. 1881 წლის 12 ნოემბერს ამ გუნდებს, უფრო სწორად კი მათ წინამორბედებს შორის, პირველი პაექრობა გაიმართა. "ნიუტონ ჰითმა" ("იუნაიტედის" წინამორბედმა) "უესტ გორდონს" (შემდგომში "მანჩესტერ სიტი"-დ წოდებულს) 3:0 სძლია. იმ თამაშის მიმომხილველმა გაზეთ "ეშტონ რეპორტერში" გამოქვეყნებულ სტატიაში, ნანახს "სასიამოვნო თამაში" უწოდა...
მეტოქეთა პირველი პაექრობა ჩემპიონატში 1894-95 წლების სეზონში შედგა, პირობითად მეტოქის მოედანზე. "ჰაიდ როუდზე" გამართული პაექრობა "ნიუტონ ჰითმა" 5:2 მოიგო. ამ დროს მის მეტოქეს უკვე ერქვა "მანჩესტერ სიტი"...
პირველ დივიზიონში ანუ ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ელიტაში, (პრემიერლიგის დაარსებამდე უმაღლეს ლიგას პირველი დივიზიონი ერქვა) მანჩესტერის ორი კლუბის პაექრობა პირველად 1906 წლის დეკემბერში გაიმართა, "მანჩესტერ სიტიმ" 3:0 იმარჯვა. ამ თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვით "ცისფერებმა" ათასი გირვანქა სტერლინგი მიიღო, იმ დროისთვის ეს ძალიან დიდი თანხა იყო.
საინტერესოა, რომ მეორე მსოფლიო ომამდე კლუბებს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, ქალაქის მცხოვრებნი კი ორივე კლუბის საშინაო მატჩებს ესწრებოდნენ. ომის შემდეგ, რამდენიმე წლის მანძილზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" "სიტის" სარბიელით, "მეინ როუდით" სარგებლობდა. ფაშისტური გერმანიის ავიაციამ "ოლდ ტრაფორდი" დაბომბა და თითქმის მთლიანად გაანადგურა...
XX საუკუნის70-იან წლებში კლუბებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა და ქალაქის მოსახლეობაც ორად გაიყო, "სიტის" ქომაქებს "იუნაიტედის" მხარდამჭერები სძულდათ.
1970 წლის დეკემბერში "ოცნების თეატრის" ვარსკვლავმა ჯორჯ ბესტმა მორიგი დერბისას მეტოქე გლინ პარდოუს ფეხი მოსტეხა. ტრავმა იმდენად მძიმე გამოდგა, რომ ამ უკანასკნელს კინაღამ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა...1973-74 წლების სეზონში. პირველი დერბის დროს, რომელიც "მეინ როუდზე" გაიმართა, მსაჯმა მასპინძელი მაიკ დოილი და იუნაიტედელი ლუ მაკარი გააძევა, თუმცა მათ მოედნიდან გასვლა არ ისურვეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ თამაში შეწყდა, არბიტრმა გუნდები გასახდელში გაუშვა და მატჩი არ განაახლა, ვიდრე თანაგუნდელებმა გაძევებულები არ დააშოშმინეს...
იმ სეზონის მეორე მატჩი, 1974 წლის 27 აპრილს, რომელიც შედგა "ოლდ ტრაფორდზე", მანჩესტერული დერბის ისტორიაში "დენის ლოუს თამაშის" სახელითაა შესული. იმ დროს ლეგენდარული შოტლანდიელი უკვე "სიტის" ღირსებას იცავდა, "იუნაიტედი" კი პირველ დივიზიონში დასარჩენად იბრძოდა და საამისოდ გამარჯვება სჭირდებოდა. სათქმელია ისიც, რომ ოლდტრაფორდელთა ელიტაში დარჩენა "ნორვიჩ სიტისა" და "ბირმინგემ სიტის" მატჩის შედეგზეც იყო დამოკიდებული, ნორვიჩელებს უნდა მოეგოთ. მე-80 წუთისთვის ანგარიში 0:0 იყო. სტუმართა ნახევარმცველმა ფრენსის ლიმ "იუნაიტედის" საჯარიმოსთან მყოფ დენის ლოუს მიაწოდა ბურთი, რომელსაც კარისკენ არც გაუხედავს, პირდაპირ დაარტყა, მასპინძელთა მეკარე ალექს სტეპნიმ გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო და შესაბამისად, "მანჩესტერ სიტი" 1:0 დაწინაურდა. თანაგუნდელები ლოუს ულოცავდნენ, ის კი თავჩაქინდრული გავიდა მოედნიდან, მწვრთნელმა უმალ შეცვალა. ეს იყო ევროპის 1964 წლის საუკეთესო ფეხბურთელის კარიერაში, უკანასკნელი მატჩი ინგლისის ჩემპიონატში. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ის თამაში 0:1 წააგო და ლიგიდან გავარდა, თუმცა რომც მოეგო, მაინც ვერ დარჩებოდა, რადგან ნორვიჩელებმა ბირმინგემელებთან ვერ გაიმარჯვეს. წლების შემდეგ დენის ლოუმ "იუნაიტედის" კარში იმ შეხვედრაში გატანილ გოლს კარიერის უცუდესი მომენტი უწოდა: "19 წლის მანძილზე ყველანაირად ვცდილობდი გოლის გატანას და როცა მიზანს ვაღწევდი, უზომოდ მიხაროდა. ის გოლი კი ერთადერთია, რომელმაც გული ძალიან მატკინა..."
პრემიერლიგის დაარსების შემდეგ ქალაქურ დაპირისპირებებში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა იძალა, 2011 წლის 23 ოქტომბერი კი "ოლდ ტრაფორდზე" მაპინძლებმა გამანადგურებელი ანგარიშით 1:6 დამარცხდნენ "სიტისთან," რაც ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის ძალიან მძიმედ გადასატანი გამოდგა, გუნდმა ამ მარცხის შემდეგ, დიდი ხანი გონზე მოსვლა ვერ მოახერხა. ამ სეზონში განმეორებითი მატჩი "ეტიჰადზე" უსახური თამაში გამოდგა და კომპანის გოლით სიტიმ მოუგო მეტოქეს, რაც ჩემპიონობაში დაეხმარა. ამ კვირას, ყოველი მათგანი მოუთმენლად ელის ამ დაპირისპირებას, იმის მოლოდინში, რომ საპასუხო დარტყმას მიაყენებს დაუძინებელ მტერს. შარშან "ოლდ ტრაფორდზე" დაფიქსირებული ანგარიში "ცისფერების" ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ამ ორი გუნდის დაპირისპირების ისტორიაში.მიმდინარე პრემიერ ლიგის პირველ წრეში კი "ეტიჰადზე" სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა შეძლეს მინიმალური სხვაობით რობერტო მანჩინის გუნდის დამარცხება,იმ მატჩში გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ გაიტანა.ამის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა მეორე ტურის შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის,მაგრამ იმ შეხვედრას რაიმე პრინციპული დატვირთვა არ ჰქონდა,რადგან სერ ალექსის შეგირდებს ტიტული უკვე მოპოვებული ჰქონდათ.ამის მიუხედავად ისინი მაინც დამარცხდნენ ქალაქელებთან მინიმალური სხვაობით.

English Premier League.
08.04.2013 Manchester United 1-2 Manchester City
9.12.2012 Manchester City 2-3 Manchester United
30.04.2012 Manchester City 1-0 Manchester United
23.10.2011 Manchester United 1-6 Manchester City
12.02.2011 Manchester United 2-1 Manchester City
10.11.2010 Manchester City 0-0 Manchester United
17.04.2010 Manchester City 0-1 Manchester United
20.09.2009 Manchester United 4-3 Manchester City
10.05.2009 Manchester United 2-0 Manchester City
30.11.2008 Manchester City 0-1 Manchester United
10.02.2008 Manchester United 1-2 Manchester City
19.08.2007 Manchester City 1-0 Manchester United
05.05.2007 Manchester City 0-1 Manchester United
09.12.2006 Manchester United 3-1 Manchester City
14.01.2006 Manchester City 3-1 Manchester United
10.09.2005 Manchester United 1-1 Manchester City
13.02.2005 Manchester City 0-2 Manchester United
07.11.2004 Manchester United 0-0 Manchester City
14.03.2004 Manchester City 4-1 Manchester United
13.12.2003 Manchester United 3-1 Manchester City
09.02.2003 Manchester United 1-1 Manchester City
09.11.2002 Manchester City 3-1 Manchester United
21.04.2001 Manchester United 1-1 Manchester City
18.11.2000 Manchester City 0-1 Manchester United
06.04.1996 Manchester City 2-3 Manchester United
14.10.1995 Manchester United 1-0 Manchester City
11.02.1995 Manchester City 0-3 Manchester United
10.11.1994 Manchester United 5-0 Manchester City
23.04.1994 Manchester United 2-0 Manchester City
07.11.1993 Manchester City 2-3 Manchester United
20.03.1993 Manchester City 1-1 Manchester United
06.12.1992 Manchester United 2-1 Manchester City

ბოლო მატჩი "ეტიჰადზე"

Manchester City VS Manchester United - Preview

ეს ორი გუნდი ბოლოს "ეტიჰადზე" 2012 წლის 9 დეკემბერს დაუპირისპირდა.ამ შეხვედრაში უეინ რუნისა დუბლისა და რობინ ვან პერსის გოლის წყალობით "წითელმა ეშმაკებმა" მოახერხეს სამი ქულის აღება ხოლო "მანჩესტერ სიტის" რიგებიდან ბურთები ზაბალეტამ და იაია ტურემ გაიტანა.


რა დროს გააქვთ გოლები ურთიერთშეხვედრებში.

Manchester City VS Manchester United - Preview

Manchester City VS Manchester United - Preview

რა პოზიციიდან გააქვთ გოლები ურთიერთშეხვედრებში.

Manchester City VS Manchester United - Preview

Manchester City VS Manchester United - Preview

LAST 5 MATCH

Manchester City VS Manchester United - Preview
მატჩის წინ
19 კომენტარი
№11
ავტორი: I L C
21 სექტემბერი 2013 14:14
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
უნდა მოვიგოთთ...როგორi პრევიუცაა ისეთი ანგარიშით რომ მოვიგოთ ცუდი არ იქნება..:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№12
ავტორი: love united
21 სექტემბერი 2013 14:43
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ფელაინიმ უნდა გაიტანოს გეიმ ვინერი... wink
0
№13
ავტორი: NeymaR
21 სექტემბერი 2013 19:22
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
საღოლ ავტორ კარგი პრევიუა :)

ჰანდიკაპით რომ მოვიგოთ შესანიშნავი იქნება :) 3-0 ან 4-1 გაასწორებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№14
ავტორი: Malboro463
21 სექტემბერი 2013 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
ლინგარდმა 4 გოლი გაიტანა
0
№15
ავტორი: TrueRed
21 სექტემბერი 2013 21:58
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Sagol avtor magarii prewiua. Imedia movigebt, didi imedi maqvs
0
№16
ავტორი: VaRdo
22 სექტემბერი 2013 12:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ დავით. დერბის მოლოდინშია მთელი საფეხბურთო სამყარო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№17
ავტორი: Berba 9
22 სექტემბერი 2013 12:22
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ჩემი პრევიუს მწერალი <3 :)))) საღოლ დავით, კარგია როგორც ყოველთვის და უფრო კარგი როგორც არასდროს:))) მოკლედ წარმატებები იუნაიტედს და იმედია მოვიგებთ, კი არა უეჭველი მოვიგებთ !!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№18
ავტორი: chudikone
22 სექტემბერი 2013 13:42
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან მაგარი პრევიუა ! დღეს უნდა მოვიგოთ !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№19
ავტორი: Malboro463
22 სექტემბერი 2013 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top