"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბაიერ ლევერკუზენი" - პრევიუ
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი",მანჩესტერი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი.
მსაჯი: დამირ სკომინა.
თარიღი: სამშაბათი, 17 სექტემბერი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: ნანი
კითხვისნიშნისქვეშ: რაფაელი
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი
"მანჩესტერ იუნიატედი" პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდა.მათ რობინ ვან პერისა და უეინ რუნის გოლების წყალობით "არწივები" ორ ბურთიანი სხვაობით დაამარხეს.კითხვისნიშნის ქვეშ არის "წითელი ეშმაკების" უკანახაზელის რაფაელის თამაში "ბაიერნ ლევერკუზენის" წინააღმდეგ.
"ბაიერ ლევერკუზენი"
ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი: სემი ჰიპია
"ბაიერნ ლევერკუზენი" მიმდინარე ბუნდესლიგის ბოლო ტურში "ვოლსბურგს" დაუპირისპირდა და ორ ბურთიანი სხვაობით დაამარცხა.ამ მომენტისათვისსემი ჰიპიას გუნდი მესამე ადგილს იკავებს 12 ქულით გერმანიის ბუნდესლიგაში.
გუნდების ფორმა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონის სტარტს უელსური "სუონსი" საკმაოდ დამაჯერებელი ანგარიშით 1-4 დაამარცხა, თუმცა ამის შემდეგ "იუნაიტედმა" 2 თამაშში მხოლოდ 1 ქულის აღება შეძლო. იუნაიტედმა სულ რამდენიმე დღის წინ საკუთარ "ოლდ ტრაფორდის" სტადიონზე უმასპინძლა დებიუტანტ "კრისტალ პალასს" და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა. "წითელ ეშმაკებს" სეზონის სტარტი არც ისე ეფექტური გამოუვიდათ, მაგრამ დევიდ მოიესის თქმით მისი გუნდი საკმაოდ ახლოსაა ფორმის პოკთან და ისინი ეცდებიან ყველა მატჩში გამარჯვების მოპოვებას. შეგახსენებთ, რომ ეს იქნება "იუნაიტედისთვის" რიგით მე-18 ჩემპიონთა ლიგის გათამაშება და ამ სეზონში წითელი ეშმაკები შეეცდებიან გაიმეორონ 1968, 1999 და 2008 წლის ტრიუმფალური გამოსვლები ამ ტურნირზე.

"ლევერკუზენის ბაიერი" როგორც შარშანდელ სეზონში-წელსაც ამტკიცებს, რომ ანგარის გასაწევი ძალაა. როგორც მოგეხსენებათ შარშანდელ სეზონში მათ მე-3 ადგილი დაიკავეს ბუნდესლიგაში. ისინი წელსაც აგრძელებენ საკმაოდ ეფექტური და შედეგიანი ფეხბურთის ჩვენებას, ისინი მიმდინარე სატურნირო ცხრილის მესამე ადგილს 5 ტურში მოგროვებული 12 ქულით იკავებენ.
რაც შეეხება ბაიერის სატრანსფერო პოლიტიკას, ისინი ამ მხრივადაც საკმაოდ აქტიურები არიან. კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოემზადა 2 ფრონტზე საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ მათ გაყიდეს: ანდრეი შურლე(ჩელსი), მიხაილ კადლეცი(ფენერბახჩე) და დანიელ კარვახალი(რეალი) მათ შეიძინეს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც გუნდს კონკურენტუნარიანს გახდიდა ყველა იმ ტურნირში, რომლებშიც ისინი მონაწილეობდა.
საინტერესო ფაქტები
- დევიდ მოიესისთვის ეს იქნება სადებიუტო მატჩი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც იგი მწვრთნელი რანგში გამართავს.
- სემი ჰიპიასთვის ეს იქნება პირველი ვიზიტი "ოლდ ტრაფორდზე" მწვრთნელის რანგში. ის ბოლოს "ოცნებების თეატრს" 2009 წლის 14 მარტს ესტუმრა როგორც ფეხბურთელი.
ურთიერთშეხვედრები
ეს ორი გუნდი ერთმანეთს სულ 4ჯერ შეხვდნენ, ამ 4 მატჩიდან 2 წითელი ეშმაკების გამარჯვებით დასრულდა, ორ შეხვედრაში კი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა.
13.11.2002 Manchester United 2-0 Bayer Leverkusen
24.09.2002 Bayer Leverkusen 1 - 2 Manchester United
30.04.2002 Bayer Leverkusen 1-1 Manchester United
24.04.2002 Manchester United 2-2 Bayer Leverkusen
LAST FIVE MATCH
სავარაუდო შემადგენლობები