თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2013, 20:37
ავტორი: love united,
ნანახია: 2401,
კომენტარები: 12
ფელაინი: "ფანტასტიური დებიუტი იყო"
მარუან ფელაინიმ მადლობა გადაუხადა "იუნაიტედის" გულშემატკივრებს, რომლებმაც ის გაამხნევეს...
ფელაინი:
ბელგიელმა ნახევარმცველმა მე-60 წუთზე ანდერსონი შეცვალა და დაიმსახურა აპლოდისმენტები "ოლდ ტრაფორდის" ოთხივე მხრიდან. ბევრ გულშემატკივარს პარიკიც კი ეხურა, რათა გაემხნევებინა "იუნაიტედის" ახალწვეული. მატჩის შემდეგ ის MUTV-ს ესაუბრა და მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს:"ძალიან გახარებული ვარ, რადგან "ოლდ ტრაფორდზე" პირველი მატჩი ჩავატარე. ფანტასტიური დებიუტი მქონდა და რაც მთავარია, გუნდმა მოიგო. მე მიხაროდა, ამავდროულად ვნერვიულობდი. ვფიქრობ, კარგად წარმოვაჩინე თავი. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს. ფანები დამეხმარმენ მე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ გუნდისთვის და გუნდელებისთვის. ეს კარგი გამარჯვება იყო. არც რთული, არც მარტივი. უბრალოდ კარგი გამარჯვება. "იუნაიტედის" მიზანია ყველა თამაშის მოგება.შემდეგი მატჩი მნიშვნელოვანია-ჩემპიონთა ლიგაში "ლევერკუზენს" ვხვდებით. ასე რომ, დღევანდელი შედეგი წარმატების საწინდარია."

მენეჯერი დევიდ მოიესიც კმაყოფილი იყო მარუანის თამაშით:"ვფიქრობ, ფელაინი კარგად გამოიყურებოდა. გულშემატკივარმა ნახა, თუ როგორი მოთამაშეა ის. მე მინდოდა მას ორთაბძოლები მოეგო და გუნდელებისთვის ბურთი გაენაწილებინა. მას ბევრად უკეთ შეუძლია თამაში. ფელაინიმ დღეს შეხვედრა დააწყნარა. მე მინდოდა დავრწუმებულიყავი, რომ რაიმე სისულელეს არ ჩავიდენდით თუნდაც 10 კაციან გუნდთან."

დღევანდელ მატჩში კიდევ ერთმა ბელგიელმა მიიღო მონაწილეობა. დებიუტი ქონდა 18 წლის ადნან იანუზაის. მან დაიმსახურა კომპლიმენტები ფელაინისგან:"ყველამ იცის თუ რაოდენ ნიჭიერია ეს ბიჭი.ის მანჩესტერის მომავალია. მას დიდი ნიჭი აქვს და უნდა იშრომოს ბევრი.დღეს ადნანმა კარგად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები. მან უნდა გააგრძელოს მუშაობა საკუთარ თავთან."

წყარო:manutd.com
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: I L C
15 სექტემბერი 2013 11:29
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
კარგად ითამაშა ერთხელ კინაღამ გოლიც კი გაიტანა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№12
ავტორი: Shako Jones
15 სექტემბერი 2013 12:07
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
კარგია რომ იანუზაიმაც ითამაშაა..
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top