თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2013, 13:10
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2582,
კომენტარები: 12
საუკეთესო საკუეთესოთა შორის
ოფიციალური საიტის მიერ მომზადებული ვიდეო ჯორჯ ბესტზე.
საუკეთესო საკუეთესოთა შორის
დროის სვლა ხშირად ჩრდილს აყენებს ლეგენდარული ფეხბურთლების ხსოვნას, მაგრამ ჯორჯ ბესტის ალი ყოველთვის კაშკაშა და ნათელია.

ფეხბურთის პირველი ნამდვილი სუპერვარსკვლავი, როგორც მოედანზე ასევე მის ფარგლებს გარეთ. პირველად იგი 1963 წელს გამოჩნდა სცენაზე, მშფოთვარე თინეიჯერი, რომელიც თავისი დამაბრმავებელი ტექნიკით, ბალეტის მოძრაობებით და ლომისებური სიმამაცით ცეცხლს ანთებდა მოედანზე.

სერ მეტ ბასბიმ აღმოაჩინა მარგალიტი, ჯორჯ ბესტი, რომელიც "მანჩესტერის" წამყვანი ფეხბურთელი გახდა გუნდის აღმავლობის ხანაში, მან გუნდს მოაგებინა ორი ლიგის ტიტული და ევროპის თასი 1968 წელს.

1974 წელს, როდესაც მან გუნდი დატოვა, მის ანგარიშზე იყო 470 მატჩი და 179 გატანილი გოლი. მისი ადგილი საფეხბურთო პანთეონში ჯერ კიდევ ხელუხლებელია.

ბევრისთვის, რომლებთაც მისი თამაშის ყურების შესაძლებლობა ჰქონდა, არ არსებობს ბესტზე უკეთესი ფეხბურთელი, ის იყო მაგიური. 2005 წელს მისმა სიკვდილმა დარდით მოიცვა უამრავი ადამიანი და მისი მემკვიდრეობა დღემდე ძლიერად არის შენახული.

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც აღბეჭდილია ირლანდიელის საუკეთესო მომენტები წითელ ფორმაში.



წყარო: ManUtd.com
ვიდეოები, ლეგენდები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
15 სექტემბერი 2013 09:40
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
სიმფლი ზი ბესთ
0
№12
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 10:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
ჯორჯ ბესტიიი <333
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top