თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2013, 16:54
ავტორი: washington,
ნანახია: 2787,
კომენტარები: 11
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
სრულიადში შემოგთავაზებთ დღის სიახლეებს....
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
აქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ დღის სიახლეებს...


პოგბა: "ბავშვობიდან "იუვეს" ვგულშემატკივრობ"

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი პოლ პოგბა აცხადებს, რომ ბავშვობიდან "იუვენტუსის" გულშემატკივარი იყო და ყოველთვის ოცნებობდა იტალიაში თამაშს. "პატარაობიდანვე "იუვეს" ვქომაგობდი და იტალიაში თამაშს ვოცნებობდი. ხომ ხედავთ თვით სერ ალექს ფერგიუსონმაც ვერ შემაჩერა და აგერ უკვე "ბებერი ქალბატონების" უცვლელ ფეხბურთელად მომიაზრებენ. ფრანგებს "იუვენტუსი" იმიტომ უყვართ, რომ ამ გუნდში მათი საუკეთესო თანამემამულეები თამაშობდნენ".


გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში


ჟურნალისტი: "შინჯი, შეგიძლია გვითხრა, თუ რატომ ვერ ხვდები "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში"?
შინჯი: "ამას მე რატომ მეუბნებით? წადით და დევიდ მოიესს ჰკითხეთ!. სიმართლე, რომ გითხრათ აქ არავისზე ნაკლებ სპორტულ ფორმაში ვარ და უბრალოდ როგორც ჩანს ახალ მწვრთნელს არ მოვდივარ თვალში".


კრიშტიანუ 22 სექტემბერს "რეალთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

ერთბაშად რამდენიმე ესპანური წყარო იუწყება, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალთან" 22 სექტემბერს ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს. თუ ეს ცნობა სიმართლე აღმოჩნდა, მაშინ პორტუგალიელი ვარსკვლავი "სამეფო კლუბში" 2018 წლის ივლისამდე იქნება და მისი წლიური გასამრჯელო 15 მილიონ ევროს არ ჩამოსცდება.


იანვარში: "მანჩესტერი" ხედირას ან ანდერ ერერას გაიფორმებს"

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო კამპანიით უკმაყოფილო"მანჩესტერ იუნაიტედი" იანვარში შეეცდება სამი ხედირას ან ანდერ ერერას ყიდვას. როგორც ინგლისური პრესა აცხადებს, მანკუნიანელებს მტკიცედ ააქვთ ამ ორიდან ერთ-ერთის ყიდვა გადაწყვეტილი და იმასაც, ამბობენ, რომ "იუნაიტედს" ხედირასგან განსხვავებით უფრო ახალგაზრდა ბასკი ნახევარმცველი, - ერერა ურჩევნია.


არდა თურანი ამ ზაფხულს კინაღამ "იუნაიტედში" აღმოჩნდა...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

მოგეხსენებათ, მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, არდა თურანი ამ ზაფხულს კინაღამ 24 მილიონ ევროდ, "მანჩესტერ იუნაიტედში აღმოჩნდა. ამის ფონზე მადრიდელებს ეს თანხა ეცოტავებათ და მზად არიან თურანს კონტრაქტი გაუხანგრძლივონ და მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონამდე გაზარდონ.


გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

"იუნაიტედი": "თუ უეინ რუნის ვერ დავიყოლიებთ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და მისი გაყიდვა მოგვიწია, მაშინ "ასტონ ვილადან" 22 წლის, ბელგიელ თავდამსხმელ, - კრისტიან ბენტეკეს ვიყიდით".



კაპელოს ინგლისიდან წასვლის შემდეგ, მის ნაცვლად გვარდიოლა უნდა მისულიყო, მაგრამ...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

ინგლისის ნაკრებში ფაბიო კაპელოს გადადგომის შემდგომ, იტალიელი სპეციალისტი გვარდიოლას უნდა შეეცვალა, თან არც პეპი ყოფილა ინგლისის ნაკრების გაწვრთნის უარზე, მაგრამ ბრიტანელებს მაინც, თავისი თანამემამულე უმჯობინებიათ და საბოლოოდ ჰოჯსონზე შეუჩერებიათ არჩევანი.


პ.ს სტატია დაწერილია სხვადასხვა ოფიციალურ და არაოფიციალურ წყაროებიდან...
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ჭორები, ინტერვიუები, ტრანსფერები, სურათები
11 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
14 სექტემბერი 2013 07:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kagawa imedia itamashebs dges. Pogbam tu ese gaagrdzela martla udzlieresi naxevarmcveli dadgeba magisgan. Imedia zamtarshi ereras davitrevt
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top