თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2013, 21:54
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2285,
კომენტარები: 13
კაგავა უკმაყოფილოა
იაპონიის ნაკრებში ჩატარებული მატჩის შემდეგ შინჯიმ ისაუბრა მის როლზე "იუნაიტედში"
კაგავა უკმაყოფილოა
გასულ წელს სერ ალექს ფერგიუსონმა "დორტმუნდიდან" შეიძინა იაპონელი ტანალტი - შინჯი კაგავა, თუმცა დევიდ მოიესის გუნდში მოსვლის შემდეგ მას სულ უფრო და უფრო ცოტა დრო ეძლევა თავის გამოსაჩენად. ამ უკანასკნელმა მხოლოდ 7 წუთი დაჰყო მოედანზე, როდესაც შეცვლაზე შემოვიდა Community Shield-ის ფინალში, უიგანის წინანააღმდეგ.

"სანაკრებო შესვენებისას" იაპონიის ნაკრები განას დაუპირისპირდა (3-1) და ამ მატჩში შინჯიმ თავის გამოჩენაც შეძლო. სწორედ ამ ფაქტმა უბიძგა მას რომ გამოეთქვა უკმაყოფილება სათამაშო დროის არქონასთან დაკავშირებით.

"გთხოვთ, ჰკითხეთ მოიესს რატომ არ ვიყავი ლივერპულთან განაცხადშიც კი"

"საწყენია, როდესაც თამაშის საშუალება არ გეძლევა, მაგრამ ასეთი გოლის გატანის შემდეგ მე თავდაჯერებულობა დამიბრუნდა და ყველანაირად ვეცდები გუნდში ადგილის დამკვიდრებას და სიტუაციის უკეთესისკენ შეცვლას"

"ხანდახან იმედგაცრუება ძალიან რთული გადასატანია, ხანდახან ადვილი, მაგრამ მე ამ გატანილ გოლმა სტიმული მომცა რომ თავი კარგად ვიგრძნო. ასე რომ მე ისღა დამრჩენია გავაგრძელო თავდაუზოგავად მუშაობა და გამოვიყენო ჩემი შანსი. როდესაც ისევ შევუერთდები კლუბს მე აუცილებლად შევეცდები გამოვიჩინო თავი პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. მე მჯერა რომ ეს ყველაფერი მალე აუცილებლად მოხდება!" - განაცხადა კაგავამ AFP news agency-სთან ინტერვიუში.

წყარო: SkySports
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: chaobi
11 სექტემბერი 2013 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
მიდი კაგავა მიაწექი ;)
0
№12
ავტორი: Shako Jones
11 სექტემბერი 2013 18:13
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
გაუშვებს ალბათ ამას.. არადა უნიჭიერესიაა
0
№13
ავტორი: Rosso Diavolo
11 სექტემბერი 2013 23:05
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მართალია ეს კაცი !
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top