თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2013, 10:31
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2305,
კომენტარები: 12
რიო:"ჩვენ ყველაფრის მოგება შეგვიძლია."
ინგლისელმა მცველმა რიო ფერდიანდნმა განაცხადა, რომ მას და მის თანაგუნდელებს ყველა ტიტულის მოგება შეუძლიათ...
რიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი რიო ფერდიანანდი დარწმუნებულია გუნდის ძალებში და ფიქრობს, რომ "ეშმაკუნებს" წელს ყველა ტიტულის მოგება შეუძლიათ.

"წითელმა ეშმაკუნებმა" ახალი სეზონი დევიდ მოესთან ერთად სუპერ თასის მოპოვებით დაიწყეს. მაგრამ ფერდინანდი თვლის, რომ კლუბს შეუძლია მოიგოს პრემიერ-ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი და ლიგის თასი ერთდროულად.

"ჩვენ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს იმისათვის, რომ ყველა ტიტული მოვიგოთ. ჩვენ წინა წელს დიდი გაჭირვების გარეშე შევძელით და პრემიერ-ლიგა მოვიგეთ, ხოლო მას შემდეგ ჩვენ არ დავსუსტებულვართ. ჯერ ადრეა ჩვენს შანსებზე საუბარი პრემიერ-ლიგაში, რადგან მხოლოდ სამი ტურია ჩატარებული. მოდით დაველოდოთ და ვნახოთ სეზონს რომელ ადგილზე დავამთავრებთ."

"მე ყველა ტიტულის მოპოვება მსურს. ჩვენ ეს ყველას გვსურს. მაგალითად, შეხედეთ რობინ ვან პერსის - ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ტიტულები აწიოს. სწორედ ამიტომ გადმოვიდა ის "იუნაიტედში". როდესაც შენ გაიგებ მოიგების გემოს, კიდევ გინდება მისი გასინჯვა. ასეთი წესია მანჩესტერ იუნაიტედში." - განაცხადა რიომ London Evening Standard-თან.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Red Hooligan
5 სექტემბერი 2013 15:13
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ვნახოთ რა იქნება = ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№12
ავტორი: S.A.F.
6 სექტემბერი 2013 01:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ჩემთვის პრემიერლიგა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემპიონთა ლიგა ... რავი ასეა და მანჩესტერში ვინც თამაშობს ყველა ინგლისელისთვისაც ასე იქნება...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top