"სელტიკის" 21 წლის ფეხბურთელი ვიქტორ უანიამას ხელში ჩასაგდებად მრავალი კლუბი იბრძვის, მათ შორის არის "მანჩესტერ იუნაიტედი." როგორც ჩანს საქმე სერიოზულადაა, რადგან "იუნაიტედმა" სთხოვა დაესახელებინათ "სელტიკის" მესვეურებს კენიელის ფასი და მათი თქმით უანიამა 25 მილიონი ფუნტ სტერლინგი ღირს. ფეხბურთელი, რომელიც 2011 წლიდან ირიცხება "სელტიკსში" 900,000 ფუნტ სტერლინგად იქნა შეძენილი, "ბეერსშოტიდან." თუმცა "იუნაიტედს" არ ჩამორჩა თანაქალაქელი "სიტი" და მათაც აქვთ წინადადება "სელტიკსთან" კენიელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი წინა სეზონში შეათანხმა, რომელიც 4 წელს ითვალისწინებს, თუმცა უანიამა პროგრესირებს და ფაქტიც სახეზეა, მისი ფასი 25-ჯერ და მეტჯერაც კი გაიზარდა. თავად ვიქტორი თამაშობს, როგორც ჩამშლელად, ასევე ცენტრალურ ნახევარმცველადაც. "ის მომავალი ვარსკვლავია" განაცხადა "სელტიკსის" მწვრთნელმა, ნეილ ლენონმა