თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2013, 10:36
ავტორი: love united,
ნანახია: 2362,
კომენტარები: 11
მოიესმა რუნი შეაქო
მანჩესტერ "იუნაიტედის" მენეჯერი, დევიდ მოიესი კმაყოფილია უეინ რუნის გუშინდელი თამაშით...
მოიესმა რუნი შეაქო
თამაშის დაწყებამდე "წითლების" თავდასმხელი, უეინ რუნი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის მთავარ ფიგურად იქცა, დასახელდა სასტარტო შემადგენლობის ერთ-ერთ მოთამაშედ.ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც უეინმა დევიდ მოიესის "იუნაიტედში" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.რუნიმ დიდი ენერგიის ხარჯზე მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობეს.

"კმაყოფილი ვარ უეინის პერფორმანსით და ასევე გახარებული, გულშემატკივრის რეაქციის გამო.მისი ასეთი თამაში მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის-ვხვდებოდი, ის შეძლებდა კარგად თამაშს.მე მას ვუთხარი, რომ 60-70 წუთის შემდეგ შევცვლიდი და უბრალოდ ვნახავდი, თუ როგორ კონდიციებში იყო.მაგრამ ის დაცვაშიც ჩადიოდა, ერთვებოდა ორთაბძოლებში.ასევე მან მოატყუა ორი-სამი მოთამაშე, რაც მაყურებელმა კარგად დაინახა.მას სურდა გატანა და ცოტა დააკლდა ამ მიზნის მისაღწევად დამატებულ დროში."

მენეჯერმა ასევე დაამატა, რომ ის კარგად უგებს რუნის, რომელთან ერთადაც "გუდისონ პარკზეც" მუშაობდა.შოტლანდიელის თქმით, ის ახლა ბოლომდე მზადაა-როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად:"ის შესანიშნავი იყო ვარჯიშზე.ვფიქრობ, უეინი შესანიშნავ ხასიათზე უნდა იყოს.მას არ სჭირდება ცვლილებები.ჩემი აზრით, მისი გრძნობები დღევანდელ მატჩში კარგად გამოჩნდა."

წყარო:manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
27 აგვისტო 2013 19:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kaia eseti damokidebuleba. Shreki sauketesoa
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top