თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2013, 18:37
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2917,
კომენტარები: 12
მოიესი: "რობინით აღფრთოვანებული ვარ"
მოიესმა რობინ ვან პერსიზე ისაუბრა...
მოიესი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელმა დევიდ მოიესმა აღიარა, რომ აღფრთოვანებულია რობინ ვან პერსისთან ერთობლივი მუშაობით. "რობინის მოძრაობები მატჩის დროს, მისი მოედნის ხედვა და ტექნიკა მხოლოდ აღაფრთოვანებს ადამიანს. ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. არსებობს რაღაცეები, რისი შეძენაც ვარჯიშის დროს არ შეიძლება. საუბარია ინსტინქტის შესახებ, რაც ფეხბურთელს წარმატებაში ეხმარება. უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი პირველი შეხვედრიდან სიდნეიში, რობინი სულ მაკვირვებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მან თავისი საუკეთესო მხარე აჩვენოს. რობინთან მუშაობა სასიამოვნოა. ამ მომენტისათვის რობინი გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა. მან გასული სეზონი კარგად ჩაატარა და ტრავმებს თავი აარიდა. მას ეს ფსიქოლოგიურად დაეხმარა. მახსოვს, მოგებულ ტიტულებზე ვსაუბრობდით. რობინმა მითხრა: მე ტიტულების მოგება მსურს. სწორედ ეს მინდა მეც" - დაასრულა მოიესმა.

წყარო: Redevils.Ru
სტატიები, ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Mika
26 აგვისტო 2013 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
გიჟია ♥
0
№12
ავტორი: Rosso Diavolo
26 აგვისტო 2013 22:18
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კმაყოფილი უნდა იყოს იასნა : ))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top