თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2013, 02:04
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 4078,
კომენტარები: 14
Guradian: ”რონალდუ ადასტურებს, რომ კარიერას ოლდ ტრაფორდზე დაასრულებს”
რონალდუს სურს კარიერა იუნაიტედში დაასრულოს.
Guradian: ”რონალდუ ადასტურებს, რომ კარიერას ოლდ ტრაფორდზე დაასრულებს”
მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, აცხადებს რომ მას სურს დაბრუნდეს იუნაიტედში და სწორედ წითელი ეშმაკების რიგებში დაასრულოს თავისი საფეხბურთო კარიერა. იუნაიტედის ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია რაც ცდილობს კვლავ დააბრუნოს პორტუგალიელი მანჩესტერში. იუნაიტედი კვლავ აკვირდება სიტუაციას რონალდუს გარშემო. მისი კონტრაქტის ამოწურვამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი და ის შეიძლება მადრიდისგან განცალკევებული ფეხურთელი გახდეს. მომდევნო ერთ სეზონს რონალდუ ჩაატარებს მადრიდის რეალში და თუ ამ დროის მაინძილზე არაფერი შეიცვალა და კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, ამ შემთხვევაში სიტუაცია რადიკლურად შეიცვლება და წითლებს ექნებათ რეალური შანსები სუპერვარსკვლავის უკან დაბრუნების. რონალდუს კლუბის დატოვება შეიძლება ბეილის ტრანსფერმაც განაპირობოს. ეშმაკები დარწმუნებულნი არიან რომ რონალდო კარიერის ბოლო 4-5 წელისწადს იუნაიტედში გაატარებს, თუმცა კარგად იციან, რომ ყველაფრის მიუხედავად პორტუგალიელის ტრანსფერი ძალზედ რთული მოსაგვარებელი იქნება.

ყველაფერი ნათელი მომავალ ზაფხულს უნდა გახდეს და ბევრ რამ არის დამოკიდებული რონალდუზეც. ჯერ კიდევ უცნობია ისურვებს თუ არა ის თავისი კარიერის გაგრძელებას მადრიდში. თუმცა ფეხბურთელის კონტრაქტის გარდა გაცილებით რთული იქნება რეალის ხელმძღვალობის დათანახმმება ამ ტრანსფერზე. პორტუგალიელის და ლიონელ მესის დაპირისპირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მსოფლიოში, ასევე რონალდუ რეალის რეკლამების უმეტესობაში იღებ აქტიურ მონაწილეობას. ინგლისის ჩემპიონები ძალღონეს არ იშურებენ ამ ტრანსფერის გასახორციელებლად. ასევე საქმეში ჩართულია იუნაიტედის ყოფილი თავკაცი, სერ ალექს ფერგიუსონი, რომელსაც ამავდროულად ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს პორტუგალიელის აგენტთან. სერ ალექსი შეეცდება რონალდუ იუნაითედისათვის უფრო მეტად მოთხოვნადი გახადოს, ვიდრე დღეს რეალისთვისა. ტრანსფერს ასევე ხელი უნდა შეუწყოს ფანების დამოკიდებულებამაც. გასაოცარი იყო იუნაიტედის ფანების სიხარული, როცა ოლდ ტრაფოდზე რეალთან მატჩამდე რონალდოს სახელი გამოაცხადეს. ასევე აღსანიშნავია, რომ გამოყოფილი იყო ”რონალდოს სექტორიც”.

ამავდროულად არის მეორე ფაქტიც და ამისათვის კლუბი აუცილებლად უნდა იყოს მზად. გაურკვეველია რა თანხას მოითხოვს მადრიდის რეალი მის სანაცვლოდ. მოგეხსენებათ იუნაიტედმა ის 80 მილიონ ფუნტად გაუშვა თეთრების რიგებში და ეს რეკორდული თანხა იყო იმ დროისთვის. თუმცა იუნაიტედს აქვს გადამწყვეტი უპირატესობა და ფეხბურთელის სიმპატია, რომელსაც უნდა უკან დაბრუნება. იუნაიტედს ასევე მოუწევს გარკვეული გამოძიების ჩატარება იმასთან დაკავშირებით რომ გაარკვიოს რამდენად მყარია მისი საფუძველი რეალში. რადგან ფაქტია თვითონ ფეხბურთელს უნდა კლუბის გამოცვლა. იუანიტედისთვის და მისი ახალი მწვრთნელისთვის ეს ტრანსფერი ძალზედ საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება ამ წარუმატებელი ზაფხულის შემდეგ. მათი ყველა მცდელობა ფეხბურთელის ყიდვისა წარუმატებლად დასრულდა და კლუბს საკმაოდ რთული სეზონის ჩატარება მოუწევს

წყარო: The Guardian
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
25 აგვისტო 2013 15:07
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Es auxdeneli ofnebaa...modi mancheshi raa...bevr fuls.vera magram titles basari ar aris mogcems klubi
0
№12
ავტორი: Red Hooligan
25 აგვისტო 2013 17:46
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ვნახოთ მომავალში რაიქნება, მაგრამ ამ წელს, რომ არ დაბრუნდება 100 % ვიცი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№13
ავტორი: GeorgeBest
25 აგვისტო 2013 17:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეხლა მოდი love
0
№14
ავტორი: PLANeta
26 აგვისტო 2013 00:40
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
კაია ამის დაბრუნება მაგრამ სადაა კაი ცხოვრება სადა კაი ფული
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top