"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი ლუის ნანი აცხადებს, რომ მან ჯერაც არ იცის რა ელოდება - "ოლდ ტრაფორდის" დატოვება თუ სხვა კლუბში გადაბარგება. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა "იუნაიტედის" მიერ ჩატარებული 12 მატჩიდან მხოლოდ 5-ში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. როგორც ცნობილია, მისით იტალიური "იუვენტუსია" დაინტერესებული. როცა ნანის კითხეს, აპირებდა თუ არა ის "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას, მან ასე უპასუხა: "ღმერთმა იცის რა მელის. მე შესანიშნავ ფორმაში ვარ - ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული და თავსაც კარგად ვგრძნობ. ისევ ის ნანი ვარ, რომელიც ყოველთვის ვიყავი..." - განაცხადა ლუისმა. "სპორტინგიდან" 15 მილიონ ფუნტად გადმოსული ფეხბურთელი წინა კვირაში "სტოკთან" სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ტრავმირებული შინჯი კაგავას ნაცვლად შევიდა "ბრაგასთან" და გოლის გასატანი ერთადერთი რეალური შანსი ვერ გამოიყენა.