"მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი აცხადებს,რომ გუნდი ლონდონში მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ჩავიდეს. შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს ლონდონში "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება პრემიერ ლიგის ცენტრალური შეხვედრა სადაც ლონდონის "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. "ჩვენ ძალიან მძიმე მატჩი გველოდება წინ.უკვე დიდი ხანია არ მოგვიგია "სტემფორდ ბრიჯზე" და იმედი მაქვს ეხლა მოვახერხებთ და შინ გამარჯვებულები დავბრუნდებით." - აცხადებს MANUTD.COM_თან ინტერვიუში.
"ჩელსიმ" პრემიერ ლიგა,მართლაც შესანიშნავად დაიწყო,მაგრამ როგორც მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში მარცხი იგემეს დონეცკში "შახტარის" წინააღმდეგ."
"ჩვენ ლონდონში გამარჯვებაზე ფიქრით უნდა გავემგზავროთ.იმედს ვიტოვებ,რომ აქტივში კიდევ ერთ სამ ქულას ჩავიწერთ." - დაასრულა დარენმა