თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2013, 19:49
ავტორი: love united,
ნანახია: 1769,
კომენტარები: 12
The Guardian:ნანი "იუნაიტედში" რჩება
ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ ნანიმ გადაწყვიტა კლუბში დარჩენა და მალე ის ხელს ახალ კონტრაქტს მოაწერს...
The Guardian:ნანი
როგორც ბრიტანული გამოწყება, The Guardian იუწყება, "იუნაიტედის" ვინგერის, ლუიშ ნანის სურს კლუბში დარჩენა და ახალ კონტრაქტსაც ხელს მოაწერს.თავის მხრივ, დევიდ მოიესი სრულ ნდობას გამოუცხადებს 26 წლის პორტუგალიელს, რომელიც შესაძლოა მანჩესტერელთა მთავარი დამრტყმელი ძალა გახდეს.ამჟამად, ნანის კონტრაქტი 2 წელში უმთავრდება.მოლაპარაკებები ჯერ კიდევ წინა ზაფხულში დაიწყო, მაგრამ შემდეგ მხარეებმა შეთანმებას ვერ მიაღწიეს.ასე რომ, მისი მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" ბუნდოვანი ჩანდა.ყველაფრის მიუხედავად, გამოცემის თანახმად პორტუგალიელმა უკვე განუცხადა თავის აგენტს, ჯორჯ მენდეშს თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

ლუიშს არ ქონდა კარგი შანსი, რათა წარმოეჩინა თავისი შესაძლებლობები ახალი მწვრთნელისთვის, დევიდ მოიესისთვის-მან წინასასეზონო ტურნე ცხვირის ოპერაციის გამო გამოტოვა.პატარა შანსის მიუხედავად, მან კარგად იასპარეზა ამხანაგურ მატჩში "ქრიუ ალექსანდრიასთან", სადაც დუბლი გაიფორმა.ამ თამაშის შემდეგ ნანიმ განაცხადა:"მინდა ისევ მოვიგო პრემიერ ლიგა, მაგრამ ამასთანავე მსურს ვიყო მოწოდების სიმაღლეზე და გავიტანო ბევრი გოლი.უბრალოდ, ამჟამინდელი ფორმა უნდა შევინარჩუნო და ყველაფერი კარგად იქნება."

წყარო:redevils.ru
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Januzaj
14 აგვისტო 2013 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
კარგია ნანი თუ დარჩება. რუნი და ნანი უნდა ჩევინარჩუნოთ, წელს ნანი მაგრად ითამაშებს. ფელაინი ვიყიდოთ ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება. გამთამაშებელი არ გვყავს ნორმალური. ფლეტჩერიც ნეტა როდის დაბრუნდება :)
0
№12
ავტორი: chaobi
14 აგვისტო 2013 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
კაია ნანი რო რჩება ;)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top