თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2013, 04:17
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 2298,
კომენტარები: 12
"მანჩესტერმა" სეზონი გამარჯვებით დაიწყო
მოიესის პირველი ტიტული
გუშინ გაიმართა ინგლისის "სუპერთასი" და ინგლისშიც საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ერთმანეთს კი "მანჩესტერი" და "უიგანი" დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ 26 წლის შემდეგ პირველად გუნდი ალექს ფერგიუსონის დამოძღვრის გარეშე გავიდა მოედანზე.
შეხვედრის პირველივე წუთებში "იუნაიტედმა" მოიპოვა ბურთზე კონტროლი და მეტოქე გუნდს თავიდანვე აგრძნობინა თუ ვინ იყო მოედანზე ფავორიტი და ვინ აუტსაიდერი. დიდი დრო არ დასჭირვებია "იუნაიტედის" ამ უპირატესობის გოლად გადაქცევაში, ვინაიდან შეხვედრის 6 წუთზე ევრამ მარცხენა ფლანგიდან გამოზომილი გადაცემა გაუკეთა რობინ ვან პერსის და ამ უკანასკნელმაც ლამაზი თავური დარყმით ანგარიში გახსნა 1:0. გატანილი გოლი შემდეგ მინდორზე დიდად სცენარი არ შეცვლილია, ბურთს კვლავ "იუნაიტედის" ფეხბურთელები ფლობდნენ და წყნარად და მშვიდად აგორავებდნენ. მაგრამ მთლად უსაქმოდ არც "უიგანი" იყო და რამოდენიმე ეპიზოდში მწვავედაც შეუტიეს, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდნენ. პირველ ტაიმში ისეთი საინტერესო არაფერი მოხმდარა თუ მე_15 წუთზე რაფაელის ტრავმას არ ჩავთვლით, რომელმაც ფეხში ძლიერი დატყმა მიიღო და საბოლოოდ როგორც ცნობილი გახდა ის გუნდს 4-5 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. პირველი ტაიმისგან განსხვავებით შეხვედის მეორე_ნახევარი "უიგანის" ფეხბურთელებმა უფრო აქტირუად დაიწყეს და ცდილობდნენ მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრას, მაგრამ უშედეგოდ. 59_წუთზე კი "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს სადაც საბოლოოდ ბურთი რობინ ვან პერსის მიუვიდა, მანაც თავისი მარცხენით გაისროლა და რიკოშეტი შედეგად ბურთი ბადეში აღმოჩნდა 2:0. "უიგანის" ყველაზე ოპტიმისტი ქომაგიც კი ხვდებოდა, რომ ამ შეხვედრაში ყველაფერი დასრულებული იყო . 61_წუთზე მოიესმა პირველი ცვლილება განახორციელა, ზაჰას ნაცვლად რომელსაც დებიუტი ჰქონდა "წითლების" შემადგენლობაში მოედანზე გამოვიდა ანტონიო ვალენსია, რომელსაც მასიურზე 7 ნომრის მაგირვად 25 ნომერი ეწერა რაც იმის მაუწყებელია, რომ 7 ნომერი ჯერ_ჯერობით თავისუფალია. ვალენსიის გამოსვლას კი მოედანზე დიდად არაფერი შეუცვლია. კვლავ იგივე სცენარით ვითარდებოდა მოვლენები მოედანზე და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის კი დიდად მოსაწყენ შეხვედრად გადაიქცა. თამაში დასასრულს უახლოვდებოდა როდესაც მინდორზე კიდევ ერთი დებიუტანტი ადნან იანუზაი შემოვიდა და საკმაოდ აქტირუადაც ჩაერთო. საბლოოდ "მანჩესტერმა" 2:0 დაამარცხა მეტოქე და პირველი ტიტულიც გაიფორმა "პრემიერ ლიგის" დაწყების წინ, რაც ფსიქოლოგიურად ძალზედ მნიშვნელოვანი არის.



იუნაიტედის XI_ეული: 1.დე გეა, 2.რაფაელ და სილვა, (16წ) 15. ნემანია ვიდიჩი, 4. ფილ ჯონსი, 3.პატრის ევრა, 29.ზაჰა, (61წ) 16.მაიკლ კერიკი, 23.რომ კლევერლი, 11.რაიან გიგზი,(67წ) 20.რობინ ვან პერსი,(84წ) 19.დენი ველბეკი.(83წ)

შეცვლებზე: 12.კრის სმოლინგი (16წ) 8.ანდერსონ (67წ) 26.შინჯი კაგავა (83წ) 44.ადნან იანუზაი (84წ) 25.ანტონიო ვალენსია (61წ)

სტატისტიკა

"მანჩესტერმა" სეზონი გამარჯვებით დაიწყო

სტადიონი: Wembley - 80235 მაყურებელი
მსაჯი: Mark Clattenburg
---
12 კომენტარი
№11
ავტორი: N10
12 აგვისტო 2013 19:34
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
კაია
0
№12
ავტორი: Lomsa099
13 აგვისტო 2013 14:26
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
ესერთი და სხვა მრავალი..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top