"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი რაინ ტანკლიფს 18 თვით ჩამოართვეს მართვის მოწმობა და ფულადი ჯარიმით დაჯარიმდა.მან უკვე გადაიხადა სასამართლოს ხარჯები და დაზარალებულსაც გაუსწორა პირადი ხარჯები.
13 ოქტომბერს რაიან ტანკლიფი ავარიაში მოჰყვა,სადაც მან მცირედი დაზიენებები მიიღო.ის მართავდა მის ახალ ნაყიდ "Range Rover"-ს,რომელშიც 60,000 ფუტი გადაიხადა.პოლიციამ მისლისთანავე მას შემოწმება ჩაუტარდა იყო თუ არა ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ.შედეგებმა აჩვენა,რომ დაშვებულზე ორჯერ მეტი ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.
"რაინმა ღამით დალია ცოტა ოდენი.მას ეგონა,რომ უკვე გამოსული იყო ალკოჰოლის ზეგავლენიდან და სწორედ ამიტომაც დაჯდა საჭესთან.ის ძალიან განათლებული ახალგაზრდაა და ყოველთვის იცავს დაწესებულ წესებს.მან თავის ოჯახთან ერთად ივახშმა და სწორედ იქ მიიღო ალკოჰოლი.მისი ოჯახი ძალიან წუხს ამ შემთხვევის გამო." - აცხადებს რაიანის ადვოკატი.
სასამართლომ,განაჩენის გამოტანის დროს გაითვალისწინა,რომ რაიანმა აღიარა თავისი დანაშაული.