თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 19:07
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3050,
კომენტარები: 13
ვენგერი საუბრობს 5 ენაზე? ჩემი 15 წლის ფეხბურთელიც 5 ენაზე საუბრობს
მოდით გავიხსენოთ სერ ალექსის რამოდენიმე მწვავე და საინტერესო გამონათქვამები.
ვენგერი საუბრობს 5 ენაზე? ჩემი 15 წლის ფეხბურთელიც 5 ენაზე საუბრობს
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი წმვრთნელი უკმაყოფილო დარჩა საკუთარი გუნდის მარცხით ტოტემჰემთან მატჩში. მთავარმა არბიტრმა მეორენახევრის მიწურულს ოთხი წუთი დაამატა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის რომ ფერგიუსონის გუნდს თამაში გადაერჩინა. მატჩის შემდეგ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მსაჯებმა ასეთ თამაშებში უფრო მეტი დრო უნდა დაამატონ შეხვედრის მიწურულში. იმის მიუხედავად, რომ იუნაიტედს მართლაც ასეთ შეხვედრებში ბოლო წუთებზე გააქვთ გოლი (ცნობილია, როგორც ფერგის-თაიმი), ეს ირონია არ დარჩა შეუმჩნეველი.

მოდით გავიხსენოთ სერ ალექსის რამოდენიმე მწვავე და საინტერესო გამონათქვამები.

"ჩვენ მხოლოდ ოთხი წუთი მოგვცეს, ეს თამაშის შეურაწყოფაა. ასეთი საქციელი გუნდს გამარჯვების შანს უკარგავს."

"განხორციელებული იქნა ექვსი ცვლილება, ეს უკვე ოთხი წუთია. მაგრამ მათ მეკარემაც სამი-ოთხი წუთი დახარჯა კარიდან ბურთის ამოტანაში. "

"ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რაც ჯერ კიდევ ვერ გამოასწორეს ჩვენმა მსაჯებმა."


ტოტემჰემთან მარცხის შემდეგ 2012 წელი (2-3)

"არ მჯერა. არ მჯერა. ღმერთო ჩემო, აი ნამდვილი ფეხბურთი."~

ფერგიუსონი ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის შემდეგ 1999 წელს.

"იგი რომ ცოტა მაღალი ყოფილიყო, არაჩვეულებრივი ნახევარმცველი იქნებოდა. მამამისი 1.90 არის სიმაღლეში-მიდით ერთი მისი მეზობლის სიმაღლე შეამოწმეთ."

ფერგი გარი ნევილზე

"ეს შემთხვევა უეცრად მოხდა. ის მომენტი რომ კიდევ 100-ჯერ განმეორებულიყო იგივეს ნამდვილად არ ჩავიდენდი."

ბექჰემთან მომხდარ კომფლიკტზე

"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იგი ინტელეგენტია და 5 ენაზე საუბრობს. მე 15 წლის ფეხბურთელი მყავს კოდიუარიდან, რომელიც 5 ენაზე დსაუბრობს."

ფერგიუსონი არსენ ვენგერზე

"ასეთი ტეპის თამაშს უნდა მსაჯობდეს მსაჯი, რომელიც არაჩვეულებრივ ფორმაშია. საზღვარგარეთ მსაჯები ყველა არაჩვეულებრივ ფორმაში იმყოფებიან, იგი კი ფორმიდან ამოვარდნილი იყო. მას 30 წამი სჭირდებოდა მხოლოდ იმისათვის, რომ ფეხბურთელისთვის შენიშვნა მიეცა. ეს დიდი სირცხვილია."

ალან უალიზე (მსაჯი)

"იგი, ნამდვილად არაჩვეულებრივი იყო, ბოსს მეძახდა და უდიდესი პიროვნება იყო, როდესაც ჩვენ პირველი მატჩის შემდეგ რესტორანში დავჯექით. მაგრამ მის თავაზიანობას არ აწყენდა წითელი ღვინოც."

ფერგიუსონი მაურინიოზე

"ეს ბიჭი ბუნტს თავის ცარიელ სახლშიც მარტივად მოაწყობს"

ჩელსის ყოფილ კაპიტანზე დენის უაიზე

"ინზაგი თამაშგარეში დაიბადა"

იტალიელ თავდამსხმელზე ფილიპო ინზაგიზე

"არცერთ თქვენთაგანს მე არ ვენდობი. თქვენ აქ მე მიმტკიცებთ, რომ გინდათ კარგი კავშირი დაიჭიროთ ხალხთან და გაინტერესებთ რატომ ვარ თქვენზე ნაწყენი? თქვენ ხართ ძალიან საცოდავი ხალხი! ერთ მშვენიერ დღეს ყველანაირ კავშირს გავწყვეტ თქვენთან."

ჟურნალისტებზე

"სიმართლეს გეტყვით და მე არაჩვეულებრივი ნიჭის მქონდე პიროვნება ვარ და მგონი მხატვარადაც ვივარგებ."

სამწვრთნელო კარიერის დასრულებაზე

"ძალიან რთული ამოსაცნობია, რომელი მათგანი გახდება მწვრთნელი. არავინ იცოდა, რომ მარკ ჰიუზი მწვრთნელი გახდებოდა, როდესაც ყველას გვეგონა, რომ ბრაიან რობსონი ამას გააკეთებდა."

თავის ყოფილ ფეხბურთელებზე, სამწვრთნელო კარიერასთანდაკავშირებით

"მახსოვს, როდესაც პირველად დავინახე იგი. 13 წლის ჭაბუკი, რომელიც მოედანზე პეპელასავით დაფრინავდა, როგორც კოკ-ესპანიელი ცდილობდა ჰაერში დაეჭირა ბურთი."

რაიან გიგზზე

" ჩემი მთავარი მიზანია დღეისათვის, ჩამვაგდო ლივერპული ტახტიდან"

ლივერპულზე, იმის შემდეგ როდესაც ალან ჰანსენმა ეჭქვეშ დააყენა ფერგიუსონის რეპუტაცია 2002 წელს.
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester United 14
27 აპრილი 2014 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
:D :D :D :D :D :D wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№12
ავტორი: Manchester_M
8 მაი 2014 15:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ნევილზე და ვენგერზე ვიგადავე მაგრად :D
0
№13
ავტორი: kOsTiA
30 მაი 2014 01:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ინძაგზე რა დაახეთქა ტიპმა wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top