მანჩესტერ იუნაიტედის ვეტერან რაიან გიგზს სურს, რომ მომავალშიც ბევრჯერ გამოვიდეს მოედანზე თავისი მშობლიური კლუბის მაისურით:" იმ ფეხბურთელების ფონზე, რომლებიც ახლა იუნაიტედში თამაშობენ, არამგონია ყოველ მატჩში გამოვიდე მოედანზე. მე უბრალოდ მინდა რამდენიმე თამაშში მივიღო მმონაწილეობდა და ყველას დავანახო ჩემი შესაძლებლობები. მე არ ვფიქრობ, რომ ახლა ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს. მე უბრალოდ ფეხბურთის თამაში და გუნდისთვის სარგებლის მოტანა მინდა. ვიცი რომ სეზონის ბოლოთვის გუნდს დასჭირდება დამატებითი გამოცდილება, როგორიც მე მაქვს და მზად ვიქნები დავეხმარო გუნდს."
"ჩელსი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ოსკარისადა მატას მოსვლის შემდეგ მათ შეცვალეს თავიანთი თამაშის სტილი, რაც ძალიან რთულია. მხოლოდ დრო გვანახებს რამდენად კარგად თამაშობენ ისინი. ყველამ ვიცით, რომ მატჩები სტემფორდ ბრიდჯზე ძალიან რთულია. რაიანმა გამოთქვა თავისი აზრი საწყის წუთებზე გაშვებული გოლების შესახებ:"ორი ვარიანტი არსებობს ამის შესახებ. ერთის მხრივ ჩვენ მოგვეცა შანსი გამოგვევლინა ჩვენი ხასიათი. მეორეს მხრივ ძალიან რთულია თამაში ისე, რომ შენ ასე მალე გაუშვი გოლი. ჩვენ ბრაგასთან გაგვიმართლა, არამგონია ჩელსისთანაც ასე წაგვივიდეს თამაში!"