თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2013, 19:51
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2829,
კომენტარები: 18
"იუნაიტედი" არ თმობს ფაბრეგასს
საგა გრძელდება...
დევნა "იუნაიტედისა" სესკ ფაბრეგასზე უნდა შეწყდეს და მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ. მოიესი კვლავ აგრძელებს ესპანელისთვის ბრძოლას, რომელიც დიდი ნიჭის მქონეა. მიუხედავად 2 უარყოფითი პასუხისა, შოტლანდიელი სპეციალისტი ჯიუტად ცდილობს ესპანელის გადმოყვანას.
ბენ სმიტი "BBC" -დან საუბრობს ამ ტრანსფერზე. მისი აზრით "იუნაიტედი" ვერ შეიძენს ფაბრეგასს. მზადდება 3-ე შეთავაზება, რომელიც უფრო მეტი იქნება, ვიდრე დიმიტარ ბერბატოვის ფასი, მაშინ როდესაც "იუნაიტედმა" რეკორდულ თანხად, 30.75 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა ბულგარელი.
"იუნაიტედს სურს სესკი?", ხერარდ მარტინოს დაუსვეს კითხვა. მან კი ასეთი პასუხი გასცა: "ჩვენ 2-ჯერ უარით გავისტუმრეთ "იუნაიტედი", მესამედაც იგივე მოხდება."
აქვე ცნობილია, რომ არც თავად ესპანელის გეგმებშია პრემიერ ლიგაში დაბრუნება.
თავის დროზე ტიტო ვილანოვამაც გააკეთა კომენტარი: "მე ვესაუბრე სესკს და მას დარჩენა სურს. მან იცის, რომ საუკეთესო გუნდშია და არის დიდი კონკურენცია, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, თავისი მაქსიმუმი გამოავლინოს."
იგრძნობა, რომ მოიესი აუცილებლად შეეცდება ფაბრეგასის ყიდვას. მაგრამ გაურკვეველია, რამდენად დათანახმდება "ბარსელონა" ამ ტრანსფერს. ტიაგომ რამდენიმე კვირის წინ დატოვა კლუბი, ამიტომაც ისინი აღარ გაუშვებენ სხვა ვარსკვლავს ხელიდან.
ფაბრეგასი წინა სეზონში 32-ჯერ გამოჩნდა ძირითადში, მის ანგარიშზე კი 11 გოლი და 13 ასისტია. მხოლოდ მესიმ აჯობა ფაბრეგასს წინა სეზონში, "ბარსას" რიგებიდან. ჩანს, რომ ფაბრეგასი არ დატოვებს კლუბს, რა შეთავაზებაც არ უნდა იყოს. ის არის ძალიან კარგი პასის მიმწოდებელი და არანაკლებ გოლის გამტანი.
მოიესს შეუძლია გადააგდოს ფული "ბარსაში", მაგრამ სანაცვლოდ ფაბრეგასს ვერ მიიღებს. გუნდს არ სურს მისი გაშვება და თავად ფეხბურთელიც კმაყოფილია კატალონიური კლუბით. მოიესმა კი უნდა დაისვენოს და აღარ იწვალოს შეთავაზებაზე.

წყარო: "Bleacherreport"
ახალი ამბები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Lev
2 აგვისტო 2013 02:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
არანაირი ფაბრეგასი ar gadmova. აქ რაღაცა სხვა მაფიაა lol რახან მოიესმა თქვა ტრანსფერები აუცილებლად იქნებაო ზნაჩიტ პროსტო უნდა დაველოდოთ...ბევრი მაგარი ნახევარმცველია რომელიც სიამოვნებით გადმოვა ჩვენთან და თუ ვინმე არ გამდმოდის ამაზე გულის დაწყვეტა არ ღირს..დარწმუნებული ვარ ან ვიღაც მაგართან უკვე ყველაფერი შეთანხმებულია და ჯერ არ ახმაურებენ ან კიდე ბევრი ვარიანტია და მთელი გუნდი მუშაობს შერჩევაზე. მე ანდერსონი ძალიან მომწონს ცენტრში მაგრამ...კარგი იქნებოდა გვეყიდა ვინმე სილვას/მატას ან გიოტცესნაირი ფეხბურთელი...თუმცა იმასაც ვიტყვი რომ თუ ნანი მარცხენა ფლანგზე დადგება და ცენტრში ანდერსონზე უარს არ ვიტყოდი...წარმოიდგინეთ : ზაჰა-ანდერსონი-კაგავა (ან კერიკი)-ნანი და ამათ წინ რუნი და რობი...გუნდს ერთი სერიოზული ტრანსფერი ჭირდება და არა რამდენიმე..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№12
ავტორი: GoGa
2 აგვისტო 2013 02:49
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 80
სჰეესჰვიტ აამ ცენზურას რა :D და რონალდოს 150 მილიონი შესტავაზეტ და გადმოვა :D
ან ბეილს 100
0
№13
ავტორი: Malboro463
2 აგვისტო 2013 03:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
მცველიც საყიდელია
0
№14
ავტორი: Franky
2 აგვისტო 2013 06:58
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 25
ფაბრეგასი თუ იყიდეს დიდი ალბათობით რუნი წავა... 3d_4
0
№15
ავტორი: red devil
2 აგვისტო 2013 07:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sheeshvit ra espanelebs jobia germanelebze an ingliselebze ichalichot. Draxleri daitriet ra dzaan magari bichia
0
№16
ავტორი: GoGa
2 აგვისტო 2013 09:07
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 80
მე არ მინდა არცერტი ბარსელონას ფეხბურთეელი !!
0
№17
ავტორი: Berba 9
2 აგვისტო 2013 11:43
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
GoGa,

ვითომ რატო ? მესის სიამოვნებით მივიღებდი, გინდა ინიესტას:))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№18
ავტორი: buka oboladze
2 აგვისტო 2013 13:48
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
დავიღალე უკვე დავრჩებით ესე უტრანსფეროდ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top