ESPN - ს განცხადებით ფერგის შემცვლელი გვარდიოლა იქნება.
როგორც ESPN - იტყობინება, ფერგის მომავალ შემცვლელთა კანდიდატურებში ფავორიტი ”ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაა.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ”წითელი ეშმაკების” ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იძებნება ისეთი მწვრთნელი, რომელიც ინგლისურ პრემიერ ლიგას ადვილად მოერგება და ფერგიუსონს ღირსეულად შეცვლის.
ინფორმაციულ წყაროებზე დაყრდნობით, შემსრულებელი დირექტორი დევიდ გილი გლეიზერების ოჯახის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ გვარდიოლას, რომელმაც წინა სეზონში დატოვა ”ბარსელონა” ოთხი წარმატებული წლის შემდეგ.
ასევე იტყობინებიან, რომ ”იუნატედი” და გვარდიოლა არაფოლმალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თუ მათ დავუჯერებთ ფერგის შემცვლელად გვარდიოლა ნამდვილად განიხილება.
”იუნაიტედის” ხელმძღვანელობა და თვითონ ფერგიუსონი მოხიბლულია გვარდიოლათი, რომელსაც სერ ალქესის მსგავსად უყვარს შემტევი ფეხბურთის თამაში და უყვარს ახალგაზრდა ფეხბურთელების მოსინჯვა. ფერგი ამბობს, რომ ადრე მას გვარდიოლას შეძენა სურდა.
ცოტა ხნით ადრე, ”მანჩესტერი” განიხილავდა ”ჩელსის” ყოფილ დამრიგებლის და ამჟამად მარდიდის ”რეალის” მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს კანდიდატურასაც. მაგრამ პორტუგალიელის კანდიდატურის წინააღმდეგ კანდიდატურის ბობი ჩარლტონი და სხვა ფიზიკური პირები წარსდგნენ.
წყარო:
Fapl