"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა პრესკომფერენცია გამართა "ბრაგასთან" მატჩის შემდეგ და ისაუბრა სხვადასხვა თემებზე.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა პრესკომფერენცია გამართა "ბრაგასთან" მატჩის შემდეგ,სადაც ისაუბრა გუშინდელ მატჩზე.
გაშვებული გოლები მატჩის დასაწყისში"ეს ამაზრზენი ტრადიციაა.ჩვენ კვლავ დავიწყეთ ცუდად თამაში.საკუთარ მოედანზე თამაშის დასაწყისში ორი გოლი გავუშვით,მაგრამ ამ მატჩშიც ჩვენმა ფორვარდებმა ყველაფერი გააკეთეს და თამაში შემოატრიალეს."
"მე ძალიან უკმაყოფილო ვარ იმითი,რომ თამაშის დასაწყისში გოლებს ვუშვებთ და მერე ფეხურთელებს ორმაგი მუშაობა უწევთ თამაშის მოსაგებათ,რითაც რა საკვირველია ძალიან იღლებიან.ცუდი დასაწყისის მიუხედავად ამ თამაშში რამოდენიმემ ფეხურთელმა დიდი თამაში აჩვენა რითაც ჩვენ გამარჯვებას მივაღწიეთ.ჩვენ შევქმენით ბევრი სახიფათო მომენტი,საიდანაც რამოდენიმე გამოვიყენთ."- აცხადებს ფერგიუსონი.
სერ ალექსი ჩიჩარიტოზე"მან ყველაფერი გააკეთა და სწორედ ამის ხარჯზე მან მოახერხა ორი ბურთის გატანა.მან თავისი თავი შესანიშნავად წარმოადგინა.ახლა მე მიწევს ფიქრი თუ ვინდა უნდა დავაყენო თავდასხმის ხაზში ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ.არ ვიცი ჯერ ვინ მიიღებს უპირატესობას და ვის ავირჩევ მე თავდასხმის ხაზისთვის."
"ხავიერ ერნანდესი წარმოუდგენელ პროგრეს გვიჩვენებს.ის მუდმივად ცდილობს ახალი რამის სწავლას და არასოდეს ჩერდება ერთ ადგილას.მისი დამოკიდებულება მუშაობაზე პატივისცემას იმსახურებს."
"ტომ ქლევერლიმ ბრწყინვალე გადაცემა გააკეთა ჩიჩარიტოსკენ და ხავიერმაც არ დააყოვნა და შესანიშნავად გამოიყენა თავისი შანსი.ის ყოველთვის ცდილობს არ გააფუჭოს მომენტები და რაც შეიძლება მეტი მომენტი შექმნას."
კერიკის მცველის პოზიცია"მე ვფიქრობთ თუ ჩვენ დაგვჭირდება მაიკლის მცველად დაყენება,მაშინ ამის უფლება გვაქვს.მან კარგად ითამაშა.ის გოლი ნამდვილად არ იყო კერიკის ბრალი.უბრალოდ მას კონსულტაციები და მუშაობა სჭირდება ამ პოზიციისთვის."
"ჩვენთვის საჭიროა,რომ დავასვენოთ რიო ფერდინანდი,რადგან ის ძალიან დატვირთულია და აშკარად სჭირდება განტვირთვა."
"დაცვის ხაზში ჩვენ გვაკლია ნემანია ვიდიჩი,კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი,ამიტომაც გადავწყვიტეთ მაიკლის ცენტრალურ მცველად დაყენება.ალბათ,როდესაც ჩვენ დაგვიბრუნდებიან ზემოთ ნახსენები ფეხბურთელები ჩვენ მაიკლის მცველად დაყენება აღარ დაგვჭირდება."
შინჯი კაგავა"შინჯი კაგავამ ერთ ეპიზოდში მუხლზე ტრავმა მიიღო,მაგრამ მან ძალები მოიკრიბა და ტრავმის შემდეგ რამოდენიმე წუთი ითამაშა.ჯერ არ ვიცით,რამდენად მძიმეა მისი ტრავმა.ჯერ არ შეგვიძლია კომენტარის გაკეთება ამ საკითხის შესახებ."
წყარო :
Redevils.Ru