"მანჩესტერ იუნაიტედის" მექსიკელმა ფორვარდმა ხავიერ ერნანდესმა განაცხადა,რომ ის ყოველთვის მზად არის მოედანზე გამოსასვლელად.მან გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯფუგური ეტაპის მატჩში თავი გამოიჩინა და ორი გოლის გატანა მოახერხა "ბრაგას" წინააღმდეგ.ეს ორი გოლი არ იყო ჩვეულებრივი სწორედ მისმა მეორე გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი და ამ გოლის წყალობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" აქტივში კიდევ ერთი სამი ქულა ჩაიწერა.
"ჩვენ ვიცოდით,რომ ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის და აუცილებელია იყო ამ მატჩში სამი ქულის აღება,მაგრამ ჩვენ ვიცოდით,რომ არ გველოდებოდა ადვილი თამაში.არ აქვს მნიშვნელობა იმას,რომ ჩვენ საწყის წუთებში ორი გოლი გავუშვით საკუთარ მოედანზე.მთავარია ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მოვახერხეთ ამ თამაშის მოგება.ეხლა ჩვენ ვოლოდებით ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ მატჩს და იმედი მაქვს იმ თამაშშიც წარმატებას მივაღწევთ." - განაცხადა ჩიჩარიტომ.
"მიმაჩნია,რომ არაფერი სჯობს აქ თამაშს - აღიარა მექსიკელმა.მე ყოველთვის ვამბობდი,რომ თავს აქ ბედნიერად ვგრძნობ.მე ყოვლეთვის ვარჯიშობ და ბევრ რამეს ვსაწვლობ.შეიძლება სეზონის დასაწყისში არ მომეცა ბევრი სათამაშო დრო,მაგრამ მე ველოდები ჩემს დროს და როდესაც ბოსი მე ამირჩევს იმედი მაქვს ჩემს შანს წარმატებით გამოვიყენებ.თუ მე არ მომეცემა ბევრი სათამაშო დრო ჩემთვის მთავარი იქნება ჩემი გუნდის წარმატება."
მატჩის დასაწყისში "მანჩესტერ იუნაიტედი" თამაშობდა ამლასის ტაქტიკით,მაგრამ შესვენების შემდეგ გადავიდა ტრადიციულ განლაგებაზე ფლანგებიდან შეტევაზე,რამაც გამოიწვია 3 გოლის გატანა მეტოქის კარში.
"კაპიტნის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა და მე ვეთანხმები მას.ჩემი მოვალეობაა გამოვიდე მოედანზე და ყველანაირად შევეცადო გუნდის დახმარებას.ყველა მოთამაშე მკაცრად ვიცავთ ბოსის ინსტრუქციებს."