ამ სეზონში ჯონი ევანსმა გამოავლინა მისი გოლის გატანის უნარიანობა და რამდენიმე სტანდარტიც გამოიყენა. იუნაიტედს უკვე უფრო მეტი გოლი გააქვს კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, რაც ბრაგას წინააღმდეგაც გამოვლინდა. წითელი ეშმაკების მცველი შესანიშნავ ფორმაშია და მან გოლი გაიტანა ნიუკასლთანაც, ძალიან ცოტა დააკლდა გატანამდე სტოკის წინააღმდეგ, თუმცა ამ სამშაბათს მაინც მოახერხა და გაიტანა პირველი პროფესიონალური გოლი ოლდ ტრაფორდზე. ეს გოლი 134_ე მატჩში 3 გამოდგა ევანსის კარიერაში ოლდ ტრაფორდზე:" ამ უქმეებზე აუცილებლად უნდა გამეტანა კიდევ ერთხელ. კარგია, რომ უფრო მეტი შანსი მომეცა თავი გამოვიჩინო და სტანდარტებიდან ვიტან. როცა პირველი დარტყმით ვერ შევძელი ბურთის კარისკენ გაგზავნა გავოგნდი,თუმცა სწრაფადვე შემოვტრიალდი და შევძელი მივწვდომოდი ბურთს და დამერტყა კარისკენ."
მატჩის საწყის წუთებში 2 გოლი გავუშვით და ძალიან გამიხარდა მატჩის ბოლოს დაფიქსირებული შედეგი. ამ სეზონში ბევრჯერ ვუშვებთ პირველი და ეს თითქოს ჩვევად გვექცა. საბედნიეროდ ჩვენ შეგვიძლია ამასთან განმკლავება, არავის არ მოგვწონს საწყისი წუთებიდანვე მდევარის როლში ყოფნა. მომავალში შევეცდებით ყურადღებით ვიყოთ საწყის წუთებში. ვხედავ, რომ რამდენიმე მოთამაშე გარგად შეეწყო ერთმანეთს და შესანიშნავი გაერთიანება გააკეთეს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ვან პერსის, კაგავას, რუნის, ჩიჩარიტოს და ქლევერლის თამაში. ჩვენი თავდასხმა შესანიშნავ ფორმაშია. მე ვფიქრობ, რომ არ გაგვიმართლა და მოწინააღმდეგის სასარგებლოდ დასრულდა პირველი ტაიმი. რა თქმა უნდა გვინდა რაც შეიძლება მალე გვინაღდოთ ადგილი ფლეიოფში და მიეცეს დასვენების შანსი გუნდის წამყვან ფეხბურთელებს, რადგან ჩვენ ძალზედ გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. საჭიროა აღვიდგინოთ ძალები და გავაგრძელოთ თამაში ჩვეულ რიტმში."