თბილისი:
მანჩესტერი:
19-07-2013, 13:26
ავტორი: Esi,
ნანახია: 2371,
კომენტარები: 13
რუნი არ იყიდება!
არავითარი ცვლილებები რუნისთან დაკავშირებით...
რუნი არ იყიდება!
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა,რომ უეინ რუნი არ იყიდება და ეს ყველაფერი ჭორებია,გარდა ამისა,მოიესი მოუთმენლად ელის სესკ ფაბრეგასის ტრანსფერს,რომელიც რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი,თუ რა ბედი ეწევა ამ ტრანსფერს,დარჩება სესკი ბარსელონაში თუ დაბრუნდება ისევ პრემიერ ლიგაში.

რამდენიმე კვირის წინ ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გამოაქვეყნეს სტატია,სადაც რუნი თავის გაოცებასა და გაკვირვებას ვერ მალავდა მოიესის განცხადებასთან დაკავშირებით.ის ძალიან გაბრაზებული იყო,რადგან მოიესმა განაცხადა,რომ რუნი ვან პერსის შემცვლელი იქნებოდა.

ამის შემდეგ კი ლონდონის ჩელსიმ გამოთქვა სურვილი რუნის შეძენისა,მეტიც მოურინიოს განცხადებით ამ სეზონში ლონდონური კლუბი იყიდის ან რუნის ან არავის.ბოლო სამი დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაიწერა,რომ ჩელში 80 მილიონს სთავაზობდა იუნაიტედს რუნის სანაცვლოდ,შემდეგ კი თავიანთი ფეხბურთელებიც ჩარიეს ამ ტრანსფერში.ჩელსი მზად იყო დავიდ ლუისს ან მატას პლუს 10 მილიონი გადაეხადა რუნის სანაცვლოდ.

დღეს კი მოიესმა განაცხადა,რომ უეინ რუნისთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ მოხდება და ის რჩება კლუბში.მათ ამ ჭორებზე უფრო დიდი საზრუნავი აქვთ,რადგან იუნაიტედი ბარსელონას ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასთან აწარმოებს მოლაპარაკებას და ასევე იუნაიტედს სურს შეიძინოს ტოტენჰემ ჰოთსპურის გარემარბი გარეტ ბეილი.

წყარო:Skysports.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Giorgi Kuloshvili
19 ივლისი 2013 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
აუ ბეილი და ფაბრეგასი რო ვიყიდოთ ვაიმეეე :D
0
№12
ავტორი: Manchester_M
19 ივლისი 2013 20:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რონი მინდა დაბრუნდეს მანჩესტერში მარტო ერთი კაცი რა გახდა .
0
№13
ავტორი: buka oboladze
19 ივლისი 2013 23:33
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
იმედია ესეც ჭორიარაარა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top